ივანე მაჭავარიანი (დ. 11 თებერვალი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე. ვიცე-პრემიერი 2021 წლის 25 თებერვლიდან გადადგომამდე.
ბიოგრაფია
ივანე მაჭავარიანი დაიბადა 1974 წლისს 11 თებერვალს ქალაქ თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის წოდება ეკონომიკისა და მენეჯმენტის დარგში, უნივერსიტეტი დაამთავრა 1996 წელს. პროფესიული კარიერა დაიწყო 1997 წელს, კომპანია „ჯეოსელში“, სადაც 1997-2000 წლებში იყო ფინანსური განყოფილების სპეციალისტი, 2000 წელს კი იყო ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2001-2006 წლებში კომპანია „ჯეოსელის“ ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამენტის მენეჯერი. 2006-2013 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობას. იგი „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას 2013-2018 წლებში იკავებდა, მან ამ კომპანიაში 21 წლის განმავლობაში იმუშავა, 2018 წლის 12 ივლისიდან იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2021 წლის 25 თებერვალს დაინიშნა ვიცე-პრემიერად (ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში).[1] მინისტრის თანამდებობიდან გადადგა 2021 წლის 31 მარტს.[2]
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
| |
‡ 2017 წელს გაუქმდა ან შეერწყა სხვა სამინისტროს |
|
|
---|
|
| |
‡ 2021 წელს გადაკეთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ |
|