ბუღნარა — სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების თემი), მდებარეობს იმერეთის სამხრეთი მთისწინეთის ზონაში, მდინარე ხევისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 15 მეტრზე, სამტრედიიდან დაშორებულია 19 კილომეტრით., ტოლებიდან 1 კმ, ქვემო ნოღადან 1 კმ.
ისტორია
სოფელში განვითარებული იყო კრამიტის წარმოება.[2] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 249 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
348 |
174 |
174
|
2014[1] |
249 |
125 |
124
|
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, , 1997. — გვ. 511.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 108-111
სქოლიო