ბოგრეში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში (სოფლები: ადიში, ბოგრეში, ზეგანი, ნაკიფარი).
მდებარეობს უღვირ-ზაგარის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარეების ადიშჭალისა და ენგურის შესართავთან. ზღვის დონიდან 1700 მ, მესტიიდან 25 კმ. სოფელში გადის მესტია-უშგულის გზა. სოფელში დგას ფუთა დადეშქელიანის კოშკი.
ისტორია
2019 წლის 15 აგვისტოს თსუ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა[2][3].
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 79 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
128 |
60 |
68
|
2014[1] |
79 |
38 |
41
|
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო