შყალერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემი (სოფლები: იენაში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი).[2] მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე, მესტიიდან 9,5 კმ, იენაშიდან 1,5 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 52 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
38 |
20 |
18
|
2014[1] |
52 |
20 |
32
|
ლიტერატურა
სქოლიო