ჟიბიანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).
ეტიმოლოგია
ჟიბიანი სვანურად ნიშნავს ზემო სოფელს.
მდებარეობა
ჟიბიანი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
164 |
76 |
88
|
2014[1] |
87 |
43 |
44
|
ღირსშესანიშნაობები
ჟიბიანში დგას სამი ეკლესია. შუა საუკუნეების მაცხოვრის სახელობის ეკლესია დგას სოფელში ერთადერთ ხიან ადგილას. ეკლესია ბაზლიკის ტიპისაა, აღმოსავლეთით გამოყოფილი აქვს საკურთხევლის აფსიდი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.
სოფელის განაპირას დგას წმინდა გიორგის ეკლესია „ჯგრაგ”. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებისაა, ბაზილიკის ტიპის. ეკლესიას გარს არტყია გალავანი.
სოფლის ჩრდილოეთით დგას სვანეთის დიდი სალოცავი - უშგულის ლამარია.
გალერეა
სქოლიო