დევრა[2][3] (სვან. დეუ̂რა) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: დევრა, ზემო მარღი, ლარილარი, ლახამი, ლეკულმახა, ლეწფერი, სგურიში, ტიტა, ქვემო მარღი, ყარი).[4]
მდებარეობს კოდორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ნენსკრის ხეობაში, მდინარეების დევრისა და ნენსკრის შესართავთან, ზღვის დონიდან 1020 მეტრზე. მესტიიდან დაშორებულია 87 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
58 |
25 |
33
|
2014[1] |
36 |
19 |
17
|
ლიტერატურა
სქოლიო