ლეზგარა[2][3] (სვან. ლეზგარა) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის თემი (სოფლები: ლაბსყალდი, ლეზგარა, მაგარდელი, სვიფი, ტვიბერი, ღვებალდი).[4] მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1380 მ, მესტიიდან 19 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 41 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
72 |
34 |
38
|
2014[1] |
41 |
21 |
20
|
ლიტერატურა
სქოლიო