იენაში — სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემის ცენტრი (სოფლები: იენაში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი).[2] მდებარეობს მდინარე მულხრის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1360 მეტრი, მესტიიდან 9 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 227 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
605 |
285 |
325
|
2014[1] |
227 |
115 |
112
|
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო