ალბერტ ინდუაშვილი (დ. 12 მაისი, 1962, სოფ. ურბნისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქარელის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
რესურსები ინტერნეტში