აზიის ფაუნა — აზიის კონტინენტზე, მის მიმდებარე ზღვებსა და კუნძულებზე აღმოჩენილი ყველა ცხოველი. დასავლეთ ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივი ბიოგეოგრაფიული საზღვარი არ არსებობს, ამიტომ ტერმინი „აზიის ფაუნა“ გარკვეულწილად გაუგებარია.ზომიერი აზია არის პალეარქტიკის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი (რომელიც, თავის მხრივ, ჰოლარქტიკის ნაწილია), ხოლო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის ინდომალაის სამეფოს (ადრე მას აღმოსავლეთის რეგიონს უწოდებდნენ). აზია გამოირჩევა ჰაბიტატების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით ნალექების, სიმაღლის, ტოპოგრაფიის, ტემპერატურისა და გეოლოგიური ისტორიის მნიშვნელოვანი ცვლილებებით, რაც აისახება მისი ველური ბუნების სიმდიდრეზე.
აზიის ველური ბუნების წარმოშობა
აზიის ფაუნის ფორმირება მეზოზოურ ერაში დაიწყო ლავრაზიის სუპერკონტონენტის გახლეჩით. აზია აერთიანებს უძველესი სუპერკონტინენტის ლავრაზია და გონდვანას ელემენტებს. გონდვანას ელემენტები შემოიტანეს აფრიკიდან და ინდოეთიდან, რომლებიც გონდვანას დაშორდნენ დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ. ბოლო გამყინვარების პერიოდში გამყინვარებამ და ადამიანთა ემიგრაციამ გავლენა მოახდინა აზიის ფაუნის გავრცელებაზე. ევრაზია და ჩრდილოეთ ამერიკა არაერთხელ დააკავშირა ბერინგის სახმელეთო ხიდმა, რის გამოც მათი ძუძუმწოვრებისა და ფრინველთა ფაუნა ერთმანეთის მსგავსია. მრავალმა ევრაზიულმა სახეობამ გადაინაცვლა ჩრდილოეთ ამერიკაში. უფრო ნაკლები ჩრდილოეთ ამერიკის სახეობა გადავიდა ევრაზიაში. აზიისა და ამერიკის ტუნდრასა და ტაიგაში გვხვდება ცხოველთა საერთო გვარები და სახეობები: ჩრდილოეთის ირემი, ლოსი, ლემინგი და სხვ., სამხრეთ განედებში-ამერიკული ჯგუფები: ტაპირები, ჩხრიალა გველები, ალიგატორები და სხვ. ეს მოვლენა ადასტურებს, რომ ამ ორ კონტინენტს შორის პლეისტოცენში სახმელეთო კავშირი არსებობდა.[2]
სამხრეთ-დასავლეთ აზიაშიხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე მიწებზე მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აუზის ეკორეგიონები, რომლებიც ერთად ქმნიან მსოფლიოში უდიდეს და მრავალფეროვან რეგიონს ხმელთაშუა ზღვის კლიმატით. მისთვის დამახასიათებელია ძირითადად ზომიერი წვიმიანი ზამთარი და ცხელი მშრალი ზაფხული. ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტყეების, სატყეო მასივებისა და ბუჩქების მოზაიკაში ერთობლივად 13 000 ენდემური სახეობაა. ხმელთაშუა ზღვის აუზი ასევე ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფი ბიოგეოგრაფიული რეგიონია მსოფლიოში; თავდაპირველი სახით მხოლოდ მცენარეული საფარის 4 %-ია შემორჩენილი. ადამიანის საქმიანობამ, მათ შორის ტყეების გაჩეხვამ და მიწების საძოვრად გამოყენებამ, სოფლის მეურნეობის განვითარებამ და ურბანიზაციამ მოახდინა რეგიონის დიდი ნაწილის დეგრადაცია. ორგანიზაცია Conservation International-მა ხმელთაშუა ზღვის აუზი გამოაცხადა მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე ცხელ წერტილად.
შუა აღმოსავლეთის უდაბნოები
უდაბნოების დიდი სარტყელი, არაბეთის უდაბნოს ჩათვლით, ჰყოფს პალეარქტიკულ, აფროტროპულ და ნამდვილ აზიურეკორეგიონებს. ეს დიაგრამა მოიცავს პალეარქტიკის რეგიონის ამ უდაბნოს ეკორეგიონებს. სხვა ბიოგეოგრაფები განსაზღვრავენ საზღვარს სამეფოებს შორის, როგორც გარდამავალ ზონას ჩრდილოეთით მდებარე უდაბნოების ეკორეგიონებსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ეკორეგიონებს შორის, რომელიც უდაბნოებს ათავსებს აფროტროპიკულ რეგიონში, ზოგი კი საზღვარს უდაბნოს შუა ნაწილში ავლებს. გაზელი, ორიქსი, ქვიშის კატები და მოხვეულ კუდიანი ხვლიკები უდაბნოში ადაპტირებული სახეობებია, რომლებიც გადარჩნენ ამ ექსტრემალურ პირობებში. მრავალი სახეობა, როგორიცაა ზოლებიანი აფთარი, ტურა და თაფლის მაჩვი, ამ რაიონში გადაშენდა ნადირობის, ადამიანების შემოჭრის და ჰაბიტატების განადგურების გამო. სხვა სახეობების აღდგენა წარმატებით მოხერხდა, მათგან აღსანიშნავია გადაშენების პირას მყოფი არაბული ორიქსი და ქვიშის გაზელი.
ცენტრალურ აზიასა და ირანის პლატოზე მდებარეობს მშრალი სტეპური მდელოები და უდაბნოს აუზები, მთის ტყეები, ტყის მასივები. აზიის სამხრეთ ნაწილში, პალეარქტიკის საზღვარი ძირითადად მაღლივია. ჰიმალაის მთისწინეთის საშუალო სიმაღლე 2000–2500 მეტრამდეა და ქმნის საზღვარს პალეარქტიკისა და ინდომალაიასეკორეგიონებს შორის. დასავლეთ აზიაში ბინადრობს კავკასიური ირემი, შველი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა, მაჩვი, ციყვი, კოდალა, ჩხიკვი, სტვენია ხოხობი. მაღალ მთებში გვხვდება ჯიხვი, ნიამორი, მუფლონი, არჩვი, შურთხი და სხვ. ცენტრალური აზიის ზეგანებზე გვხვდება აზავერი (იაკი), ანტილოპები ადა და ორონგო, არხარი (მთის ცხვარი), ციმბირული გარეთხა, წითელი მგელი, ირბისი, წითელი ზაზუნა, ტიბეტური კურდღელი. ფრინველებიდან-მთის ბატი, კუმაი, ტიბეტური საჯა.
აზია ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მტკნარ ეკორეგიონს, მათ შორის რუსეთის მდინარეებს, რომლებიც ჩაედინება არქტიკის, შავ და კასპიის ზღვებში, ციმბირისბაიკალის ტბაში, პლანეტის უძველესი და ღრმა ტბა, ხანკის ტბა და ბივას ტბა იაპონიაში, დონტინგის ტბა, ტაის ტბა და პოიანგის ტბა ჩინეთში. ჩინეთის მდინარეებში ბინადრობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის გოჭები და ბაიცზი. ასევე არის რამდენიმე აზიური ტბა მარილიანი ან ოდნავ მლაშე წყლით და თავისებური ფაუნით (კასპიის ზღვა, ბალხაშის ტბა, არალის ზღვა, ისიკ-ქული, ცინგაის ტბა). სამხრეთ აზია განსაკუთრებით მდიდარია მტკნარი წყლის ფაუნით, სადაც ბინადრობს მსოფლიოში თევზის 10 % (2000-ზე მეტი სახეობა). გავრცელებულია შუბლფართო თევზისებრნი, ტლუ თევზისებრნი, რომლებიც მხოლოდ ბაიკალის ტბაში იცის.
საზღვაო ფაუნა
ხმელთაშუაზღვისა და ატლანტის ოკეანის ფაუნებს შორის არსებობს დიდი მსგავსება და ურთიერთობები. ხმელთაშუა ზღვის ღრმა ფაუნა არ განსხვავდება და შედარებით ღარიბია. ორივე მესინის მარილიანობის კრიზისის შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგია.[6] სახეობების შეჭრა ინდოეთის ოკეანეში დაიწყო სუეცის არხით. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი არის მდიდარი ბიოგეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს აზიის ზღვების უმეტეს ნაწილს, მათ შორის ინდოეთის ტროპიკულ ოკეანეს, დასავლეთ და ცენტრალურ წყნარ ოკეანეს და ინდონეზიის საერთო ტერიტორიის ორ რეგიონს შორის დამაკავშირებელ ზღვებს (ეს არ მოიცავს ინდოეთის ოკეანის ზომიერ და პოლარულ რეგიონებს). და წყნარი ოკეანეები, აგრეთვე ტროპიკული აღმოსავლეთ წყნარი ოკეანე, ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროების გასწვრივ, ასევე ცალკე საზღვაო რეგიონია.
ნიანგებიდან აღსანიშნავია ჭაობის ნიანგი, გარიალი, იგივე გავიალი თევზის მჭამელი ნიანგი, მალაური გარიალი ან სუნდა გარიალი-მტკნარი წყლის ნიანგი, მლაშე წყლის ნიანგი. მრავალრიცხოვან გველებს შორის უფრო გავრცელებულია კუდფარიანი გველები (მელანოფიდიუმი, პლექტრეუსი, რინოფიზი, უროპელტისი), ზღვის გველები, ასპიტისებრნი (მეფე კობრა, კრაიტი, კალიოფისი, ნამდვილი კობრა, სათვალიანი ანუ ინდური კობრა, ეგვიპტის უდაბნოს კობრა), გველგესლასებრნი (აზემიოპები, დაბოია, სამხრეთ აზიის ხის გველები, ეფა, ცეილონის ფარსახიანი გველი, შხამიანი პროტობოტრობსი, კუფია, ოვოპისი, ფსევდოცერასტები და ა.შ.), ანკარასებრნი (აგამურა, ტყის ზოლიანი ანკარა, ბოიგა, ჯუჯა გველი, ცერბერი, შავი გველი, წყლის გველი, ლიკოდონი, აზიური მოლუსკის მჭამელი ვაგლერა, ბრმა გველი და სხვა).
ამფიბიებიდან გავრცელებულიაოთხთითა ტრიტონისებრნი.ხვლიკებში შედის გეკები (აგამურა, ალოფილაქსი, ასაკკუსი, კალოდაქტილოდები, გირტოდაქტილი, ქონდროდაქტილი, კნემასპი, ცირტოპოდიონი, დიქსონიუმი, გეჰირა, გეკო, გონიდაქტილი, ჰემიდაქტილუსი, ჰემიპილოლოდოდელიდოდაქტილუსი, ლემიდაქტილუსი. ასევე გვხვდება დაახლოებით 100 სახეობის კუ: რუსული კუ, ინდოეთის ბაქნიანი კუ, ბათაგური, ასპიდერეთი, ჩინემია, ჩიტრა, ცისტოკლმემი, კუორა, გეოჩელონი, ქეოსემი, ინდოტესტუდო, მაურემი, პანგშურა, პელოჩელისი, რაფეტუსი, საკალია, დიდთავა კუსებრნი და სხვა.
მთელ აზიაში, ველური ბუნების პოპულაციები და ჰაბიტატები განადგურებულია ცუდად კონტროლირებადი სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ექსპლუატაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების (კაშხლების, გზებისა და ტურისტული ობიექტების მშენებლობა) და ისეთი უკანონო საქმიანობის გამო, როგორიცაა ბრაკონიერობა და უკანონო ხის ჭრა. შედეგი არის ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და საარსებო წყაროს განადგურება. ველური ბუნების განურჩევლად გამოყენებამ, სიღარიბის, მოსახლეობის ზრდისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ზეწოლის ტალღა შექმნა ბუნებრივ ეკოსისტემებზე. კერძოდ, ჩინეთის შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა ამცირებს ბუნებრივი რესურსების მიწოდებას მთელ რეგიონში[7]სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიას ტყეების ყველაზე მაღალი ფარდობითი ტროპიკული რეგიონი აქვს და 2100 წლისთვის მან შეიძლება დაკარგოს ორიგინალური ტყის სამი მეოთხედი და ბიომრავალფეროვნების 42 %.[8] სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება, სავარაუდოდ ყველაზე მეტადაა საფრთხის ქვეშ. ტყეების გაჩეხვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელთან, მზარდ ნადირობასა და სხვა მრავალ საფრთხეებთან ერთად.[9]
↑ 2.02.1C.B.Cox, P.D.Moore, Biogeography: An Ecological and Evolutionary Approach. Wiley-Blackwell, 2005
↑Price, T. D., J. Zee, K. Jamdar, and N. Jamdar. 2003. Bird species diversity along the Himalaya: a comparison of Himachal Pradesh with Kashmir J. Bombay Nat. Hist. Soc. 100:394–410
↑Helgen, K.M., Groves, C.P. Biodiversity in Sri Lanka and the Western Ghats. Science, vol 308, 8.apr. 2005
↑R.J.Whittaker, J.M.Fernández-Palacios, Island Biogeography. Ecology, evolution, and conservation. Oxford University Press, 2007
↑C.C.Emig, P.Geistdoerfer, The Mediterranean deep-sea fauna: historical evolution, bathymetric variations and geographical changes, Carnets de Géologie / Notebooks on Geology, 2004
↑Fauna & Flora International in the Asia-Pacific region
↑N.S. Sodhi et al., Southeast Asian biodiversity: an impending disaster. Trends in Ecology& Evolution, Vol.19, Issue 12, 2004
↑Hughes, A. (2017) Understanding the drivers of Southeast Asian biodiversity loss, Ecosphere. 10.1002/ecs2.1624