კინგსტონი (ინგლ. Kingston) — ავსტრალიის კუთვნილი გარე ტერიტორიის, ნორფოლკის კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1788 წლის 6 მარტს, როგორც ციხე პატიმრებისათვის ახალი სამხრეთი უელსის მმართველის ფილიპ გიდლის მიერ. თავდაპირველად ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 22 ადამიანს შეადგენდა (მათ შორის 15 ადამიანი იყო პატიმარი: 9 კაცი და 6 ქალი).
რესურსები ინტერნეტში