სიდნეი სმითი (ინგლ. Sidney Smith; დ. 26 მარტი 1908, იორკშირი; ინგლისი — გ. 1990,) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი.
1936 წლის 10 დეკემბერს მან გააკეთა პირველი 133-ქულიანი ტოტალ-კლირენსი საგამოფენო მატჩში, მაგრამ ეს მიღწევა პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა[1]. სიდნეი ორჯერ იყო სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი (1938 და 1939 წლებში), მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა ჯო დევისთან, ანგარიშით 24:37 და 30:43 შესაბამისად.
1948 წელს სმითი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა პროფესიონალურ ბილიარდში[2].
1952 წელს სმითმა მოიგო ტურნირი News of the World Championship.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო