ჭაგანი — სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 50 მ, სამტრედიიდან 9 კმ. ჭაგანი მდებარეობს მდინარე ჭურთავას ხეობაში, გარშემო ესაზღვრება სოფლები: დიდი ჯიხაიში, ღანირი, დაბა კულაში. სოფელი ერთთავად ვაკეზეა გაშენებული, ამაღლებული ადგილები არ გვხვდება. მიწა ნესტიანია, კარგად ხარობს სიმინდი და ბამბუკი. სოფელში მდებარეობს მარიამ ღვთისმშობლის სახელობის XVIII-XIX საუკუნეში ხის მასალისგაან აგებული მთავარანგელოზის ეკლესია.
ისტორია
სოფლის წარმოშობაზე ბევრი ვერსია არსებობს. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართულენოვან ჩანაწერებში მოხსენებულია, როგორც ტაო-კლარჯეთში ქართულ ნასოფლარ ჭანთჭალიდან დევნილი წარჩინებულების სამფლობელოდ. სავარაუდოა, რომ მათი შთამომავლებია ის ჭანთჭალელიშვილები (ჭანჭალეიშვილი), რომლებიც დღესაც ცხოვრობენ სოფლის ტერიტორიაზე. სოფელში ასევე მრავლად არიან: ქაჯაიები, ყლარჯეიშვილები, არველაძეები, მანჯგალაძეები, ხვიჩიები, კანდელაკები და სხვები. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 483 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[3] |
2475 |
|
|
2002[4] |
653 |
297 |
356
|
2014[1] |
483 |
232 |
251
|
ლიტერატურა
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ. 42-45
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ. 42
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II