გივი ბოლოთაშვილი (დ. 5 მარტი, 1940, გორი — გ. 25 ივნისი, 2023) — ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1969 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.
1969-2005 წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1969-1970 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ლაბორანტია. 1970-1975 წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, ხოლო 1975-1982 წწ. — უფროსი მასწავლებელი; 1981-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1982 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი.
1996-1999 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
რესურსები ინტერნეტში