ჯიქთუბანი — სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემი).
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 35 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი.
ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის I ნახევარში. შუა საუკუნეებში აქ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის ერთ–ერთი სასახლე იყო. სოფელი დგას XV საუკუნის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 208 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911 |
593 [2]
|
2002[3] |
273 |
127 |
146
|
2014[1] |
208 |
105 |
103
|
ლიტერატურა
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 85-87
სქოლიო