ბაში — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის ნაპირზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 21 კილომეტრი, იანეთიდან 12 კმ.
ისტორია
XX საუკუნეში ბაშის თემი მოიცავდა უბნებს: შუა ბაშს (თემის ცენტრი), ზედა ბაშს, ქვედა ბაშს, მეორე ეწერბაშს, პირველ ეწერბაშს. ამჟამად ხუთი დასახლებული პუნქტი გაერთიანდა ერთ სახელწოდებაში და ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მოიხსენიება, როგორც სოფელი ბაში.[2]
1926 წლისთვის ბაშის თემის სამი სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 2924 ადამიანს. სოფელში აშენებული იყო სამხედრო აეროდრომი. 1985 წელს ბაშში დაარსდა საბრძოლო დიდების მუზეუმი.[3]
სოფელი მდიდარია ისტორიული ადგილებით. გამორჩეული ადგილებია: ბაშის ტირიფობის სახელობის ეკლესია, ბაშის ამაღლების სახელობის ეკლესია ეწერბაშში, შუა ბაშის უქთამურის ეკლესია, ქვედა ბაშის წიფნარის ეკლესია, ქაშვეთის ამაღლების ეკლესია ეწერბაშში.
დემოგრაფია
სოფელ ბაშში გავრცელებული გვარებია: ბაშელეიშვილი, აბულაძე, ახვლედიანი, გერაძე, გეგუჩაძე, გველესიანი, გოდუაძე, გოცირიძე, გურგენიძე, დვალიშვილი, აშაკიძე, თადუმაძე, თათეიშვილი, თედორაძე, თვალავაძე, იაშვილი, კაკაბაძე, კალანდაძე, კაშია, კაშმაძე.[4]
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 264 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
1250 |
- |
-
|
ლიტერატურა
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, , 2019.
სქოლიო