ჭოგნარი, ჭოკნარი — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემში. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 120 მეტრი, სამტრედიიდან 15 კილომეტრი, საჯავახოდან 4 კმ. სოფელში გადის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზა. სოფელში არის საბაზო (ცხრაწლიანი) სკოლა.
ისტორია
სახელწოდება აღნიშნავს ტყეს, სადაც იჭრება გრძელი და წვრილი ჭოკი/ჭოგი/ჭოლოკი.[2]სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. სოფელში იდგა სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია[3]. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეხილეობა და მეცხოველეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
489 |
219 |
270
|
2014[1] |
362 |
169 |
193
|
ლიტერატურა
სქოლიო