ვაჰრამ ქამერის ძე ფაფაზიანი (სომხ. Վահրամ Փափազյան; დ. 6 იანვარი/18 იანვარი, 1888, კონსტანტინოპოლი — გ. 5 ივნისი, 1968, ლენინგრადი) — სომეხი მსახიობი. სომხეთის სსრ (1933), აზერბაიჯანის სსრ (1935) და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1956). ლენინის ორდენის (1967) კავალერი.
ბიოგრაფია
სასცენო განათლება მიიღო იტალიაში (ვენეცია და მილანი), სადაც გამოდიოდა ე. დუზეს, ე. ნოველის, ე. ცაკონის, ჯ. გრასოს და სხვა დასებში. 1907–1922 წლებში მუშაობდა სტამბოლის სომხურ თეატრებში. 1922 წლიდან ცხოვრობდა სსრკ-ში. 1922–1953 წლებში მოღვაწეობდა ერევნის, თბილისის, ბაქოს, ლენინგრადის, სომხურ და რუსულ დასებში. 1954 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხურ თეატრში იყო. საუკეთესო როლები: ოტელო, ჰამლეტი, რომეო, მაკბეთი (შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „მაკბეთი“), არბენინი (ლერმონტოვის „მასკარადი“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), მეკ-გრეგორი (საროიანის „ჩემი გული მთებშია“). დაჯილდოვდა ლენინის ორდენითა და მედლებით.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა