ნაბაკევი — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კვირიკე, ნინუაკუთხე, ჩხენიში, ხუნჯულაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 35 მეტრი, სამტრედიიდან 5 კილომეტრი. სოფელში დგას XV საუკუნის ჯვარცმის ეკლესია. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში.
განათლება
1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც მოთავსებული იყო ერთსართულიანი ხის ექვსოთახიან შენობაში, ახლად გახსნილ სკოლაში მუშაობდა 5 მასწავლებელი. 1931 წლიდან მიენიჭა რევოლუციონერის, ვანო სტურუას სახელი. 1937 წლიდან დაწყებითი სკოლა გადაკეთდა 7 წლიან სკოლად. 1942 წლიდან 7 წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1948 წლიდან საშუალო სკოლა კვლავ გადაკეთდა 8 წლიან სკოლად, ხოლო 1952 წლიდან ისევ საშუალო სკოლად.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 423 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
564 |
263 |
301
|
2014[1] |
423 |
197 |
226
|
ლიტერატურა
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 55-58
სქოლიო