სნუკერის თამაში მიმდინარეობს მაგიდაზე განლაგებულ ბურთებზე კიის დარტყმებით — ორი (ან მეტი) მოთამაშის მიერ, რომლებიც რიგ-რიგობით ახორციელებენ დარტყმებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვონ თამაშის წესების ფარგლებში.
აღჭურვილობა
მაგიდა
თამაში მიმდინარეობს შემდეგნაირი ზომების მქონე მართხკუთა მაგიდაზე:
სიგრძე — 11 ფუტი და 8 დიუმი ± ½ დიუმი 3569 მმ ± 13 მმ
სიგანე — 5 ფუტი 10 დიუმი ± ½ დიუმი 1778 მმ ± 13 მმ
სიმაღლე — 2 ფუტი 9 ½ დიუმი 851—876 მმ
სიმაღლე სათამაშო ზედაპირიდან გვერდის ზედა მხარემდე — 39 — 40 მმ
ბურთები
თამაშის კომპლექტი შედგება 15 წითელი, 6 ფერადი და ერთი თეთრი ბურთისგან[1].
ბურთების „ღირებულება“:
წითელი — 1 ქულა;
ყვითელი — 2 ქულა;
მწვანე — 3 ქულა;
ყავისფერი — 4 ქულა;
ლურჯი — 5 ქულა;
ვარდისფერი — 6 ქულა;
შავი — 7 ქულა.
სხვა აღჭურვილობა
თამაში მიმდინარეობს ბილიარდის კიით, რომელიც არ უნდა იყოს 3 ფუტზე მოკლე (914 მმ). ასევე გამოიყენება დამაგრძელებლები და რესტები (ინგლ.rest), რომლებიც რთულად დასარტყამი პოზიციიდან თამაშის საშუალებას იძლევა.