Champion of Champions — სნუკერის მოწვევითი ტურნირი, რომელიც ტარდებოდა 1978 და 1980 წლებში ინგლისში.
მაიკ ბარეტმა, ბოქსის პრომოუტერმა, ამ ტურნირის ფორმატი დააკოპირა Dry Blackthorn Cup-ისგან, რომელიც ძველად ტარდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდა ოთხი პროფესიონალი მოთამაშე, მატჩები კი უემბლის კონფერენც-ცენტრში ტარდებოდა 1800-კაციანი აუდიტორიის წინაშე. Champion of Champions-ის პირველი ჩემპიონი გახდა რეი რიარდონი.
1979 წელს ტურნირი არ გაიმართა იმის გამო, რომ უემბლიში მასტერსი ტარდებოდა. მეორეჯერ Champion of Champions ჩატარდა 1980 წელს, ამჯერად სპონსორის გარეშე და New London Theatre-ში. მასში მონაწილეობა მიიღო 10-მა სნუკერისტმა, რომლებიც 2 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. თუმცა მოთამაშეების მხრიდან ტურნირის ახალი ფორმატით უკმაყოფილებისა და იმის გამო, რომ თამაშები ნაკლებად ნახვადი იყო, ტურნირი აღარ ჩატარებულა.
2013 წელს ტურნირი აღადგინეს. მან ჩაანაცვლა მაყურებელთათვის მობეზრებული პრემიერ ლიგა, რომლის პოპულარობამაც კლება დაიწყო. ახალ ტურნირზე დასწრების დონე საკმაოდ მაღალი იყო. ტურნირის აღდგენის ფარგლებში სნუკერთან თანამშრომლობა განაახლა კომპანია 888.com-მა, რომელიც მანამდე მსოფლიო ჩემპიონატს ასპონსორებდა, მაგრამ 2008 წელს კონტრაქტი გააუქმა ცალმხრივად. ახალმა ტურნირმა დადებითი შეფასება მიიღო და დახასიათდა, როგორც „ტურნირ მასტერსის უმცროსი ძმა“. ახალი ჩემპიონი გახდა რონი ო’სალივანი.
გამარჯვებულები
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| რეიტინგული | |
---|
| დაბალრეიტინგული | |
---|
| არარეიტინგული | |
---|
| სხვა | |
---|
| Pro-am | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|