|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიკე.
|
კორმაღალი (2013 წლამდე კვირიკე) — სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 160 მეტრი, სამტრედიიდან 18 კმ., გორმაღალიდან 2 კმ.
ისტორია
სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში, გომმუხაყრუას თემში როგორც ორი სხვადასხვა სოფელი, კვირიკე და კორმაღალი. კორმაღალში იდგა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, კვირიკეში წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია [2] 1885 წელს სოფლის მკვიდრმა მედავითნე მოსე თევზაძემ გახსნა კორმაღალის სამრევლო სკოლა.[3] დროთა განმავლობაში ორი სოფელი შეერყა ერთმანეთს და ეწოდებოდა კვირიკე. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა გომის მებოსტნეობა-მერძევეობის მეურონეობა. 2013 წლის 25 ივნისს ეწოდა კორმაღალი[4].
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 221 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[5] |
398 |
188 |
210
|
2014[1] |
221 |
111 |
110
|
ლიტერატურა
სქოლიო