იორდანიის საგარეო ურთიერთობები

ქვეყნები, რომლებთანაც იორდანიას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

იორდანიის საგარეო ურთიერთობები პროდასავლური საგარეო პოლიტიკით ხასიათდება. იორდანიას ახლო ურთობები აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან, თუმცა ამ ქვეყნებთან ურთიერთობებზე დიდი გავლენა იქონია სპარსეთის ყურის მეორე ომის დროს იორდანიის ნეიტრალურმა პოზიციამ და ერაყთან ურთიერთობების შენარჩუნებამ. ომის დასრულების შემდეგ იროდანიამ დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობები მეტწილად გამოასწორა.

1994 წლის 25 ივლისს იორდანიამ ვაშინგტონში ისრაელთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. იორდანიასა და ისრაელს შორის ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას იმავე წლის 26 ოქტომბერს მოეწერა ხელი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სახელმწიფო მდივანი უორენ ქრისტოფერიც ესწრებოდნენ. აშშ ისრაელსა და იორდანიას შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომლის დროსაც მთავარ საკითხებს შორის იყო: წყლის განაწილება და უსაფრთხოება, იორდანიის რიფტული ხეობის განვითარებაში თანამშრომლობა, ინსტრასტრუქტურული პროეტები, სავაჭრო, ფინანსებისა და საბანკო საკითხები.

2013 წელს აშშ-მ დაამტკიცა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა Timber Sycamore, რომელიც იორდანიაში სირიელი აჯანყებულების გაწვრთნასა და შეიარაღებას გულისხმობს.[1]

იორდანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სააგენტოების: სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური წევრია. იორდანი არის მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისლამური თანამშრომლობის საბჭოს, მიუმხრობლობის მოძრაობისა და არაბული ქვეყნების ლიგის წევრი.

ორმხრივი ურთიერთობები

1994 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იორდანიის მეფე ჰუსეინი და იცხაკ რაბინი ხელს ართმევენ ერთმანეთს ბილ კლინტონის თანდასწრებით

აზია

ისრაელი

ისრაელს სრული მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს იორდანიასთან 1994 წელს დადებული ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ზოგჯერ იძაბება. იორდანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს პალესტინელი ლტოლვილები შეადგნენ, რომლებსაც ისრაელის მიმართ ძალიან უარყოფითი შეხედულებები აქვთ.

ლიბანი

იორდანიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ამანშია განლაგებული. სახელმწიფოებს საერთო პოზიცია აქვთ სირიასთან მიმართებით და ორივე ქვეყანა იღებს სირიელ ლტოლვილებს.[2] იორდნიაც და ლიბანიც იზიარებენ საერთო ფრონს ISIS-ის წინააღმდეგ.[3] სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში.

თურქეთი

სუნიტური რელიგიისა და საერთო ისტორიული კავშირების გამო თურქეთსა და იორდანიას ახლო ურთიერთობები აქვთ.

თურქეთის საელჩო ამანში მდებარეობს,[4] ხოლო იორდანიის საელჩო ანკარაშია განლაგებული.[5] თურქეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ იორდანიის მეფე აბდულა I-სა და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს ახლო პირადი ურთიერთობები ჰქონდათ და 1937 წელს სტამბოლშიც შეხვდნენ ერთმანეთს.[6] 1956 წელს, როდესაც იორდანია ბრიტანეთის ჩარევისგან განთავისუფლდა, ორ სახელმწიფოს შორის სრული ურთიერთობები დამყარდა. ცივი ომის დროს იორდანიასა და თურქეთს პროდასავლური, ანტიკომუნისტური და ირანის ახალი ისლამური რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ, რისი გამოხატულებაც იყო ირან-ერაყის ომის დროს ერაყის მხარდაჭერა.[7]

სირია

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიმან საფადისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის, კელი კრაფტის შეხვედრა 2020 წელს

იორდანიაც და სირიაც ოსმალთა იმპერიის ნაწილი იყვნენ. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მერყეობს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობებიდან შეიარაღებულ კონფრონტაციებამდე.

სპარსეთის ყურის მეორე ომის შემდეგ იორდანიასა და სირიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. 1994 წელს ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო და იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, რის შემდეგაც იორდანია სირიელი ბიზნესმენებისთვის პალესტინის ტერიტორიებზე ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ტრანზიტული წერტილი გახდა.

2012 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ იორდანიასა და სირიას შორის ურთიერთობები დაიძაბა და საზღვარზე შეტაკებებიც მოხდა.[8]

საუდის არაბეთი

იორდანიის საელჩო ერ-რიადში მდებარეობს, ხოლო საკონსულო ჯიდაშია განლაგებული. საუდის არაბეთის საელჩო ამანში მდებარეობს. Pew global opinion poll-ის 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, იორდანიელთა 88%-ს საუდის არაბეთის მიმართ დადებითი, ხოლო 11%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.[9]

კატარი

იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ერთი წლით ადრე დაიწყო. კატარმა დამოუკიდებლობა 1971 წლის სექტემბერში მოპოვა და ახალი სახელმწიფოს განათლების, სამხედრო და ეკონომიკური სექტორების დაგეგმარებისთვის იორდანიელი სპეციალისტები მიიწვია.[10] 1972 წელს ყატარის საელჩო ამანში გაიხსნა.[11] იორდანიის საელჩო დოჰაში მდებარეობს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ამანში მდებარეობს. იორდანიის საელჩო აბუ-დაბშია განლაგებული, ხოლო გენერალური საკონსულო დუბაიში. ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შედის და ახლო კულტურული კავშირები აქვთ. პრინცე ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი იორდანიული წარმოშობისაა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Norton, Ben (28 ივნისი 2016). „CIA and Saudi weapons for Syrian rebels fueled black market arms trafficking, report says“. Salon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2016.
  2. Wellbeing of Urban Refugees: Syrians and Hosts in Jordan and Lebanon (WURSHIJL).
  3. Jordan, Lebanon discuss Syrian crisis, ties (11 February 2015).
  4. T.C. Dışişleri Bakanlığı Turkish Embassy In Amman. ციტირების თარიღი: 19 March 2019
  5. EMBASSY OF THE HASHEMITE KINGDOM OF JORDAN TO THE REPUBLIC OF TURKEY. ციტირების თარიღი: 19 March 2019
  6. Mustafa Kemal Atatürk, Ürdün Kralı Abdullah'la İstanbul'da. (6-7.06.1937) - İşte Atatürk - Atatürk Hakkında Bilmek İstediğiniz Herşey. ციტირების თარიღი: 19 March 2019
  7. Iraq, Turkey, and Iran. ციტირების თარიღი: 19 March 2019
  8. „Syrian and Jordanian forces clash in border area“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-03-28.
  9. Saudi Arabia’s Image Falters among Middle East Neighbors Pew Research Global Attitudes Project
  10. العلاقات الثنائية الأردنية-القطرية ar. Jordanian Embassy in Doha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 3 June 2018
  11. Qatar- Jordan Relations. Qatari Embassy in Amman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 3 June 2018

Read other articles:

Disambiguazione – Se stai cercando l'omonimo genere di protozoi, vedi Glaucoma (zoologia). Le informazioni riportate non sono consigli medici e potrebbero non essere accurate. I contenuti hanno solo fine illustrativo e non sostituiscono il parere medico: leggi le avvertenze. GlaucomaSpecialitàoftalmologia Classificazione e risorse esterne (EN)ICD-9-CM365365 ICD-10H4040.-H4242. MeSHD005901 MedlinePlus001620 eMedicine1207470 Modifica dati su Wikidata · Manuale I glaucomi sono un grupp...

 

Enoch ArdenPoster teatrikal untuk Enoch ArdenSutradaraD. W. GriffithDitulis olehLinda ArvidsonAlfred Lord TennysonPemeranDorothy BernardSinematograferG. W. BitzerDistributorBiograph CompanyTanggal rilis 12 Juni 1911 (1911-06-12) (Bagian 1) 15 Juni 1911 (1911-06-15) (Bagian 2) Durasi33 menit (mengkombinasikan bagian 1 & 2)NegaraAmerika SerikatBahasaBisu dengan intertitel Inggris Enoch Arden adalah sebuah film drama bisu pendek tahun 1911 dua bagian yang berdasarkan pada p...

 

العلاقات الدومينيكية الفنلندية دومينيكا فنلندا   دومينيكا   فنلندا تعديل مصدري - تعديل   العلاقات الدومينيكية الفنلندية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين دومينيكا وفنلندا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: و�...

فيرولي   الإحداثيات 41°41′00″N 13°25′00″E / 41.683333333333°N 13.416666666667°E / 41.683333333333; 13.416666666667  [1] تقسيم إداري  البلد إيطاليا[2][3]  التقسيم الأعلى مقاطعة فروزينوني  خصائص جغرافية  المساحة 119.65 كيلومتر مربع (9 أكتوبر 2011)[4]  ارتفاع 594 متر  عدد ال...

 

2017 Élections législatives de 2022 dans le Cher 3 sièges de députés à l'Assemblée nationale 12 et 19 juin 2022 Type d’élection Élections législatives Corps électoral et résultats Inscrits au 1er tour 224 553 Votants au 1er tour 110 248   49,10 %  0,4 Votes exprimés au 1er tour 107 202 Votes blancs au 1er tour 2 305 Votes nuls au 1er tour 741 Inscrits au 2d tour 224 526 Votants au 2d tour 104 482   46,53 %  2...

 

Liga Leumit 1980-1981 Competizione Liga Leumit Sport Calcio Edizione 40ª Organizzatore IFA Date dal 7 settembre 1980al 23 maggio 1981 Luogo  Israele Partecipanti 16 Risultati Vincitore Hapoel Tel Aviv(7º titolo) Retrocessioni Hapoel HaifaMaccabi Ramat AmidarHapoel Ramat Gan Statistiche Miglior marcatore Hertzel Fitusi (22) Incontri disputati 240 Gol segnati 510 (2,13 per incontro) Cronologia della competizione 1979-1980 1981-1982 Manuale La Liga Leumit 1980-1981 è s...

Mr.Soedarisman Poerwokoesoemo Wali Kota Yogyakarta Ke-2Masa jabatan22 Juli 1947 – 22 September 1966PresidenSoekarnoWakil PresidenBung HattaPendahuluM. EnochPenggantiSoedjono A. Y. Informasi pribadiLahir(1913-10-22)22 Oktober 1913Yogyakarta, Hindia BelandaMeninggal29 Februari 1988(1988-02-29) (umur 74)Yogyakarta, IndonesiaKebangsaanIndonesiaPartai politikPNIAlma materRechtshoogeschool te BataviaSunting kotak info • L • B Kangjeng Pangeran Haryo Soedarisman Poe...

 

For the siege and capture of Ascalon in 1153, see Siege of Ascalon. 1099 final battle of the First Crusade Battle of AscalonPart of the First CrusadeBataille d'Ascalon, 12 août 1099 (oil on canvas by Jean-Victor Schnetz, 1847), Salles des Croisades, Palace of VersaillesDate12 August 1099LocationAscalon, Fatimid Caliphate31°40′14″N 34°33′29″E / 31.67056°N 34.55806°E / 31.67056; 34.55806Result Crusader victory[1] Fatimid army retreats to Egypt End of...

 

Palais des Blachernesτὸ ἐν Βλαχέρναις ΠαλάτιονVue depuis l'intérieur des murs de la ville d'une partie du palais byzantin des Blachernes.PrésentationType PalaisCivilisation Empire byzantinDestination initiale Résidence des basileusStyle Architecture byzantineLocalisationPays Empire byzantinCommune ConstantinopleEmplacement IstanbulCoordonnées 41° 02′ 02″ N, 28° 56′ 25″ E Géolocalisation sur la carte : Turquie Géolocali...

Quasiparticle in condensed matter physics For the fictional particle, see Polaron (fictional particle). Not to be confused with Polariton. Condensed matter physics PhasesPhase transitionQCP States of matterSolidLiquidGasPlasmaBose–Einstein condensateBose gasFermionic condensateFermi gasFermi liquidSupersolidSuperfluidityLuttinger liquidTime crystal Phase phenomenaOrder parameterPhase transitionQCP Electronic phasesElectronic band structurePlasmaInsulatorMott insulatorSemiconductorSemimetalC...

 

此條目可参照英語維基百科相應條目来扩充。 (2021年5月6日)若您熟悉来源语言和主题,请协助参考外语维基百科扩充条目。请勿直接提交机械翻译,也不要翻译不可靠、低品质内容。依版权协议,译文需在编辑摘要注明来源,或于讨论页顶部标记{{Translated page}}标签。 约翰斯顿环礁Kalama Atoll 美國本土外小島嶼 Johnston Atoll 旗幟颂歌:《星條旗》The Star-Spangled Banner約翰斯頓環礁�...

 

British multi-role combat aircraft of WW2 DH.98 Mosquito Mosquito B Mk IV Series 2 Role Light bomber Fighter-bomber Night fighter Maritime strike aircraft Photo-reconnaissance aircraft Type of aircraft National origin United Kingdom Manufacturer de Havilland First flight 25 November 1940[1] Introduction 15 November 1941[2] Retired 1963 Status Retired Primary users Royal Air Force Royal Canadian Air Force Royal Australian Air Force United States Army Air Forces Produced 19...

Mountain spire in the state of Montana Bears ToothThe Bears ToothHighest pointElevation11,920 ft (3,630 m)[1]Prominence315 ft (96 m)[1]Coordinates45°03′46″N 109°33′45″W / 45.06278°N 109.56250°W / 45.06278; -109.56250[2]GeographyBears ToothLocation in MontanaShow map of MontanaBears ToothLocation in the United StatesShow map of the United States LocationCarbon County, Montana, U.S.Parent rangeBeartooth Mountai...

 

American diplomat Charles Denby, circa 1904 Colonel Charles Denby (June 16, 1830 – January 13, 1904) was a U.S. Union officer in the Civil War and diplomat. He was the father of Edwin C. Denby, a U.S. Representative from Michigan, and later Secretary of the Navy, and Charles Denby, Jr., a diplomat. Family and early life Denby was born in Mount Joy in Botetourt County, Virginia to Nathaniel Denby and Sarah Jane Harvey. Denby's maternal grandfather, Mathew Harvey, was a soldier in Lee's L...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: 2021 Zavarovalnica Sava Portorož – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2021) Tennis tournament2021 Zavarovalnica Sava PortorožDate13–19 SeptemberEdition7thCategoryWTA 250Draw32S / 24Q / 16DPrize money$235,238SurfaceHardLocatio...

Geographical district between Jerusalem and the Shfela in Israel Neve Ilan television studios in the Jerusalem corridor The Jerusalem corridor (Hebrew: פרוזדור ירושלים, Prozdor Yerushalayim) is an area between Jerusalem and the Shephelah in Israel. Its northern border is the old road to Jerusalem; its southern border, the Elah Valley; and its western border, Sha'ar HaGai/Bab el-Wad and the road to Beit Shemesh. The largest towns in the Jerusalem corridor are Beit Shemesh, Mevass...

 

American baseball player (born 1996) Baseball player Jarren DuranDuran in 2019Boston Red Sox – No. 16OutfielderBorn: (1996-09-05) September 5, 1996 (age 27)Corona, California, U.S.Bats: LeftThrows: RightMLB debutJuly 17, 2021, for the Boston Red SoxMLB statistics (through June 21, 2024)Batting average.265Home runs20Runs batted in101Stolen bases52 Teams Boston Red Sox (2021–present) Medals Men's baseball Representing  Mexico World Baseball Classic 2023 Miami Team J...

 

  提示:此条目页的主题不是香港青年協會李兆基書院。 本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目需要补充更多来源。 (2018年10月28日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:香港兆基創意書院 — 网页、新闻、书籍、学术、图�...

Church cantata by Johann Sebastian Bach Schwingt freudig euch emporBWV 36Church cantata by J. S. BachThomaskirche, LeipzigRelatedbased on 36cOccasionFirst Sunday in AdventCantata textPicander?Chorale Nun komm, der Heiden Heiland Wie schön leuchtet der Morgenstern Performed2 December 1731 (1731-12-02): LeipzigMovements8VocalSATB choir and soloInstrumental2 oboes d'amore2 violinsviolacontinuo Johann Sebastian Bach composed the church cantata Schwingt freudig euch empor (Soar joy...

 

座標: 北緯40度02分14秒 東経94度48分15秒 / 北緯40.03722度 東経94.80417度 / 40.03722; 94.80417 莫高窟(中華人民共和国) 莫高窟英名 Mogao Caves仏名 Grottes de Mogao登録区分 文化遺産登録基準 (1),(2),(3),(4),(5),(6)登録年 1987年公式サイト 世界遺産センター(英語)地図 使用方法・表示 莫高窟(ばっこうくつ、拼音: Mògāo kū)は中華人民共和国甘粛省敦煌市の近郊にある�...