ჩესტერფილდი (ინგლ. Chesterfield) — ქალაქი დიდ ბრიტანეთში.
ქალაქი ჩესტერფილდი მდებარეობს ინგლისის ცენტრალურ ნაწილში, დერბიშირის საგრაფოს ტერიტორიაზე, ისტ-მიდლენდსის რეგიონში, შეფილდიდან სამხრეთით.
1204 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლომ ჩესტერფილდს ვაჭრობის უფლება მისცა. XIX საუკუნეში ჩესტერფილდი სწრაფად გადაიქცა დიდი ქალაქად, განსაკუთრების მას შემდეგ, რაც ჯორჯ სტეფენსონმა ააგო სარკინიგზო ხაზი ლიდზი — დერბი, რომელიც ჩესტერფილდზე გადიოდა.
ქალაქის სიმბოლოა წმინდა მარიასა და ყველა წმინდანის ტაძრის სამრეკლოს მრუდი (სპირალური) წვერო (აგებულია XIV საუკუნეში).
პარტნიორი ქალაქები