ალექსი ივანეს ძე აბრიკოსოვი (რუს. Алексей Иванович Абрикосов; დ. 6 (18) იანვარი, 1875, მოსკოვი — გ. 9 აპრილი, 1955, იქვე) — საბჭოთა პათოლოგანატომი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა (1939) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944) აკადემიკოსი. სოციალისტური შრომის გმირი (1945). სკკპ წევრი 1939 წლიდან.
ბიოგრაფია
1899 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, 1920-1953 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი. 1944-1951 წლებში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნორმალური და პათომორფოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი. 1938 წლიდან მოსკოვის პათოლოგთა საზოგადოების ორგანიზატორი და საპატიო თავმჯდომარე. შეისწავლა ფილტვის ტუბერკულოზის საწყის სტადიაზე ფილტვებში მომხდარი მორფოლოგიური ცვლილებები, აღმოაჩინა კუნთოვანი სიმსივნის ახალი სახეობა — მიობლასტომიომა („აბრიკოსოსვის სიმსივნე“), მოგვცა ქსოვილის ალერგიული რეაქციების მორფოლოგიური დახასიათება და სხვა.
იყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1942). დაჯილდოვებული იყო 2 ლენინის ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
სქოლიო