18 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-18 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 347 დღე (ნაკიან წელში - 348).
დღის მოვლენები
- 1535 : ფრანსისკო პისარომ პერუს დედაქალაქი ლიმა დააარსა.
- 1778 : ჯეიმზ კუკმა ჰავაის კუნძულები აღმოაჩინა და „სენდვიჩის კუნძულები“ დაარქვა.
- 1861 : ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, სოფელ შალის მახლობლად, რამდენიმე ასეული შეუიარაღებელი და მშვიდობიანი ადამიანი მათი მოძღვრის, ქუნტა-ჰაჯის რუსული ტყვეობიდან განთავისუფლებას ითხოვდა. მათ რუსეთის საიმპერატორო ჯარი იარაღით გაუსწორდა და გაჟლიტა, ამ მოვლენას ეწოდება შალის ჟლეტა, ან შალის საქმე.
- 1861 : ჯორჯია კონფედერაციას უერთდება.
- 1871 : შეიქმნა გერმანიის იმპერია.
- 1871 : ვილჰელმ I ხდება გერმანიის პირველი იმპერატორი.
- 1896 : რენტგენის მანქანა პირველად იქნა სახალხოდ გამოფენილ.
- 1919 : პირველი მსოფლიო ომი : პარიზის მშვიდობის კონფერენცია გაიხსნა ვერსალში, საფრანგეთი.
- 1919 : ბენტლი მოტორსი დაფუძნდა.
- 1939 : ლუი არმსტრონგი წერს ალბომს „ჯიპერს კრიპერს“ (Jeepers Creepers).
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი — სსრკ საინფორმაციო სააგენტომ ვერმახტის მიერ ლენინგრადის ალყა მოხსნილად გამოაცხადა.
- 1943 : ვარშავის გეტოს ებრაელების პირველი აჯანყება ნაცისტების წინააღმდეგ.
- 1944 : მეტროპოლიტენის ოპერის სახლი ნიუ-იორკში პირველად მართავს ჯაზის კონცერტს ლუი არმსტრონგის, ბენი გუდმანის, ლაიონელ ჰემპტონის, არტი შოუს, როი ელდრიჯის და ჯეკ ტიგარდენის შესრულებით.
- 1945 : სსრკ წითელმა არმიამ ნაცისტებისგან ბუდაპეშტის გეტო გაათავისუფლა.
- 1995 : სამხრეთ საფრანგეთში ვალონ-პონ-დარკთან აღმოჩენილ იქნა მღვიმეთა ქსელი, რომელშიც 20 000 წლის კედლის მხატვრობა და ტვიფრები დაფიქსირდა.
- 2009 : რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მოსკოვში უკრაინისთვის გაზის მიწოდების განახლებაზე შეთანხმდნენ.
- 2011 : აშშ-ის პოლიტოკოსი სარჯენთ შრაივერი, მშვიდობის კორპუსის პირველი დირექტორი, გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.
- 2022 :
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: