ვიჩნაში — სოფელი საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), მესტიის მუნიციპალიტეტში (კალის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1760 მ-ზე, მესტიიდან 35 კმ-ის დაშორებით.
სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ბარბარეს ეკლესია. ნაგებია ნაძვის ხის მორებით. კარი სამხრეთიდან აქვს, გადახურულია ფიქლით. აშენების თარიღი უცნობია. სოფელში შემორჩენილია 3 კოშკის ნანგრევები, დაზიანებული დარბაზ-მაჩუბები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
30 |
15 |
15
|
2014[1] |
18 |
10 |
8
|
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8662
სქოლიო