ლახირი[2][3] (სვან. ლახირ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში (სოფლები: არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ჭოლაში).[4] მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მ, მესტიიდან 11 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 83 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
165 |
85 |
80
|
2014[1] |
83 |
43 |
40
|
ლიტერატურა
სქოლიო