დარმშტადტი (გერმ. Darmstadt) — ქალაქი გერმანიაში, ჰესენის ფედერალურ მხარეში, რაინ-მაინის მეტროპოლიური არეალის სამხრეთ ნაწილში.
დარმშტადტის არეალის ქვიშიანი ნიადაგები, ინდუსტრიულად ნაყოფიერების გაზრდამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოისადეგარი იყო. ამის შემდეგ დაიწყო დასახლების ზრდა, XVI საუკუნეში კი ქალაქი ჰესენ-დარმშტადტის ცენტრი გახდა.
როგორც აყვავაბული, მზარდი საგრაფოს ადმინისტრაციულმა ცენტრმა, მომდევნო საუკუნეებში ქალაქმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. XX საუკუნეში, მზარდად მნიშვნელოვანი გახდა მრეწველობა (ძირითადად ქიმიური), სამეცნიერო და ელექტრონიკის სექტორები, რომლებიც დღესაც ქალაქის ეკონომიკის ძირითადი დარგებია. დარმშტადტს ასევე გააჩნია ფართო მესამეული განათლების სექტორი, სამი მთავარი უნივერსიტეტიტა და მრავალი ინსტიტუტით.
დარმშტადტი ერთ-ერთი იმ უიშვიათესი გერმანული ქალაქთაგანია, რომელიც არ მდებარეობს მდინარის ან ტბის ნაპირზე. ამავე დროს, ის ჰესენის ყველაზე მზიანი ქალაქია. მისგან ეწოდა სახელი ქიმიურ ელემენტ დარმშტადტიუმს (ატომური ნომერი 110).
ცნობილი ადამიანები
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო