სოფლის ისტორიული სახელწოდებაა ქორეისუბანი. წყაროებში ის ასევე მოიხსენიება ქორაისუბნის, ქორეთისუბნის და ქორენისუბნის დასახელებით. გვიან ფეოდალურ ხანაში სოფელი ჭილაძეთა საგვარეულოს სენიორიის — საჭილაოს ნაწილი იყო. აქ მათ გუმბათიანი ეკლესიაც ააგეს. XVI საუკუნის შუა ხანებში ჯავახ ჭილაძეს ქორეისუბანი ბიჭვინთის ტაძრისთვის შეუწირავს. მომდევნო საუკუნეებში საჭილაოს რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე სხვა სოფლებთან ერთად ქორეისუბანი საცილო იყო იმერეთის მეფეებს და ოდიშ-გურიის მთავრებს შორის. საბჭოთა პერიოდში სოფელს ვაზისუბანი დაარქვეს. აქ იყო მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 476 ადამიანი.