ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
1973-74 წლების სეზონიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში შედის რეიტინგული შეჯიბრებების სიაში. ამჟამად ჩემპიონატი ტარდება თეატრ კრუსიბლში (ინგლ.Crucible Theatre), შეფილდში (ინგლისი). ეს ტურნირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრესტიჟულობის, რეიტინგული ქულებისა და ფულადი ჯილდოს მიხედვით. ის იმართება ყოველწლიურად სეზონის მიწურულს[2][3].
ისტორია
ადრეული წლები
მიუხედავად იმისა, რომ სნუკერის თამაში დაიწყეს დაახლოებით 1870-იან წლებში, ოფიციალურად მისი წესები დამტკიცდა ბილიარდის ორგანიზაცია Billiard Association & Control Club-ის მიერ (მოგვიანებით — Billiard Association & Control Council (BA & CC)) 1919 წელს. ინგლისური ბილიარდი იმ დროს საბილიარდო თამაშების დომინანტური სახესხვაობა იყო, ამიტომაც სნუკერის რეგიონალური ტურნირების ორგანიზაციის იდეა მხოლოდ 1920-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მრავალ პროფესიონალ მოთამაშეს ესმოდა თამაშის პოტენციალი, ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას. საბოლოოდ ამით უშუალოდ დაკავდა ბილ კამკინი, ბირმინგემში საბილიარდო კლუბების ქსელის მფლობელი. ბილმა და მისმა მეგობარმა, ჯო დეივისმა, ერთად შექმნეს და წარმოადგინეს BA & CC-ის პირველობის გამართვის გეგმა. მათი შემოთავაზება მიიღეს.
შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონატი გადაჰქონდათ სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ქვეყანა, რომელშიც ის იმართებოდა, უცვლელი იყო. ყველა გათამაშებაში, 1940 წლის ჩათვლით, გაიმარჯვა დეივისმა. გარდა ამისა, 1936 წელს მან გააკეთა პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სენჩერი-ბრეიკი. ჯოს ერთადერთი სერიოზული მოწინააღმდეგე იყო მისი უმცროსი ძმა ფრედი, რომელიც ჯომ 1940 წელს გადამწყვეტ ფრეიმში დაამარცხა.
უმეტეს შემთხვევაში ტურნირის ფორმატი იმ დროს ერთნაირი იყო: ის ტარდებოდა „ჩელენჯის“ სისტემით, ანუ წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად გადიოდა შემდეგის ფინალში, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მატჩების სერიის შედეგად ვლინდებოდა.
1941 წლიდან 1945 წლამდე ჩემპიონატი არ ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის გამო. ის განახლდა 1946 წელს და მისი გამარჯვებული ისევ ჯო დეივისი გახდა. მასვე ეკუთვნოდა ჩემპიონატის უდიდესი ბრეიკი, 136 ქულა, რომელიც მან გააკეთა ჰორეს ლინდრუმის წინააღმდეგ გამართულ ფინალურ შეხვედრაში. ამ გამარჯვებისთვის ინგლისელმა მიიღო 1000 ფუნტი სტერლინგი. იმ დროისთვის დეივისი უკვე 15-გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო (ყველა ტიტული ზედიზედ აიღო), მაგრამ 1946 წლის ჩემპიონატის შემდეგ მან შეწყვიტა ტურნირში მონაწილეობა. უფროსი ძმის წასვლის შემდეგ ფრედ დეივისი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებისთვის მზად იყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების პირველი მცდელობა მისთვის უშედეგოდ დამთავრდა. ფინალურ შეხვედრაში ის შეაჩერა შოტლანდიელმაუოლტერ დონალდსონმა. მიუხედავად ამისა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ დეივისი დომინირებდა: 1948 წლიდან 1957 წლამდე მან მოიგო რვა ტიტული, როდესაც მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე დონალდსონმა — მხოლოდ ერთი.
დაკნინება
1952 წელს სნუკერის საერთაშორისო ჩემპიონატების გამართვაში კრიზისი დაიწყო. მას სათავე დაუდო მოთამაშეებსა და მმართველ ორგანიზაცია BA & CC-ს შორის არსებულმა დიდმა უთანხმოებებმა, რის შედეგადაც გაიმართა ორი ჩემპიონატი: ერთი ВА & CC-ის მიერ ორგანიზებული, ხოლო მეორე — პროფესიონალი მოთამაშეების მიერ. პირველში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა სნუკერისტმა, რის შედეგადაც გამარჯვებული გახდა ავსტრალიელიჰორეს ლინდრუმი. მეორეში კი ითამაშეს დარჩენილმა პროფესიონალებმა. იქ ჩემპიონი გახდა ფრედ დეივისი. World Matchplay (ასე ერქვა იმ ტურნირს ოფიციალურად) მიიჩნიეს მსოფლიოს „ნამდვილ“ პირველობად. თუმცა, ის დიდხანს არ გაგრძელებულა და 1958 წელს შეწყვიტა არსებობა არაპოპულარულობისა და ფულის უკმარისობის გამო. World Matchplay-ის ბოლო ჩემპიონი გახდა ინგლისელიჯონ პულმანი, რომელმაც თავისი ტიტული 1957 წელს მოიპოვა.
1960-იანი და 1970-იანი წლები
1964 წელს ტურნირი კვლავ აღდგა „ჩელენჯის“ ფორმატში, უმეტესწილად რექს უილიამსის წყალობით, რომელმაც ერთი წლით ადრე მიაღწია BA & CС-თან შეთანხმებას. მაგრამ ჩემპიონატები იმართებოდა არარეგულარულად, ზოგჯერ წელიწადში რამდენიმეჯერ, რისი წყალობითაც პულმანმა ოთხ წელიწადში შვიდი ჩელენჯი მოიგო.
1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, მიიღეს თამაშიდან გამოვარდნის სისტემა[6]. პირველი გამარჯვებული გახდა ჯონ სპენსერი, თუმცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ჩემპიონატზე დომინირებდა სხვა მოთამაშე, უელსელირეი რიარდონი, რომელმაც 1970 წლიდან1978 წლამდე ექვსი ტიტული მოიგო.
1974 წელს ჩემპიონატი შევიდა რეიტინგული შეჯიბრებების სიაში, რის გამოც გაიზარდა მისი პრესტიჟი. ხოლო 1976 წელს პირველობაზე მოვიდა პირველი მსხვილი სპონსორი, სიგარეტის ბრენდი Embassy, რომელიც ტურნირთან თითქმის ოცდაათი წელი დარჩა. ერთი წლის შემდეგ ჩემპიონატმა ახალი სახლი იპოვა, კრუსიბლის თეატრიშეფილდში, ხოლო BBC-მ თამაშების ტრანსლირება დაიწყო[7]. სწორედ 1977 წელი შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სნუკერის დაბადების წლად.
სნუკერის თანამედროვე ეპოქა
1980-იანი წლების დასაწყისიდან გადაწყდა, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდა 32 მოთამაშე. დაახლოებით ამ დროისთვისვე, 1980 წელს, დამტკიცდა ფინალის ფრეიმების საბოლოო რაოდენობა: 35 ფრეიმი, თამაში 18 გამარჯვებამდე.
არც 1985 წლის ფინალს ჩაუვლია სტივის გარეშე. ეს ფინალი კრუსიბლის ისტორიაში ყველაზე პოპულარულია[8]. მაშინ დენის ტეილორმა ინგლისელი დაამარცხა ანგარიშით 18:17, როდესაც ბოლო ბურთით გამარჯვება გამოსტაცა ხელებიდან. ეს 35-ფრეიმიანი შერკინება, რომელიც დამთავრდა ორშაბათს, 00-19 საათზე, დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა სნუკერის მატჩის ხანგრძლივობის რეკორდს (890 წუთი სუფთა დროისა).
დეივისს შემდგომშიც შეეძლო ჩემპიონატებზე დომინირება, თუმცა 1980-იანების მიწურულს მეინ-ტურში (სნუკერის ერთგვარ უმაღლეს ლიგაში) გამოჩნდა კიდევ უფრო ნიჭიერი მოთამაშე — სტივენ ჰენდრი. იმ დროს მრავალი ექსპერტი ჰენდრის დეივისის მემკვიდრეს უძახდა[9], რადგან ორივენი კარიერის დასაწყისშივე პრაქტიკულად დაუმარცხებლები გახდნენ. მაგრამ საბოლოოდ შოტლანდიელმა უკან ჩამოიტოვა სტივი ყველა მაჩვენებლის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა კი ყველაზე მთავარის — მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით. 90-იან წლები სწორედ სტივენ ჰენდრის ეკუთვნოდა. თავისი პირველი ტიტული მან აიღო 21 წლისა და 106 დღისამ, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო უკანასკნელი, რიგით მეშვიდე, მოიპოვა 1999 წელს. სტივენ ჰენდრი დამსახურებულად ითვლება ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ტურნირის ისტორიაში: მიუხედავად იმისა, რომ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით ის მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს (პირველ ადგილზეა ჯო დეივისი 15 გამარჯვებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს 8-8 გამარჯვებით ინაწილებენ ფრედ დეივისი და ჯონ პულმანი), მისი გამარჯვებები იმ დროისთვის მოვიდა, როცა სნუკერი უკვე სპორტის საკმაოდ განვითარებული სახეობა იყო მაღალი კონკურენციით.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებული იყო თამბაქოს ნაკეთობების რეკლამის შეზღუდვასთან, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს აეკრძალათ სპორტული შეჯიბრებების სპონსორირება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. თუმცა, Embassy-მ 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორირებაზე სპეციალური თანხმობა მიიღო. „Embassy Snooker World Championship“-ის უკანასკნელი ჩემპიონი გახდა შონ მერფი, რომელმაც მეთიუ სტივენსი დაამარცხა ანგარიშით 18:16. მერფის გამარჯვება იმდენად არ დაუმახსოვრებიათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი იყო Embassy-ის სპონსორობით, რამდენადაც იმიტომ, რომ გამარჯვებულმა ტიტული მოიპოვა საკვალიფიკაციო რაუნდებიდან გამოსვლის შემდეგ. ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა ჩემპიონატის ისტორიაში, 1979 წელსტერი გრიფითსის გამარჯვების შემდეგ.
2005 წლის ტურნირის გამართვის დროს WPBSA-ის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატი გაიმართებოდა კრუსიბლის თეატრში როგორც მინიმუმ კიდევ 5 წელი, ხოლო მისი ახალი სპონსორი გახდა ონლაინ კაზინოების უმსხვილესი ქსელი — 888.com — მასთან 2006 წლის იანვარში ხელი მოეწერა 5-წლიან კონტრაქტს[10]. 888.com-ის მოსვლასთან დაკავშირებული იყო მრავალი ცვლილება პირველობის გაფორმების სტილში, მაგალითად, კრუსიბლის არენის ტრადიციულად წითელი ფერი შეიცვალა მწვანით, ხოლო მოთამაშეებს აეკრძალათ დარბაზში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის დალევა.
ახალი სპონსორის დროს ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა 28 წლის შოტლანდიელიგრემ დოტი, რომელმაც დრამატულ ფინალში ინგლისელი პიტერ ებდონი დაამარცხა 18:14. საინტერესოა რომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დოტი შედიოდა 16 უძლიერესი სნუკერისტის სიაში, ბუკმეიკერების აზრით ნაკლებად სავარაუდო ჩემპიონად ითვლებოდა. თუმცა, მის გამარჯვებას ხელი შეუწყო როგორც მოწინააღმდეგის ემოციურმა გამოფიტვამ ნახევარფინალში, აგრეთვე მისმა საკუთარმა თამაშის „დამცველობითმა“ სტილმა[11]. საბოლოოდ გრემ დოტმა მიიღო £ 200 000 და ჩემპიონატის ჯილდო განახლებულ დიზაინში.
ამ ჩემპიონატის შემდეგ მთავარმა სპონსორმა, 888.com-მა, არ შეასრულა თავისი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით და შეწყვიტა სპონსორირება[13]. 2009 წელს ბუკმეიკერული კომპანია Betfred.com გახდა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამგვარად, სნუკერის მთავარმა ტურნირმა სახელი შეიცვალა „Betfred.com World Snooker Championship“-ზე. ჩემპიონატის გამართვის ადგილი კი, WPBSA-ს ყოფილი თავმჯდომარის, სერ როდნი უოკერის განცხადებით, როგორც ჩანს, 2015 წლამდე უცვლელი იქნება — კრუსიბლის თეატრიშეფილდში[14].
კომპანია Betfred-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან, ტურნირის სპონსორი გახდა Betfair.
ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა თამაშის ხარისხი (როგორც საერთოდ სნუკერში, აგრეთვე უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზეც) — შედარებისთვის, 1983 წლის ტურნირზე დაგროვდა მხოლოდ 18 ასიანი სერია, ხოლო 2009 წელს — 83. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაჩვენებელი ამ დროისთვის რეკორდულია.
ბოლო დროს პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ჩინეთში გადავიდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება კონტრაქტი შეფილდისკრუსიბლთან. ტურნირის ჩინეთში გადატანის სურვილი დაკავშირებულია ამ ქვეყანაში სნუკერის მაღალ პოპულარობასთან, ასევე ახალი მსხვილი სპონსორების მოპოვების შესაძლებლობასთან[15].
რეკორდები
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ დღემდე რჩება ჯო დეივისი: 1927 წლიდან1946 წლამდე მან პირველობა ზედიზედ 15-ჯერ მოიგო. თანამედროვე ეპოქის ყველაზე წარმატებულ სნუკერისტად კი ფორმალურად ითვლება სტივენ ჰენდრი, რომელმაც კრუსიბლში 7-ჯერ გაიმარჯვა. საერთოდ, გამოყოფენ თანამედროვე სნუკერის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეების ოთხეულს — სტივენ ჰენდრი, სტივ დეივისი, რონი ო’სალივანი და ჯონ ჰიგინსი.
მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 2012 წელს გახდა ლუკა ბრესელი, რომელიც 17 წლისა და 35 დღის იყო, როცა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, იგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სენჩერი-ბრეიკი გააკეთა (116 ქულა).
ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა სტივენ ჰენდრი, რომელმაც ის მოიგო 1990 წელს 21 წლის ასაკში. მეორე ამ მაჩვენებლის მიხედვით არის შონ მერფი, მესამე — ალექს ჰიგინსი. ორივე მათგანმა ჩემპიონატი მოიგო 22 წლის ასაკში, რამდენიმე თვის სხვაობით[16][17]. ტურნირის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული გახდა რეი რიარდონი, რომელმაც ტიტული 45 წლისა და 203 დღის ასაკში მიიღო (1978 წელს). კიდევ უფრო შთამბეჭდავია 1966 წლის ტურნირის ფინალისტის, ფრედ დეივისის ასაკი — 53 წელი.
2008 წელს ჰენდრიმ მე-1000 პარტია ითამაშა დინ ჯუნხუის წინააღმდეგ მატჩში.
სტივენ ჰენდრიმ აგრეთვე სნუკერის თანამედროვე ეპოქაში ყველაზე დიდი ხნით მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება. იგი მოქმედი ჩემპიონი იყო 1992-დან 1996 წლამდე.
ტურნირის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი არის ტერი გრიფითსი (1979), რომელმაც ტურნირი კვალიფიკაციიდან გასვლით მოიგო; გარდა ამისა, ჩემპიონატი იყო მხოლოდ მეორე კვალიფიცირებული ტურნირი, რომელზეც ის თამაშობდა. ჯო ჯონსონი გახდა ჩემპიონი 1986 წელს, თუმცა ფსონები მასზე ტურნირის დასაწყისში მიიღებოდა, როგორც 150-1; შონ მერფიმ2005 წლის ჩემპიონატზე გაიმეორა გრიფითსის მიღწევა და მოიგო ტიტული საკვალიფიკაციო რაუნდების გავლით.
ჯიმი უაიტიმ ექვსჯერ მიაღწია მსოფლიო პირველობის ფინალს (1984 და 1990—1994 წლებში.), თუმცა, არც ერთხელ არ მოუგია ის. ბოლო ფინალი მან ითამაშა ჰენდრისთან და დამარცხდა ანგარიშით 17:18.
ე.წ. „კრუსიბლის წყევლა“ მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთ ჩემპიონს, რომელმაც ტიტული პირველად მოიგო, არ შეუძლია დაიცვას იგი შემდეგ წელს. ჯონ სპენსერი, ტერი გრიფითსი, დენის ტეილორი, სტივ დეივისი, გრემ დოტი და ნილ რობერტსონი დამარცხდნენ პირველ რაუნდში, დანარჩენები უფრო შორს გავიდნენ. ყველაზე ახლოს მივიდნენ ჯო ჯონსონი და კენ დოერტი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს 1986 და 1997 წლებში შესაბამისად, და შემდეგ წელს ფინალამდე გავიდნენ. მაგრამ საბოლოოდ ისინი მოწინააღმდეგეებთან მაინც დამარცხდნენ (ჯონსონმა სტივ დეივისთან დათმო 14:18, ხოლო დოერტიმ — ჯონ ჰიგინსთან 12:18).
მხოლოდ შვიდმა სნუკერისტმა შეძლო თავის კარიერაში ტიტულის ერთხელ მაინც დაცვა. ეს სნუკერისტები არიან: ჯო დეივისი, ფრედ დეივისი, ჯონ პულმანი, რეი რიარდონი, სტივ დეივისი, სტივენ ჰენდრი და რონი ო’სალივანი. მხოლოდ უკანასკნელი სამი მოთამაშე ეკუთვნის სნუკერის თანამედროვე ეპოქას. ამასთან ერთად, სტივ დეივისმა ტიტულის დაცვა სამჯერ მოახერხა, ჰენდრიმ — ოთხჯერ, ხოლო რონი ო'სალივანმა — მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს.
კენ დოერტი — ერთადერთი სნუკერისტი, რომელსაც დაემორჩილა მსოფლიო ჩემპიონატის სამი სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა დროს მან მოიგო ახალგაზრდული, სამოყვარულო და პროფესიონალური ჩემპიონატები[18].
რონი ო’სალივანი — ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სნუკერის თანამედროვე ეპოქაში ჩემპიონატის თასის ყველა ტიპის მოგება მოახერხა. ის არის სპონსორების, Embassy-ის, 888.com-ის, Betfred.com-ისა და Betfair.com-ის გაფორმებული თასების მფლობელი. ჯონ ჰიგინსს მხოლოდ სამი სახის თასი აქვს, უკანასკნელის გარდა (Betfair).
აგრეთვე რონი ო’სალივანი სნუკერის თანამედროვე ეპოქის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ფინალის მოგება, რომლებშიც მონაწილეობდა.
ჯონ პეროტი — ერთადერთი სნუკერისტი, რომელმაც შეძლო ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოწინააღმდეგის დამარცხება მშრალი ანგარიშით: ეს მოხდა 1991 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ წრეზე ედი ჩარლტონის წინააღმდეგ მატჩში. საკვალიფიკაციო მატჩებში მშრალი ანგარიში იშვიათად გვხვდება, მაგრამ პრეცენდენტები მაინც არსებობს: 2012 წელს ორი მატჩი დასრულდა ანგარიშით 10:0
1931 და 1952 წლების მსოფლიო ჩემპიონატები საინტერესოა იმით, რომ ორივე მათგანში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ორი მოთამაშე.
ჩემპიონატის ყველაზე ხანგრძლივი არაოფიციალური მატჩი დაფიქსირდა 1983 წელს 1/18 ფინალში კლიფ თორბურნსა და ტერი გრიფითსს შორის[19]. ის დამთავრდა დილის 03−51 საათზე და გამარჯვება მოიპოვა თორბურნმა ანგარიშით 13:12. მანვე ამ თამაშში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.
ყველაზე სწრაფი მატჩი 13 გამარჯვებამდე ჩემპიონატზე დაფიქსირდა 1997 წელს. მაშინ რონი ო'სალივანმა დაამარცხა ტონი დრაგო 13:4. აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეებს აქვთ ზედმეტსახელები „რაკეტა“ და „ტორნადო“ შესაბამისად, რადგანაც ცნობილნი არიან, როგორც ყველაზე სწრაფი მოთამაშეები სნუკერის ისტორიაში.
ყველაზე ცნობილ ქამბექებს (მატჩები, რომელშიც ერთი მოთამაშე მეორესთან დიდი ანგარიშით აგებს, ხოლო საბოლოოდ იგებს შეხვედრას) შორის რამდენიმე მატჩის გამოყოფა შეიძლება:
მჩ-2010, ნილ რობერტსონი — მარტინ გოულდი. 5:11-დან რობერტსონმა გადაარჩინა თამაში და მოიგო ანგარიშით 13:12, ჩემდეგ კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი[23].
სტივენ ჰენდრი არის სნუკერისტი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი საპრიზო თანხა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე (£ 190 000 გამარჯვებისთვის და £ 163 000 მაქსიმალური ბრეიკისთვის, 1995 წელს)[24].
სენჩერი-ბრეიკები და მაქსიმუმები
პირველი მაქსიმალური ბრეიკი ჩემპიონატში დაფიქსირდა 1983 წელს. ამ მიღწევის ავტორი გახდა კანადელი მოთამაშე კლიფ თორბერნი, რომელიც შედეგად ფინალში გავიდა. ბრეიკი გაკეთდა 1/8 ფინალში.
მთელი ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაკეთდა 10 მაქსიმალური ბრეიკი, მაგრამ მხოლოდ ერთი — საკვალიფიკაციო რაუნდებში (რობერტ მილკინსი, 14 მარტი2006 წელი).
რონი ო’სალივანი და სტივენ ჰენდრი ინაწილებენ ტურნირზე მაქსიმალური სერიების რაოდენობის რეკორდს. ო'სალივანმა თავისი პირველი 147-ქულიანი ბრეიკი გააკეთა 1997 წელს 5 წუთსა და 20 წამში (ყველაზე სწრაფი მაქსიმალური ბრეიკი პროფესიონალური სნუკერის ისტორიაში). 2003 წლის ჩემპიონატზე მან გაიმეორა ეს სერია პირველი წრის მატჩში მარკო ფუს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა მოწინააღმდეგესთან 6:10. მესამეჯერ ო'სალივანმა მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა 2008 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში მარკ უილიამსის წინააღმდეგ, თანაც ბოლო ფრეიმში. სტივენ ჰენდრიმ თავისი პირველი მაქსიმუმი ტურნირზე შეასრულა 1995 წლის ნახევარფინალში ჯიმი უაიტის წინააღმდეგ; მეორე — 2009 წლის მეოთხედფინალში, ხოლო მესამე — 2012 წლის 1/16 ფინალში. ამ ორი მოთამაშის გარდა, მაქსიმალური ბრეიკი გაკეთებული აქვთ ჯიმი უაითს (1992), მარკ უილიამსს (2005), კლიფ თორბურნს (1983) და ალისტერ კარტერს (2008)[25].
ყველაზე მეტი სენჩერი-ბრეიკი ერთ ჩემპიონატზე გააკეთა სტივენ ჰენდრიმ (2002 წელი, 16 სენჩერი-ბრეიკი).
ერთადერთი სნუკერისტი, რომელმაც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე სენჩერი-ბრეიკის გაკეთება სადებიუტო მატჩში, არის ირლანდიელიფერგალ ო'ბრაიენი. მან ეს 1994 წელს მოახერხა.
რონი ო’სალივანი 2013 წელს გახდა რეკორდსმენი ერთი მოთამაშის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში გაკეთებული ასიანი სერიების რაოდენობაში. მისი მიმდინარე რეკორდია — 131 სერია.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული მაქსიმალური ბრეიკებისთვის ტურნირზე შმოტანილია მსხვილი ბონუსები. პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს ბონუსი მიიღო, იყო ჯიმი უაიტი. ის დაჯილდოვდა 1992 წელს (100 ათასი მაქსიმუმისთვის და 14 ათასი უმაღლესი ბრეიკისთვის). მაქსიმუმისთვის ყველაზე დიდი პრიზი მიიღო რონი ო'სალივანმა 2003 წელს — 169 ათასი ფუნტი (საშუალოდ სერიის განმავლობაში ო'სალივანი წამში 433 ფუნტს იღებდა)[27].
2013 წლიდან მაქსიმალური ბრეიკების ღირებულების საერთო ფორმულასთან (სეზონის ყოველ მაქსიმუმზე შემდეგი წლის მაქსიმუმის ფასი 5000 ფუნტით იზრდება) დამატებით უმაღლეს და მაქსიმალურ ბრეიკზე ფულადი ჯილდოს ნაცვლად ტურნირზე შემოტანილია ჯილდო „ოქროს კია“. 2013 წელს ოქროს კია და 30 000 ფუნტი 143-ქულიანი სერიით მოიგო ნილ რობერტსონმა.
ფინალური მატჩების სტატისტიკა და აღსანიშნავი მოვლენები
სტივ დეივისი არის რეკორდსმენი ტიტულის გზაზე მსოფლიო ჩემპიონატზე წაგებული პარტიების რაოდენობაში. 1989 წელს მან მოწინააღმდეგეებს მხოლოდ 23 პარტია დაუთმო ყველა მატჩში, მეორე ადგილს იკავებს სტივენ ჰენდრი — 25 წაგებული პარტია 1993 წელს.
მხოლოდ სამჯერ (2002, 1994, 1985) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დამთავრდა ბოლო პარტიით. 1985 წელს თვითონ ბოლო პარტია დამთავრდა შავ ბურთზე.
ყველაზე ხანგრძლივი ფინალები 18 გამარჯვებამდე არის 1985, 2006 და 2007 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები. სამივე მატჩი შუაღამის შემდეგ დასრულდა.
ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი (და მისი ფინალი), არის კრუსიბლის თეატრიშეფილდში. ამ მაჩვენებლის მიხედვით მას არ ჰყავს და, შესაძლოა, არც არასდროს გამოუჩნდეს კონკურენტი: თეატრმა ჩემპიონატს 36-ჯერ უმასპინძლა.
გამარჯვება გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა 6-ჯერ. პირველად ფინალი, სადაც გათამაშდა ყველა შესაძლო პარტია, გაიმართა 1940 წელს. ბოლოს ეს მოხდა 2002 წელს. ის ფინალური ფრეიმი იყო ძალიან დატვირთული და ორივე მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი შეცდომებით შევიდა ისტორიაში[28].
ყველაზე დაძაბულ და დამახსოვრებად ფინალად აღიარებულია 1985 წლის ფინალი სტივ დეივისსა და დენის ტეილორს შორის. ის მატჩი დაიწყო დეივისის სასარგებლოდ და ის ლიდერობდა ანგარიშით 8:0. შემდეგ ტეილორმა ანგარიში გახადა 11:11, ხოლო როდესაც ანგარიშმა მიაღწია 17:17-ს მან რამდენიმე მართლაც შესანიშნავი დარტყმა განახორციელა, რისი წყალობითაც მოიგო პირველობა. ანგარიში ბოლო ფრეიმში იყო 66-62 ტეილორის სასარგებლოდ[29].
ვადები
მსოფლიო ჩემპიონატი მისი გამართვის მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეჯერ იქნა გათამაშებული წელიწადში ერთზე მეტჯერ. ზოგადად, ამ ტურნირის გამართვის ვადები დადგენილია დიდი ხნის წინ — ეს არის, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვები — მაისის დასაწყისი. მაგალითად, 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა ყოველდღიურად 19 აპრილიდან5 მაისამდე.
საკვალიფიკაციო მატჩები
დიდი ხნის განმავლობაში (2010 წლამდე) მეინ-ტურის მოთამაშეების კვალიფიკაცია ტურნირის მთავარ ნაწილში, როგორც წესი, ტარდებოდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპს თამაშობდნენ სნუკერისტები, რომლებსაც მეტნაკლებად დაბალი პოზიციები ეკავათ ოფიციალურ რეიტინგში. პირველი ეტაპი, როგორც წესი, ტარდებოდა ზამთრით, იანვრის შუა რიცხვებიდან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი ტარდებოდა გაზაფხულზე, ჩემპიონატის დაწყებიდან ორი-სამი თვით ადრე[30]. 2010 წელს გადაწყდა კვალიფიკაციის ორი ეტაპის დაახლოება კალენდრულ ვადებში და ჩატარება მცირე შესვენებებით, 26 თებერვლიდან9 მარტამდე. 2011 წლიდან მოყოლებული კვალიფიკაციის ყველა რაუნდი ტარდება ყოველდღიურად, ერთი მეორის შემდეგ, ერთადერთი ერთდღიანი შესვენებით, რომელიც ეთმობა სათამაშო მაგიდების აღდგენას.
ბოლო დროს ასევე ტარდება ე.წ. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, ან კვალიფიკაცია მოთამაშეებისთვის, რომლებიც შედიან WPBSA-ის შემადგენლობაში, მაგრამ არ თამაშობენ მეინ-ტურში. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, მონაწილეების რაოდენობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ეტაპისგან და ის საშუალებას აძლევს ყოფილ პროფესიონალებს (ან WPBSA-ის სხვა მოთამაშეებს/წევრებს, რომლებიც არ თამაშობენ მეინ-ტურში) მოხვდნენ ძირითად კვალიფიკაციაში და იბრძოლონ ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად. უფრო ადრე, როცა მეინ-ტურში თამაშობდა გაცილებით მეტი სნუკერისტი, ამის ნაცვლად ტარდებოდა წინასაკვალიფიკაციო ეტაპი ჩვეულებრივი მოყვარული მოთამაშეებისთვის.
რეიტინგული ქულები
რეიტინგული ქულები მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის იყო და რჩება ყველაზე ძვირფას ქულებად სნუკერის ყველა ტურნირს შორის. თუმცა, 2005 წლამდე პირველობის გამარჯვებულები იღებდნენ 8000 ქულას[31], ეს მათ ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ მკვეთრად შეეცვალათ ან გაემყარებინათ თავისი ადგილი მსოფლიო რეიტინგში, ვინაიდან სხვა ტურნირებზე ქულები ორჯერ ნაკლები იყო. არაერთხელ, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოჰქონდა არასაკმარისად მაღალი რეიტინგის სნუკერისტებისთვის პირველი ადგილი სეზონის ბოლოს. მაგალითად, 1990 წელს სტივენ ჰენდრი გახდა პირველი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების წყალობით, თუმცა, აქამდე ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სტივ დეივისს.
ქულები ნაწილდება მოთამაშეებს შორის ოფიციალურ რეიტინგსა და სატურნირო შედეგებში მათი მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, ნაკლები რეიტინგის მქონე მოთამაშეები (რომლებიც არ შედიან ტოპ-16 მოთამაშეში, ანუ კვალიფიკაციაგავლილები) 32 უძლიერესს შორის (1/16 ფინალი) დამარცხებისას იღებენ მეტ ქულებს, ვიდრე ტოპ-16-ეულის მოთამაშეები იმავე შედეგისას.
რეიტინგული ქულები 2012 წლისთვის
გამარჯვებული: 10000 ქულა
ფინალისტი: 8000
ნახევარფინალისტი: 6400
მეოთხედფინალისტი: 5000
1/8 ფინალისტი: 3800
1/16 ფინალისტი: 1400/2800 (კვალიფიცირებულთათვის)
ძირითადი კვალიფიკაციის მე-5 რაუნდი: 1150/2300
ძირითადი კვალიფიკაციის მე-4 რაუნდი: 900/1800
ძირითადი კვალიფიკაციის მე-3 რაუნდი: 650/1300
ძირითადი კვალიფიკაციის მე-2 რაუნდი: 400/800
მოთამაშეებს, რომლებიც დამარცხდნენ ძირითადი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში და მოთამაშეებს, რომლებიც არ იყვნენ მეინ-ტურის მონაწილეები, ქულები არ ერიცხებათ.
საპრიზო თანხა
საპრიზო თანხა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე არსებობდა მისი გამართვის პირველივე წლიდან და შეადგენდა 6 ფუნტსა და 10 შილინგს. 1946 წელს საპრიზო თანხა გაიზარდა 1000 ფუნტამდე გამარჯვებისა და ფინალისთვის[32], და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კურსით ეს თანხა გაიზარდა რამდენიმეჯერ, თანხა არასაკმარისი იყო. სიტუაცია შეიცვალა უკეთესობისკენ 1970-იან წლებში, როდესაც სნუკერის ტურნირებს ტელევიზიაში აშუქებდნენ, ხოლო თამაშით დაინტერესდნენ ცნობილი სპონსორები (ძირითადად რომლებიც არეკლამებდნენ სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებს).
მიუხედავად იმისა, რომ 1969 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი ფინანსდებოდა, ტურნირის მატერიალური დახმარება დიდად არ გაზრდილა, თუმცა შემდეგი 10 წლის განმავლობაში სპონსორები 3-ჯერ შეიცვალა. ტურნირისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1976 წელს სიგარეტის ბრენდ Embassy-ს მოსვლა, რომელმაც დაიწყო საპრიზო ფონდის აქტიურად გაზრდა. Embassy-ს სპონსორირების დროს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდმა შეადგინა £15 300; ჩემპიონმა კი გაინაღდა 6000 ფუნტი სტერლინგი. უკვე 1995 წლისთვის ფონდი გაიზარდა £578 250-მდე, ხოლო 2003 წლის ჩემპიონატზე, რომელიც რეკორდული იყო საპრიზო თანხის მიხედვით, მხოლოდ გამარჯვებულმა მიიღო £ 270 000. იმ პირველობის საერთო ფონდმა კი შეადგინა 1 378 920 ფუნტი. გარდა ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოთამაშეები, რომლებმაც გააკეთეს მაქსიმალური ბრეიკი, ასევე საჩუქრდებოდნენ თანხით 157 000-დან 167 000 ფუნტ სტერლინგამდე (147 000 მაქსიმუმისთვის და კიდევ 20 000 ტურნირის უდიდესი ბრეიკისთვის); 2011 წელს ეს ბონუსი გაუქმნდა, ხოლო 2012-დან შემოიტანეს „მოძრავი ჯეკპოტის“ სისტემა.
საპრიზო თანხა 2012 წლისთვის
ტურნირის საერთო საფრიზო ფონდი £ 1 111 000 + პრიზები მაქსიმალური ბრეიკისთვის
გამარჯვებული: £ 250 000
ფინალისტი: £ 125 000
ნახევარფინალისტი: £ 52 000
მეოთხედფინალისტი: £ 24 050
1/8 ფინალი: £ 16 000
1/16 ფინალი: £ 12 000
1/32 ფინალი: £ 8 200
1/48 ფინალი: £ 4 600
პრიზი მაქსიმალური ბრეიკისთვის მეინ-ტურში: £ 10 000
პრიზი მაქსიმალური ბრეიკისთვის კვალიფიკაციაში: £ 1 000
ფორმატი
მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი განვითარების ადრეულ სტადიაზე (1920-1960 წწ) იყო არასტაბილური და თითქმის ყოველთვის იცვლებოდა. ძირითადად სნუკერისტები თამაშობდნენ ხანგრძლივ, ზოგჯერ რამდენიმედღიან მატჩებს. ასეთი მარათონული გათამაშებების პიკი მოუწია 1950-იან წლებს, როდესაც ფინალები თამაშდებოდა, როგორც მინიმუმ 50 გამარჯვებამდე. 1952 წელი გახდა რეკორდული ამ მაჩვენებლის მიხედვით — მაშინ ჰორეს ლინდრუმმა და კლარკ მაკ-კონაჰიმ ითამაშეს 143 ფრეიმამდე. გამარჯვება იმ ფინალში მოიპოვა ლინდრუმმა, ანგარიშით 94:49 (შედარებისთვის — ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები თამაშდება 18 გამარჯვებამდე).
თუმცა, 1970-იან წლებშიWPBSA (სნუკერის მართვის ახალი ორგანიზაცია) იძულებული იყო შეემცირებინა გამარჯვებისთვის საჭირო ფრეიმების რაოდენობა. ეს მოხდა მარტივი მიზეზის გამო: ტელევიზიამ დაიწყო სნუკერის მატჩების ტრანსლაცია, ტრანსლაციის დრო კი შეზღუდული იყო. ამგვარად, 1980 წლიდან ფინალური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა 35-მდე. სხათა შორის, იმ დროისთვისვე, ახალი პროფესიონალი მოთამაშეების მოსვლის წყალობით, გაფართოვდა სატურნირო ბადე: ახლა ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი იწყებოდა 1/16 ფინალიდან. სხვა მატჩები იმართებოდა კარგად დამუშავებული სისტემით, რომელმაც 30 წლის განმავლობაში მინიმალური ცვლილებები განიცადა: 1/16 ფინალი — მატჩები 10 გამარჯვებამდე, 1/8 ფინალი — 13 გამარჯვებამდე, 1/4 ფინალი — 13 გამარჯვებამდე, ხოლო ნახევარფინალი — 17 გამარჯვებამდე (1997 წლამდე 16 გამარჯვებამდე[33]).
მოთამაშეების კენჭისყრა
ტრადიციის მიხედვით, ყოველი ახალი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხსნის მოქმედი გამარჯვებული. შესაბამისად, ტურნირზე კენჭისყრისას ის იღებს პირველ ნომერს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ადგილს იკავებს ის ოფიციალურ თუ სავარაუდო რეიტინგში. მეორე ნომერი, როგორც წესი, ეძლევა მოთამაშეს, რომელიც იკავებს პირველ ადგილს ოფიციალურ რეიტინგში. ტოპ-16-ეულიდან დარჩენილ 14 სნუკერისტს შორის კენჭისყრა ასევე ხდება ოფიციალური რეიტინგის შესაბამისად. მაგალითად, 2010 წლის ტურნირზე კენჭისყრის პირველი ნომერი აიღო 2009 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა (ანუ წინა ჩემპიონმა) ჯონ ჰიგინსმა (თუმცა, ის იმ დროისთვის მხოლოდ მეოთხე იყო რეიტინგში). მეორე ნომერი გახდა იმ მომენტისთვის ოფიციალურ რეიტინგში პირველი ადგილის მფლობელი რონი ო’სალივანი. მესამე ნომერი შეხვდა სტივენ მაგუაიერს (რეიტინგის მეორე ნომერს).
აგრეთვე აღსანიშნია, რომ კვალიფიცირებული მოთამაშეების განაწილება ფინალური სტადიის პირველ რაუნდზე (1/16 ფინალი) ხდებოდა შემთხვევითი კენჭისყრის საფუძველზე და მათი ოფიციალური რეიტინგი არავითარ როლს არ თამაშობდა. მაგალითად, 2010 წლის იმავე ტურნირის 1/16 ფინალში ჰიგინსმა, რომელსაც პირველი ნომერი შეხვდა, ითამაშა რეიტინგში მე-17-თან, ხოლო მეორე ნომერმა (ო'სალივანმა) — 27-ე ნომერთან.
მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი 2012 წლისთვის
წინასაკვალიფიკაციო ეტაპი: მატჩები 5 გამარჯვებამდე
ძირითადი კვალიფიკაციის პირველი წრე — 1/16 ფინალი: მატჩები 10 გამარჯვებამდე
როგორც მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე სნუკერის ყველა პროფესიონალური ტურნირის მთავარი სამმართველო ორგანიზაცია ამჟამად არის პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაცია (შემოკლებით WPBSA). ეს ორგანიზაცია პასუხისმგებელია ჩემპიონატის მომზადებასა და გამართვაზე, გარდა ამისა, მისი წარმომადგენლები თანამშრომლობენ სპონსორებთან და დებენ კონტრაქტებს პირველობის ტელევიზიაში ჩვენებაზე[34]. WPBSA-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრისტოლში, ინგლისში.
ისტორია
თავდაპირველად სნუკერის განვითარებით (და ბილიარდისაც მთლიანობაში) დაკავებული იყო ბილიარდის ასოციაცია და კონტროლის საბჭო/კლუბი (BA & CC). სწორედ ამ ორგანიზაციამ დაამტკიცა სნუკერის წესები და ხელს უწყობდა რეგიონალური ტურნირების განვითარებას XX საუკუნის დასაწყისში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იმართებოდა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატები 1927 წლიდან 1952 წლის ჩათვლით, სანამ პროფესიონალ მოთამაშეებსა და BA & CC-ის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებამ არ გამოიწვია თანამშრომლობის გაწყვეტა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, 1964 წელს ბილიარდისა და სნუკერის ასოციაციამ რექს უილიამსთან შეთანხმებით განაახლა მსოფლიო ჩემპიონატი ჩელენჯის ფორმატში. საბოლოოდ BA & CC-მ შეწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატისა და თვითონ სნუკერის მართვა-გამგეობა 1970-იან წლებში, როდესაც შეწყვიტა არსებობა ძველი სახით და ჩანაცვლდა WPBSA-თი. იმ დროიდან მსოფლიო პირველობა იმყოფება ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაციის კონტროლის ქვეშ.
ტელევიზია და პრესა
სნუკერი მეტად განვითარებულია დიდ ბრიტანეთში, იქვე მდებარეობს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროები. 1960-იანი წლებიდან პირველობას აშუქებენ ტელევიზიაში (არხები BBC, ITV). ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატს სრულად აჩვენებს ტელეარხები BBC და ევროსპორტი, ასევე გაზეთები „Guardian“ და „BBC Sport“. ტურნირი სნუკერის მთავარი სეზონური მოვლენაა და შესაბამისად ყველაზე პოპულარული შეჯიბრება ტელევიზიაში — მაგალითად, 1985 წლის ჩემპიონატის ფინალს, რომლის ტრანსლაციაც ხდებოდა ტელეარხ BBC 2-ზე, თვალყურს ადევნებდა 18 მილიონი მაყურებელი[8].
ყველაზე ცნობილი კომენტატორები, რომლებიც ტურნირს ხელმძღვანელობდნენ, სხვადასხვა დროს იყვნენ ტედ ლოუ[35], კლაივ ევერტონი (რომელიც თავის დროზე იყო, როგორც კომენტატორი, ასევე ჟურნალისტი)[36] და ჯეკ კარნემი[37]; ასევე კომენტატორის პოსტზე ხშირად იწვევენ ყოფილ ცნობილ სნუკერისტებს[36].
Clive Everton: Guinness Book of Snooker. Guinness Superlatives Limited, Middlesex 1982, ISBN 0-85112-256-6.
Chris Downer: Crucible Almanac (2011 edition)., Bournemouth 2011.
Hugo Kastner: Humboldt Ratgeber Snooker: Spieler, Regeln & Rekorde. Humboldt Verlags GmbH, Baden-Baden 2006, ISBN 3-89994-098-9.
Geoffrey Kemp: Snooker's Crucible: How Sheffield Became the Snooker Capital of the World. Sheffield City Libraries, Sheffield 1988, ISBN 0-86321-079-1.
Luke Williams, Paul Gadsby: Masters of the Baize: Cue Legends, Bad Boys and Forgotten Men in Search of Snooker's Ultimate Prize. Mainstream Publishing, Edinburgh 2006, ISBN 1-84018-872-3.
Ini adalah nama Korea; marganya adalah Jun. Jun Hyun-mooIn March 2015Lahir7 November 1977 (umur 46)Seoul, Korea SelatanPendidikanUniversitas Yonsei (Sosiologi dan Sastra Inggris)PekerjaanPembawa acaraAgenS.M. Culture & ContentsNama KoreaHangul전현무 Hanja全炫茂 Alih AksaraJeon Hyeon-muMcCune–ReischauerChŏn Hyŏn-mu Jun Hyun-moo (lahir 7 November 1977) adalah pembawa acara dan tokoh televisi asal Korea Selatan. Pendidikan Jeon lulus dari Universitas Yonsei dengan gelar di bid...
Setyadjit Soegondo Wakil Perdana Menteri Indonesia ke-1Masa jabatan3 Juli 1947 – 29 Januari 1948PresidenSoekarnoPerdana MenteriAmir Sjarifoeddin PendahuluTidak ada; jabatan baruPenggantiSyafruddin Prawiranegara Informasi pribadiLahir(1907-06-07)7 Juni 1907 Sengon Hindia BelandaMeninggal20 Desember 1948(1948-12-20) (umur 41)[butuh rujukan]Madiun, IndonesiaKebangsaanIndonesiaSunting kotak info • L • B Raden Mas Setyadjit Soegondo (7 Juni 1907 ̵...
لمعانٍ أخرى، طالع وزارة المالية (توضيح). جمهورية مصر العربيةوزارة المالية وزارة المالية (مصر)الشعار البلد مصر المقر الرئيسي العاصمة الإدارية، محافظة القاهرة تاريخ التأسيس 1856 (منذ 168 سنة) النوع وزارة العضوية مجلس الوزراء المصري اللغات الرسمية العربية الوزير محمد �...
Birds of Prey and the Fantabulous Emancipation of One Harley QuinnSutradaraCathy YanProduser Margot Robbie Sue Kroll Bryan Unkeless Ditulis olehChristina HodsonBerdasarkanBirds of Preyoleh Jordan B. GorfinkelChuck DixonPemeran Margot Robbie Mary Elizabeth Winstead Jurnee Smollett-Bell Rosie Perez Chris Messina Ella Jay Basco Ewan McGregor SinematograferMatthew LibatiquePerusahaanproduksi DC Films LuckyChap Entertainment Kroll & Co. Entertainment Clubhouse Pictures DistributorWarner Bros. ...
1908 restoration of constitutional rule in the Ottoman Empire This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Young Turk Revolution – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2021) (Learn how and when to remove this message) Young Turk RevolutionPart of the collapse of the Ottoman EmpireDeclaration ...
Family of formal knowledge representation Description logics (DL) are a family of formal knowledge representation languages. Many DLs are more expressive than propositional logic but less expressive than first-order logic. In contrast to the latter, the core reasoning problems for DLs are (usually) decidable, and efficient decision procedures have been designed and implemented for these problems. There are general, spatial, temporal, spatiotemporal, and fuzzy description logics, and each desc...
National emblem of India State Emblem of IndiaArmiger Republic of IndiaAdopted26 January 1950ShieldLion Capital of AshokaMottoसत्यमेव जयते (Satyameva Jayate): Truth Alone Triumphs, from the Mundaka Upanishad, a part of Upanishads The State Emblem of India is the national emblem of the Republic of India and is used by the union government, many state governments, and other government agencies. The emblem is an adaptation of the Lion Capital of Ashoka, an ancient scul...
Family of flowering plants Centroplacaceae Centroplacus glaucinusBotanische Jahrbücher für Systematik, Pflanzengeschichte und Pflanzengeographie (1907) (20394368832) Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Eudicots Clade: Rosids Order: Malpighiales Family: CentroplacaceaeDoweld & Reveal[1] Genera Bhesa Centroplacus Centroplacaceae is a family of flowering plants in the order Malpighiales and is recognized by the APG III system of...
GaregnanoFacciata della Certosa di Garegnano Stato Italia Regione Lombardia Provincia Milano Città Milano CircoscrizioneMunicipio 8 Altitudine137 m s.l.m. Nome abitantigaregnanesi PatronoMaria Assunta GaregnanoGaregnano (Milano) Garegnano (Garegnan in dialetto milanese, AFI: [ɡareˈɲɑ̃:], detta anche Garegnano Marcido) è un quartiere di Milano, a nord-ovest della città, appartenente al Municipio 8. Indice 1 Storia 2 Note 3 Voci correlate 4 Collegamenti esterni Stori...
تحتاج هذه المقالة إلى تهذيب لتتناسب مع دليل الأسلوب في ويكيبيديا. فضلاً، ساهم في تهذيب هذه المقالة من خلال معالجة مشكلات الأسلوب فيها. (أكتوبر 2015) هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (مارس_2014) تحوي هذه الم�...
American financial fraudster Allen StanfordStanford in 2009BornRobert Allen Stanford (1950-03-24) March 24, 1950 (age 74)Mexia, Texas, U.S.NationalityAmericanAntiguanCitizenshipUnited StatesAntigua and BarbudaEducationEastern Hills High SchoolBaylor University, BA, finance (1974)Occupation(s)Former Chairman and CEO Stanford Financial Group (now defunct)Known forBusinessman in the financial services sector, Ponzi scheme, involvement in Stanford Super SeriesSpouseSusan Stanford (separ...
2016 American film by Barry Jenkins For other uses, see Moonlight and Moonlight (disambiguation). MoonlightTheatrical release posterDirected byBarry JenkinsScreenplay byBarry JenkinsStory byTarell Alvin McCraneyProduced by Adele Romanski Dede Gardner Jeremy Kleiner Starring Trevante Rhodes André Holland Janelle Monáe Ashton Sanders Jharrel Jerome Naomie Harris Mahershala Ali CinematographyJames LaxtonEdited by Nat Sanders Joi McMillon Music byNicholas BritellProductioncompanies A24 Plan B E...
يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها...
La fachada frontal de la Iglesia de Lébény Vista de la fachada Este de la iglesia Decoración del pórtico Sur La iglesia de Lébény (en húngaro: Lébényi templom) o conocida oficialmente como Iglesia de la Parroquia del Apóstol San Jacobo, es una edificación religiosa medieval de la Iglesia católica ubicada en el asentamiento de Lébény, a 20 kilómetros de la ciudad de Győr, en Hungría. El estilo de construcción de esta iglesia (iniciada a principios del siglo XIII) es clas...
Questa voce sull'argomento stadi di calcio della Germania è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Grotenburg Stadion Informazioni generaliStato Germania Inizio lavori1927 Inaugurazione18 settembre 1927 Ristrutturazione1975 Informazioni tecnichePosti a sedere34 500 Mat. del terrenoErba Uso e beneficiariCalcio Uerdingen 05 Mappa di localizzazione Modifica dati su Wikidata · Manuale Il Grotenburg Stadion è un impianto sporti...
Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Società Sportiva Chieti Calcio. Chieti CalcioStagione 1999-2000Sport calcio Squadra Chieti Allenatore Bruno Pace poi Vincenzo Patania poi Bruno Pace Presidente Antonio Buccilli Serie C29º posto nel girone C. Maggiori presenzeCampionato: Musarra (33) Miglior mar...
Abstract calculator This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these messages) This article is written like a manual or guide. Please help rewrite this article and remove advice or instruction. (August 2020) This article is written like a research paper or scientific journal. Please help improve the article by rewriting it in encyclopedic style and simplify overly technical phrases. (August 2020) (Learn how ...