ადელაიდა

ქალაქი
ადელაიდა
ინგლ. Adelaide
დროშა გერბი

ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
დაქვემდებარება შტატის დედაქალაქი
შტატი სამხრეთი ავსტრალია
შიდა დაყოფა Adelaide, Adelaide Hills, Burnside, Campbelltown, Charles Sturt, Gawler, Holdfast Bay, Marion, Mitcham, Norwood, Payneham and St Peters, Onkaparinga, Playford, Port Adelaide Enfield, Prospect, Salisbury, Tea Tree Gully, Unley, Walkerville და West Torrens
კოორდინატები 34°56′00″ ს. გ. 138°35′00″ ა. გ. / 34.93333° ს. გ. 138.58333° ა. გ. / -34.93333; 138.58333
დაარსდა 1836
ფართობი 1826,9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
მოსახლეობა 1 225 235 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 670,66 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+9:30
სატელეფონო კოდი +61 8
საფოსტო ინდექსი 5000
ოფიციალური საიტი cityofadelaide.com.au
ადელაიდა — ავსტრალია
ადელაიდა
ადელაიდა — სამხრეთი ავსტრალია
ადელაიდა

ადელაიდა (ინგლ. Adelaide) — ქალაქი ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და მისი ყველაზე დიდი ქალაქი. ავსტრალიის სიდიდით მე-5 ქალაქი სიდნეის, მელბურნის, ბრიზბენის და პერთის შემდეგ. ქალაქში 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხოვრობდა 1 225 235 ადამიანი[1]. მდებარეობს სამხრეთის ოკეანის, წმინდა ვინსენტის ყურის სანაპიროზე, ადელაიდის ვაკეებზე, ფლოროს ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, ლოფტის მთის ქედის ძირში.

ქალაქი დაარსდა 1836 წლის 28 დეკემბერს, როგორც დედაქალაქი, რომელიც ავსტრალიაში იყო ერთადერთი თავისუფალი ბრიტანული დასახლება. სახელი ეწოდა მეფე უილიამ IV-ის მეუღლის, დედოფალ ადელაიდას პატივსაცემად. ქალაქის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, პოლკოვნიკმა უილიამ ლაიტმა, შეიმუშავა ქალაქის გეგმა და შეარჩია ქალაქის განლაგების ადგილი მდინარე ტორენსის ნაპირზე. უილიამ პენის გავლენით, ლაიტმა ქალაქის ქუჩებს უჯრედის ფორმა მისცა, რომელშიც ერთმანეთს კვეთავენ ფართე ბულვარები და მოედნები. ქალაქის ცენტრი მთლიანად გარშემორტყმულია საპარკე ზონით. ადრეული ადელაიდა გახდა რელიგიური თავისუფლების, პროგრესული პოლიტიკის და სამოქალაქო უფლებების ციტადელი, რომლებმაც მოიტანეს უნიკალური სოციალური რეფორმების ჩატარება. დღეს ადელაიდა განთქმულია თავისი ფესტივალებით, ასევე ღვინით, ხელოვნებით და სპორტული მიღწევებით.

როგორც სამხრეთ ავსტრალიის სამთავრობო და კომერციული ცენტრი, ადელაიდა ფლობს სახელმწიფო და ფინანსური დაწესებულებების დიდ რაოდენობას. მათი უმრავლესობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ასევე შემოგარენში.

გეოგრაფიული მდებარეობა

ადელაიდას მეტროპოლიტან არეა

ადელაიდა მდებარეობს სამხრეთის ოკეანის, წმინდა ვინსენტის ყურის სანაპიროზე, ადელაიდის ვაკეებზე, ფლოროს ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, ლოფტის მთის ქედის ძირში. ქალაქი გაჭიმულია 20 კმ-ზე სანაპიროდან ადელაიდის მთების ძირამდე, და 90 კმ-ზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გოულერიდან სამხრეთით მდებარე სელიქს-ბიჩამდე. ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ადელაიდას საქალაქო ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 870 კმ²-ს, და მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 50 მეტრს. ლოფტის მთა მდებარეობს ქალაქიდან აღმოსავლეთით ადელაიდის მთებში და მისი სიმაღლე შეადგენს 727 მეტრს. ეს ყველაზე მაღალი წერტილია ქალაქში და სამხრეთ ავსტრალიის შტატის იმ ნაწილში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბურადან სამხრეთით.

ადელაიდის თანამედროვე ტერიტორიის დიდი ნაწილი ბრიტანულ დასახლებამდე წარმოადგენდა ბუშს, მხოლოდ სანაპიროზე არსებობდა ჭაობიანი ნიადაგი. მაგრამ ბუნებრივი მცენარეულობებით დაფარული მნიშვნელოვანი ტერიტორია გაიწმინდა, ნაკრძალების ტერიტორიების გარდა, ისეთების როგორებიცაა კლელანდის ნაკრძალი და ბელეირის ეროვნული პარკი. რეგიონზე მიედინება რამდენიმე მდინარე და ნაკადული. მათგან ყველაზე დიდებია მდინარეები ტორენსი და ონკაპარინგა. მტკნარ წყალს ქალაქი იღებს რამდენიმე წყალსაცავისგან, რომელთაგან ყველაზე დიდები — მაუნტ ბოლდი და ჰეპი უელი — უზრუნველყოფენ ქალაქის წყლის მოთხოვნილების ნახევარზე მეტს.

კლიმატი

ადელაიდა მდებარეობს ხმელთაშუაზღვის კლიმატის ზონაში და წვიმის დიდი ნაწილი აქ მოდის ზამთარში. ეს ქალაქი ყველაზე მშრალია ავსტრალიის ყველა მსხვილ ქალაქებს შორის. ზაფხულში ნალექების პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, და ის როგორც წესი უმნიშვნელო რაოდენობისაა და იშვიათია. ზამთარში კი ჩვეულებრივ მოდის ნალექების საკმაო რაოდენობა, რომელთაგან უმრავლესობა მოდის ივნისში (საშუალოდ დაახლოებით 80 მმ). სუსხი საკმაოდ იშვიათობაა, ყველაზე ცნობილი შემთხვევები დაფიქსირებულია 1908 წლის ივლისში და 1982 წლის ივლისში. როგორც წესი, ამ ადგილებში არ აღინიშნება მნიშვნელოვანი თოვლი, ლოფტის მთების და ადელაიდის მთების ზოგიერთი სხვა რეგიონების გარდა.

ისტორია

ადელაიდის რაიონში ბრიტანელებით დასახლებამდე პერიოდამდე ცხოვრობდა ავსტრალიელი აბორიგენების კაურნის ტომი. მათ ეკუთვნოდათ ადელაიდის თანამედროვე ვაკე ადგილების და მისი გარშემო ადგილების ტერიტორია — სამხრეთით მდებარე კეიპ-ჯერვისიდან ჩრდილოეთით მდებარე პორტ-უეიკფილდამდე. ამ ტომის უნიკალურ წეს-ჩვეულებებში შედიოდა ტყის ხანძრების კონტროლირება ადელაიდის მთების რაიონში. ევროპელების დასახლების შედეგად, აბორიგენები გამოაძევეს ამ ტერიტორიიდან, და 1852 წლისთვის აღწერის შედეგებით ისინი შეადგენდნენ 650 ადამიანს. შემდგომში ტომის მოსახლეობის რაოდენობა მუდამ მცირდებოდა[2][3].

სამხრეთ ავსტრალიის შტატი ახალ ბრიტანულ პროვინციად ოფიციალურად გამოცხადდა 1836 წლის 28 დეკემბერს ძველ ევკალიპტის ხესთან ადელაიდის თანამედროვე თანამგზავრ ჩრდილოეთი გლენელგის ტერიტორიაზე. დღეისათვის ეს დღე სამხრეთ ავსტრალიის შტატში დღესასწაულია Proclamation day. ახალი კოლონიის დედაქალაქის ასაშენებელი ადგილი შეირჩა და დაგეგმა პოლკოვნიკმა უილიამ ლაიტმა. 1823 წელს ლაიტი წერდა სიცილიის ქალაქ კატანიაზე: «ქალაქის ორი მთავარი ქუჩა ერთმანეთს კვეთავენ მართი კუთხით, ქმნიან მოედანს და მიდიან ჩრდილოეთის და სამხრეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. ისინი ფართეები და ვრცელია, და თითოეული მათგანის სიგრძე შეადგენს დაახლოებით ერთ მილს». ზუსტად ეს გახდა ქალაქის გეგმის საფუძველი. ლაიტმა აირჩია ის გზა, რომ ქალაქი დაფუძნებულიყო ბორცვებზე, რომლებიც მდებარეობდნენ მდინარე ტორენსის ნაპირზე, რომელიც გახდა სასმელი წყლის ძირითადი წყარო ახალი კოლონიისათვის. დაგეგმარების ასეთი ტიპი ითვალისწინებდა, რომ ქალაქის პირველადი მდებარეობა მისი განვითარებისა და საზღვრების გაფართოების შემდეგ ოდნავ შეიცვლებოდა. ჩვეულებრივ ძველი ქალაქები ითხოვენ გზების გაფართოებას და პარკების დამატებას, მაშინ როდესაც, ადელაიდაში ისინი არსებობდნენ თავიდანვე. ადელაიდა გახდა თავისუფალი დასახლებულების კოლონიის ცენტრი, რომელიც იძლეოდა სამოქალაქო და რელიგიური თავისუფლების გარანტიებს. ეს განასხვავებს ქალაქს სიდნეისგან და ჰობარტისგან, რომლებიც დაფუძნდნენ როგორც კატორღელთა დასახლება.

ადელაიდას ძველი ისტორია გამოირჩეოდა ეკონომიკური არასტაბილურობით და არაკომპეტენტური მმართველობით. სამხრეთ ავსტრალიის შტატის პირველი გენერალ-გუბერნატორი ჯონ ჰაინდმარში, ხშირად უპირისპირდებოდა უილიამ ლაიტს ქალაქის დაგეგმარებისა და განვითარების გამო. ქალაქის გარშემო არსებული ადელაიდის მთები უილიამ ლაიტმა მოამზადა გასაყიდად. სავარაუდოდ უნდა გაყიდულიყო 405 კმ² მიწა. ქალაქის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო 1838 წელს, როდესაც ახალი სამხრეთი უელსიდან და ტასმანიიდან ჩამოიყვანეს შინაური ცხოველები. ცხვრების მომრავლება და მატყლის გაყიდვა გახდა ქალაქის ადრეული ეკონომიკის საფუძველი. იმ დროისათვის უილიამ ლაიტის სამუშაო მიწის გასაყიდად მომზადებაზე დასრულდა, და ძველ კოლონისტებს შესთავაზეს დიდი ნაკვეთები. 1860 წლისთვის ქალაქს გარს ერტყა ხორბლის მინდვრები სამხრეთით მდებარე ქალაქ ენკაუნტერ-ბეიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კლერამდე.

1838 წლის ბოლოს ჯონ ჰაინდმარში გუბერნატორის პოსტზე შეცვალა ჯორჯ გოულერმა, რომელმაც დაიწყო გუბერნატორის რეზიდენციის, პოლიციის შენობების, ასევე ნავსაყუდელის და ადელაიდის პორტში საბაჟოს მშენებლობა. აშენდა საცხოვრებლები სახელმწიფო მოხელეებისთვის და მისიონერებისთვის, ასევე რამდენიმე შენობა პოლიციის ნაწილისთვის. მისი მმართველობის პერიოდში ქალაქის ეკონომიკა ვითარდებოდა, მაგრამ კეთილდღეობამდე ჯერ კიდევ შორს იყო: კოლონია მუდმივად იმყოფებოდა ვალებში და ლონდონის ფინანსური დახმარების იმედზე.

1841 წელს ჯორჯ გოულერი უკან გაიწვიეს, და მისი ადგილი დაიკავა სერ ჯორჯ გრეიმ. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა ჯორჯ გრეიმ შეამცირა სახელმწიფო აპარატის ხარჯები, მაგრამ ამან დიდი ეფექტი ვერ მოიტანა. ამავე წელს დასახლება გლენ ოსმონდში აღმოაჩინეს ვერცხლი, სოფლის მეურნეობა აქტიურად ვითარდებოდა, და მთელ შტატში გაჩნდა სამთომოპოვების წარმოების საწარმოები. გრეის გუბერნატორის პოსტიდან წასვლის მომენტისთვის, ქალაქიდან ექსპორტზე გაჰქონდათ ხორცი, მატყლი, ღვინო, ხილი და ხორბალი, რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო 1842 წელთან შედარებით, როდესაც შენობების მესამედი მიტოვებული იყო.

ადელაიდის სავაჭრო კავშირები ავსტრალიის დანარჩენ შტატებთან დამყარდა 1853 წელს მდინარე მურეიზე ნავიგაციის წარმატებული დასაწყისის შემდეგ, რომელიც განახორციელა ქალაქის მაცხოვრებელმა ფრენსის კეიდელმა.

1856 წელს სამხრეთ ავსტრალიის შტატი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოლონია, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტმა ახალი კონსტიტუციის რატიფიცირება მოახდინა. შემოღებული იქნა ფარული კენჭისყრის პრაქტიკა და 1857 წლის 9 მარტს არჩეულ იქნა ორპალატიანი პარლამენტი. იმ დროისათვის ტერიტორიის მოსახლეობა შეადგენდა 109 917 ადამიანს[4].

1860 წელს გაიხსნა ტორნდონის წყალსაცავი, რომელიც ქალაქისათვის გახდა წყლის ალტერნატიული წყარო. 1867 წელს ადელაიდაში დაიწყო ქუჩების გაზით განათება. 1872 წელს გაიხსნა ფოსტის სატელეგრაფო ხაზი თითქმის 4000 კმ-ზე ადელაიდიდან პორტ დარვინამდე, რომელმაც სატელეგრაფო ქსელით დააკავშირა მაშინდელი ავსტრალიის კოლონიები ოსტ-ინდოეთთან. 1874 წელს დაარსდა ადელაიდას უნივერსიტეტი. 1881 წელს გაიხსნა სამხრეთ ავსტრალიის ხელოვნების გალერეა. 1896 წელს გაიხსნა კიდევ ერთი წყალსაცავი — ჰეპი უელი.

XIX საუკუნის დასასრულს ქალაქი უკვე აწარმოებდა მნიშვნელოვან ვაჭრობას, გაჩნდა ბევრი ბანკები და სხვა კომერციული დაწესებულებები. ადელაიდიდან ჩრდილოეთით ბურას კონცხისკენ, სადაც არსებობენ საბადოები, აშენდა 226 კმ-იანი რკინიგზა. 1890-იანი წლების ბოლოს ავსტრალიას შეეხო მკაცრი ეკონომიკური დეპრესია, რომელმაც დაამთავრა «მიწის ბუმის» და ტერიტორიის უკონტროლო გაფართოების ერა. მელბურნის საფინანსო დაწესებულებები და სიდნეის ბანკები დაიკეტა. ქვეყანაში შობადობამ მნიშვნელოვნად იკლო, ხოლო მოსახლეობის იმიგრაცია პრაქტიკულად შეწყდა. ექსპორტის საერთო მოცულობა სამხრეთ ავსტრალიაში შემცირდა თითქმის ორჯერ. 1884 წლის გვალვამ და ცუდმა მოსავალმა კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია შტატში, რის შედეგადაც ზოგიერთი ოჯახი გადასახლდა დასავლეთ ავსტრალიაში. ადელაიდამ სიძნელეები გადაიტანა შედარებით ადვილად, სხვა დიდ ქალაქებთან — სიდნეისთან და მელბურნთან შედარებით, რომლებიჩ კიდევ ებრძოდნენ ოქროს ციებ-ცხელების შედეგებს. ამას გარდა, ვერცხლის და ტყვიის საბადოების აღმოჩენამ ბროუკენ ჰილის მიდამოში დაეხმარა სიტუაციის სიტუაციის გამოსწორებაში. საბიუჯეტო დეფიციტი დარეგისტრირდა სულ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მთავრობას მოუწია ხარჯვითი ნაწილის სერიოზული შემცირება. ქალაქის ეკონომიკის ერთადერთი სექტორები, რომლებიც არ დაზარალდნენ ამ დეპრესიის დროს, იყო ღვინის და სპილენძის წარმოება.

1900 წელს ქალაქის ქუჩებში დაამონტაჟეს ელექტროგანათება, ხოლო 1909 წელს პირველი მგზავრები გადაიყვანა ელექტრო ტრამვაიმ. 28 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში. ადელაიდის ეკონომიკამ გადაიტანა ომისშემდგომი ბუმი, მაგრამ რამდენიმე შემგომმა თანმიმდევრობითმა გვალვებმა შედეგად მოიტანა მორიგი ეკონომიკური ვარდნის დადგომა 1930-იან წლებში. სიტუაციის გამოსწორება შესაძლო გახდა ძლიერი და კარგი მმართველობის გამო. ეკონომიკის მეორადმა სექტორმა გასწრება დაუწყო ეკონომიკის პირველადი სექტორის წიაღისეულის მოპოვებას, რეგიონის რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებით. 1933 წლის აღწერის შედეგად შტატის მოსახლეობა შეადგენდა 580 949 ადამიანს, მოსახლეობის ზრდის ტემპი იყო შემცირებული, ვიდრე სხვა შტატებში, რაც აიხსნებოდა რეგიონის ეკონომიკური სიძნელეებით.

მეორე მსოფლიო ომი გახდა იმპულსი ადელაიდის განვითარებისთვის და ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის ტომას პლეიფორდ IV-ის მთავრობის პერიოდში, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რეგიონის სხვა ავსტრალიის ქალაქებთან შედარებით უფრო დაცული ამ ქალაქის მრეწველობის განვითარებას. ომში მონაწილეობას იღებდა 70 000 ადამიანი და ამ პერიოდში შტატის მეორე პორტში, ქალაქ უაიალაში (ადელაიდიდან 395 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით) ვითარდებოდა გემთმშენებლობა.

სამხრეთ ავსტრალიის შტატის მთავრობამ ამ პერიოდიდან დაიწყო რეგიონის ომისშემდგომი საწარმოო შესაძლებლობების აქტიურად გამოყენება. Holden-ის (ეკუთვნის General Motors-ს) და Chrysler (დღეისათვის Mitsubishi) საერთაშორისო მწარმოებლები აქტიურად ანვითარებენ ქალაქის საავტომობილო მრეწველობას და გარდაქმნიან მას ავსტრალიის ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრად. 1954 წელს მანუმიდან წყალგაყვანილობამ ქალაქი უზრუნველყო მტკნარი წყლით მდინარე მურეიდან, ხოლო 1955 წელს ადელაიდას თანამგზავრ ქალაქ უესტ ბიჩთან გაიხსნა საერთაშორისო აეროპორტი. იმიგრანტებისთვის დახმარების პროგრამამ, რომელიც მიღებული იქნა 1973 და 1974 წლებს შორის, რეგიონში ჩამოიყვანა 215 000 იმიგრანტი მთელი მსოფლიოდან.

1970-იან წლებში დანსტენის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევდა ქალაქის კულტურულ განვითარებას, ატარებდა სოციალურ რეფორმებს და უზრუნველყოფდა ქალაქში ხელოვნების განვითარებას. 1985 და 1996 წლებს შორის ადელაიდაში ჩატარდა ფორმულა ერთის შეჯიბრება აღმოსავლეთის პარკების ადელაიდას ქუჩების ტრასაზე[5]. შტატის ძირითადი ბანკის დახურვამ რეგიონში გამოიწვია ეკონომიკური სიძნელეები, რომლებიც გრძელდებოდა 2004 წლამდე, როდესაც რეიტინგულმა სააგენტო Standard & Poor's-მა ადელაიდას მიანიჭა საკრედიტო რეიტინგი ААА[6]. უკანასკნელ წლებში რანის მთავრობის პერიოდში შტატში აღინიშნება ეკონომიკური ზრდა.

მოსახლეობა

2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ადელაიდას ქალაქის ნაწილის მოსახლეობა შეადგენდა 1 225 235 ადამიანს[1], რის შედეგადაც იგი მოსახლეობის რაოდენობით მეხუთე ქალაქია. 2002—2003 წლების პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 0,6 %-ით, იმ დროს, როდესაც საშუალო ზრდა ქვეყანაში შეადგენს 1,2 %-ს. სამხრეთ ავსტრალიის შტატის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 70,3 % ცხოვრობს ადელაიდის ქალაქის ფარგლებში, ამიტომ სამხრეთ ავსტრალიის შტატი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალიზებულ შტატად. ძირითადი რაიონები, სადაც აღინიშნა მოსახლეობის ზრდა, გახდნენ ადელაიდას შემოგარენი ქალაქები Mawson Lakes და Golden Grove. ქალაქელები ფლობენ 341 227 სახლს, 54 826 შერეულ სახლს ანუ თაუნჰაუზს და 49 327 ბინას.

ქალაქის უფრო მეტად შეძლებული და განათლებული მაცხოვრებლები ცხოვრობენ სანაპირო რაიონებში (როგორებიცაა Brighton და Hallett Cove), აღმოსავლეთის რაიონებში (Tusmore და Norwood) და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში (Burnside და Waterfall Gully). ქალაქის თითქმის ყოველ მეხუთე მოსახლეს (17,9 %) აქვს საუნივერსიტეტო განათლება. ქალაქში სამუშაო სპეციალობის მქონე შრომისუნარიანი მოსახლეობის ადამიანების რაოდენობა შემცირდა 1991 წლის აღწერის შესაბამისად 62,1 %-დან 2001 წლის აღწერის შესაბამისად 52,4 %-მდე.

მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ თავს თვლის ქრისტიანად, ძირითადად: კათოლიკედ (22,1 %), ანგლიკანად (14,0 %), პრესვიტერიანად (8,4 %) და მართლმადიდებლებად (3,8 %). მოსახლეობის დაახლოებით 24 % არ თვლის საკუთარ თავს რომელიმე ეკლესიის მიმდევრად, რაც მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მთელი ქვეყნის მაჩვენებელი — 18,7 %.

მთლიანად ადელაიდას მაცხოვრებლები ბერდება უფრო მალე, ვიდრე ავსტრალიის სხვა შტატების მსხვილი ქალაქების მოსახლეობა. ქალაქის მოსახლეობის მეოთხედზე ცოტათი მეტს (26,7 %) შეადგენენ ადამიანებს, რომელთა ასაკი 55 წელია ან მეტი, მაშინ როდესაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია 24,3 %. ადელაიდაში ცხოვრობს 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა, რაც შეადგენს ქალაქის მოსახლეობის 17,8 %-ს, მაშინ როდესაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია — 19,8 %.

ქალაქის იმ მაცხოვრებლების წილი, რომლებიც დაიბადნენ ავსტრალიის ფარგლებს გარეთ შეადგენს მთელი მოსახლეობის 23,7 %-ს (262 367 ადამიანი). მათი ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ (Woodville და Athol Park) და ცენტრალურ რაიონებში. მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფები, რომლებიც დაიბადნენ სხვა ქვეყნებში არიან ინგლისიდან (7,3 %), იტალიიდან (1,9 %), შოტლანდიიდან (1,0 %), ვიეტნამიდან (0,9 %) და საბერძნეთიდან (0,9 %) ჩამოსულები. ინგლისური ენის გარდა ყველაზე გავრცელებული ენებია იტალიური (3,0 %), ბერძნული (2,2 %), ვიეტნამური (1,2 %), პუტუნჰუა (ერთ-ერთი ჩინური ენა 0,8 %) და კანტონური (ჩინური ენის ერთ-ერთი დიალექტი 0,7 %)[7].

ქალაქის დაგეგმარება

ადელაიდა — კარგად დაგეგმარებული ქალაქია, რომლის გეგმა შემუშავდა ავსტრალიის პირველი ქალაქმშენებლის, პოლკოვნიკ უილიამ ლაიტის მიერ. ადელაიდის ქუჩები წარმოადგენს უჯრედს, რომლის ცენტრში («შიდა ქალაქი») განლაგებულია ხუთი მთავარი მოედანი, ხოლო ქალაქის ცენტრს გარს ერტყმის პარკების მთლიანი რკალი. ლაიტის გეგმას პირველი დასახლებულებისათვის თავიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. მისით კმაყოფილი არც შტატის პირველი გუბერნატორი ჯონ ჰაინდმარში ყოფილა. მაგრამ ლაიტმა მაინც თავისი გაიტანა და ყველა წინააღმდეგობა გადალახა. ასეთმა განლაგებამ ქალაქს მისცა მრავალი უპირატესობა: თავიდანვე ადელაიდას ჰქონდა ფართე გზები რამდენიმე ხაზით, ქალაქში ორიენტირება საკმაოდ ადვილი იყო, ხოლო მის ცენტრს გარს ეკრა ლამაზი პარკები. ადელაიდაში არსებობს ორი რგოლური ავტომაგისტრალი, რომელიც გახდა ლოგიკური გაგრძელება ქალაქის პირველყოფილი გეგმისა. შიდა რგოლი გადის პარკების საზღვარზე, ხოლო გარე გადის ქალაქის ცენტრის შორეულ საზღვარზე[8].

გაფართოებისას, ქალაქმა ზოგიერთ საკითხში გადააჭარბა ლაიტის საწყის გეგმას. მრავალი ქალაქ-თანამგზავრი აშენდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, რომელთაგან ყველაზე დიდი გახდა სოლსბერი (Salisbury) და ელიზაბეტი (Elizabeth) ქალაქის ჩრდილოეთით. დღეისათვის ეს ორი ქალაქი მთლიანად გარს ეკვრის ქალაქის ცენტრს. ადელაიდის მთების რეგიონის განვითარება დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ შოსეს მშენებლობის შედეგად. ქალაქის მშენებლობის განვითარებამ ქალაქის სამხრეთში აუცილებელი გახადა სამხრეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ახალი გზები — არ იყო მზარდი ქალაქის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება. ეგრეთ წოდებული ო-ბანი სატრანსპორტო სიძნელეების უნიკალური გადაწყვეტის მაგალითია, რომელსაც ადელაიდა შეეჯახა 1980-იან წლებში[9]. ადელაიდას უახლოესი შემოგარენის — გოლდენ გროუვის (Golden Grove) განვითარება 1980-იანი წლების ბოლოს შეიძლება ჩაითვალოს წარმატებული საქალაქო დაგეგმარების მაგალითად. მთლიანად, ახალი რაიონები არც თუ ისე კარგად არიან ინტეგრირებულები ქალაქის პირველყოფილ გეგმაში, როგორც ძველი ქალაქ-თანამგზავრები, ამიტომ ადელაიდას სატრანსპორტო სისტემა უპირისპირდება გარკვეულ სიძნელეებს, რომლებიც გარკვეულწილად არ შეიძლება შევადაროთ მელბურნის ან სიდნეის ტრაფიკის პრობლემებს.

ქალაქ-თანამგზავრები

სამხრეთ ავსტრალიის შტატის — ადელაიდის ქალაქ-თანამგზავრების ყველა საფოსტო ინდექსი იწყება ციფრით — ‘5’.

ეკონომიკა

ადელაიდის ეკონომიკის ძირითადი დარგებია მატერიალური წარმოება, თავდაცვითი წარმოება და გამოკვლევები, ასევე მომსახურების სფერო. აქ მდებარეობს მსხვილი თავდაცვითი, საწარმოო და საკვლევი ზონები. ასეთებს მიეკუთვნება საავტომობილო მრეწველობის საწარმოები Holden და Mitsubishi, ასევე სამედიცინო დანადგარების და ელექტროტექნიკის საწარმოები. ავსტრალიაში წარმოებული მთელი ავტომობილების თითქმის ნახევარი კეთდება ადელაიდაში[10]. გლობალური მედიაკონცერნი News Corporation დაარსდა და 2004 წლამდე მდებარეობდა ადელაიდაში, რომელსაც რუპერტ მერდოკი დღემდე თვლის საკუთარ «სულიერ სახლად». ავსტრალიის მსხვილი ნავთობმომპოვებელი კომპანია Santos (South Australia Northern Territory Oil Search), ცნობილი ავსტრალიური ლუდსახარში კომპანია Coopers, მაღაზიათა მსხვილი ქსელი Harris Scarfe და ავსტრალიაში სიდიდით მეორე საინვესტიციო კომპანია Argo Investments Limited განთავსებულია ადელაიდაში. 1992 წლიდან სამხრეთ ავსტრალიის მთავარი ბანკის — State Bank of South Australia-ის გაკოტრებამ გამოიწვია შტატის ვალების მკვეთრი ზრდა (4 მილიარდ ავსტრალიურ დოლარამდე). ამან მოიტანა ის, რომ შტატის მთავრობა რამდენიმე თანმიმდევრობითი პერიოდების განმავლობაში იძულებული იყო აქცენტი გაეკეთებინა შეზღუდულ ბიუჯეტზე და მუდმივად ამცირებდა ხარჯებს, რაც თავის მხრივ აფერხებდა შტატის და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას. ბოლო დროს ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო შტატის მთავრობას ხელახლა მიეღო საკრედიტო რეიტინგი AAA+[11]. სამხრეთ ავსტრალიის შტატის ეკონომიკა, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებულია ადელაიდის ეკონომიკასთან, აგრძელებს უფრო სწრაფ ზრდას, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად[12].

ადელაიდაში მდებარეობს ავსტრალიის თავდაცვითი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ საწარმოებს ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვთ მილიარდ ავსტრალიურ დოლარზე მეტი ყოველწლიურად. ავსტრალიის თავდაცვითი სექტორის კომპანიების 70 % მდებარეობს ადელაიდაზე. ძირითადი სახელმწიფო თავდაცვით-საკვლევი ინსტიტუტები, Defence Science and Technology Organisation, და თავდაცვითი მრეწველობის სხვა სტრუქტურები მდებარეობენ ადელაიდის შემოგარენში მყოფ სოლსბერიში, ედინბურგის სამხედრო ბაზიდან შორიახლოს. დანარჩენი თავდაცვითი საწარმოები (როგორებიცაა Saab Systems) მდებარეობენ ადელაიდის ტექნოლოგიურ პარკში. Australian Submarine Corporation, რომელიც მდებარეობს ადელაიდას საწარმოო შემოგარენ ოზბორნში (Osborne), დაკავებულია ავსტრალიური «კოლინზის» ტიპის წყალქვეშა გემების დამუშავებით და წარმოებით[13] და უახლოეს პერიოდში მოიგო კონტრაქტი 6 მილიარდი ავსტრალიური დოლარის თანხის ოდენობით ახალი ავიამზიდების წარმოებაზე[14].

ქალაქის მომუშავე მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 466 829 ადამიანს, რომელთაგან 62,3 % მუშაობს მთელი მუშა დატვირთვით, ხოლო 35,1 % ნაწილობრივი. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რომლებიც მუშაობენ არასრული სამუშაო დღე (მათ შორის კონტრაქტით), მათი წილი გაიზარდა 1991 წლის 11,6 %-დან დღევანდელ თითქმის მესამედამდე. მომუშავე მოსახლეობის 15 % მუშაობს წარმოებებში, 5 % მშენებლობაში, 15 % ვაჭრობაში, 11 % ბიზნესში, 7 % განათლების სფეროში და 12 % ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში. საშუალო ინდივიდუალურმა შემოსავალმა 15 წელზე უფროსი პირებისათვის შეადგინა $447 კვირაში, საშუალო $466-თან შედარებით ქვეყანაში. ოჯახის საშუალო შემოსავალმა შეადგინა $1137 კვირაში, საშუალო $1171-თან შედარებით ქვეყანაში[15]. ადელაიდაში ცხოვრების და უძრავი ქონების ღირებულების ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ავსტრალიის სხვა ქალაქებში. საცხოვრებელი ბინების საშუალო ღირებულება ადელაიდაში ორჯერ დაბალია, ვიდრე სიდნეიში და შეადგენს მელბურნის საცხოვრებელი ბინების საშუალო ღირებულების დაახლოებით 75 %-ს. უმუშევრობის საშუალო დონე 2007 წლის მარტში შეადგენდა 6,2 %-ს[16]. უმუშევრობა ადელაიდას ჩრდილოეთი თანამგზავრი ქალაქების მოსახლეობას შორის მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ადელაიდას სხვა რეგიონებში და შეადგენს 8,3 %-ს, იმ დროს, როდესაც ადელაიდას აღმოსავლეთ და სამხრეთ თანამგზავრ ქალაქებში ეს დონე საშუალოზე დაბალია და შეადგენს 4,9 %-ს და 5,0 %-ს შესაბამისად[17].

ტრანსპორტი

ადელაიდა მდებარეობს ავსტრალიის კონტინენტის სამხრეთი ნაწილის ცენტრში, რის შედეგადაც ის მთავარი სატრანსპორტო კვანძია და უზრუნველყოფს კავშირს ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის. ქალაქში არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებული სისტემა, რომელიც მოიცავს საავტობუსო მარშრუტების (მათ შორის ცნობილი ო-ბანის), საგარეუბნო მატარებლების და ტრამვაის ხაზის ფართე ქსელს. ტრამვაის ხაზი ადელაიდა-გლენელგი უახლოეს პერიოდში დაგრძელდა და გაუკეთდა რეკონსტრუქცია, და ახლა გადის ქალაქის ცენტრის გავლით ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ისტორიულად ადელაიდაში გადაადგილება იყო შედარებით ადვილი, ვიდრე ავსტრალიის სხვა შტატების დედაქალაქებში, რასაც უზრუნველყოფდა ქალაქის დაარსებიდან დაწყებიდან ფართე ქუჩების და მრავალხაზიანი გზების მშენებლობა. ადელაიდას ხუმრობით ეძახდნენ «ოცი წუთის ქალაქს» — საშუალოდ ზუსტად ეს დრო იყო საჭირო გარეუბნიდან საქმიან ცენტრამდე მისასვლელად. მაგრამ, ბოლო წლებში საქალაქო ქსელი ძნელად უმკლავდება ტრანსპორტის რაოდენობის ზრდას[18].

ადელაიდაში არსებობს სამი ძირითადი ავტომაგისტრალი, რომელთაგან ორი ჩქაროსნულია. სამხრეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალი, აერთებს ქალაქს ადელაიდის მთების რაიონთან და შემდეგ მიემართება აღმოსავლეთით ქალაქ მურეი-ბრიჯამდე. პორტ-რივერის ჩრდილოეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აერთებს ადელაიდას საზღვაო პორტს ფედერალურ ტრასებთან. სამხრეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ორგანიზებულია რევერსირებული მოძრაობა, ის უკავშირებს ადელაიდის სამხრეთ გარეუბნებს ქალაქის ცენტრს. შემოვლითი ავტომაგისტრალი ადელაიდის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნის — გოულერის გარშემო, ასევე ხელსაყრელი სატრანსპორტო კორიდორია. 2008 წელს დაიწყო ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ჩრდილოეთის) მშენებლობა, ასევე სამხრეთის შოსეს რეკონსტრუქცია, რომელიც მოიცავს მის გაფართოებას და რამდენიმე სატრანსპორტო განშტოების მშენებლობას. ამ პროექტების დასრულება საშუალებას იძლევა ტრანსპორტის უწყვეტი მოძრაობის ორგანიზებას სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ქალაქის ცენტრის გვერდის ავლით და ასევე ხელს შეუწყობს დაშორებულ სამხრეთის გარეუბნებთან დაკავშირების პრობლემის გადაწყვეტას[19].

ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე (სულ შვიდ კილომეტრში ქალაქის ცენტრიდან) ადელაიდას საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე ახალი და თანამედროვე აეროპორტის ტერმინალია ავსტრალიაში. აეროპორტის გამტარუნარიანობა შეადგენს 6,3 მილიონ მგზავრს წელიწადში. აეროპორტის შენობა, რომელიც ითავსებს შიდა და საერთაშორისო რეისებს, აშენდა დაძველებული ტერმინალის ნაცვლად. აეროპორტი სერტიფიცირებულია ყველა სახის საჰაერო აპარატების მიღებაზე, მათ შორის Airbus A380. 2007 წლის მარტში ადელაიდის აეროპორტმა დაიკავა მეორე ადგილი აეროპორტების საერთაშორისო რეიტინგში 5-დან 15 მილიონი მგზავრების კატეგორიაში და მიიღო შესაბამისი ჯილდო[20]. აეროპორტს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 27 თვითმფრინავი და ემსახურება 3000 მგზავრს საათში. ადელაიდას მეორე აეროპორტი — პარაფილდი, ძირითადად გამოიყენება საერთო დანიშნულების ფრენების შესასრულებლად. ის მდებარეობს 18 კილომეტრში ჩრდილოეთით ქალაქის ცენტრიდან.

ჯანდაცვა

ქალაქში პირველი საავადმყოფო გახდა 1840 წელს დაარსებული ადელაიდის სამეფო ჰოსპიტალი (Royal Adelaide Hospital) (RAH). დღეს ეს ქალაქის ერთ-ერთი დიდი საავადმყოფო და სასწავლო მოედანია ადელაიდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისათვის. საავადმყოფოს ტევადობა შეადგენს 705 საწოლს. RAH-ის სხვა განყოფილებები, რომლებთაც აქვთ უფრო ვიწრო სპეციალიზაცია, — Hampstead Rehabilitation Centre მდებარეობენ ადელაიდას ქალაქ-თანამგზავრებში ნორტფილდში და გლენსაიდში. ადელაიდის ჯანმრთელობის სხვა მსხვილი დაწესებულებებია ბავშვთა და ქალთა საავადმყოფო (Women's and Children's Hospital) (305 საწოლი), რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში; დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტალი (340 საწოლი), რომელიც მდებარეობს ვუდვილში, ასევე ფლინდერსის სამედიცინო ცენტრი (500 საწოლი), რომელიც მდებარეობს ბედფორდ-პარკში. ეს საავადმყოფოები ასოცირებულია სამედიცინო სკოლებთან — ადელაიდის უნივერსიტეტთან და ფლინდერსის უნივერსიტეტთან.

2007 წლის ივნისში შტატის მთავრობამ განაცხადა ქალაქის ჯანდაცვის სექტორის განვითარების გეგმებზე, რომელიც მოიცავს ახალი ჰოსპიტალის მშენებლობას ტერიტორიაზე, რომელიც დღეისათვის უკავია ძველ სარკინიგზო ლიანდაგებს ცენტრალური სადგურის დასავლეთით. ახალმა საავადმყოფომ უნდა შეცვალოს სამეფო ჰოსპიტალი. მისი ზომები შეადგენს 800 საწოლს, ხოლო ღირებულება აჭარბებს 1,7 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს[21].

ამ გეგმების გარდა, ასევე გამოცხადდა სამხრეთში მდებარე ფლინდერსის სამედიცინო ცენტრის და ელიზაბეტის რაიონში ლაიელ მაკევინის საავადმყოფოს მნიშვნელოვან გაფართოებაზე. ის გახდება ძირითადი სამედიცინო ცენტრი ჩრდილოეთი ქალაქ-თანამგზავრებისთვის. იგეგმება დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტალის, მოდბერის ჰოსპიტალის და ნორლანგის საავადმყოფოს გადაკეთება სპეციალიზებულ ქირურგიულ ცენტრებად[22].

განათლება

ადელაიდაში სასკოლო განათლება უზრუნველყოფილია სხვადასხვა საზოგადოებრივი და კერძო სკოლებით და შედის შტატის მთავრობის მოვალეობაში. საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობენ განათლების შესახებ სამხრეთ-ავსტრალიური სერთიფიკატის (South Australian Certificate of Education) (SACE) სტანდარტის ან საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სტანდარტის საფუძველზე.

ადელაიდაში უმაღლესი განათლების სისტემა კარგადაა განვითარებული, მარტო ქალაქის ცენტრში მდებარეობს რვიდან ხუთი სწავლების ცენტრი TAFE. ისინი სპეციალიზირდებიან უნივერსიტეტ-გარე უმაღლეს განათლებაზე, აძლევენ მას ფასიან ალტერნატივას. ადელაიდაში მდებარეობს ყველა სამი სამხრეთ-ავსტრალიური უნივერსიტეტი. ადელაიდას უნივერსიტეტი შედის რვის ჯგუფში (ინგლ. Group of Eight, Go8) და სამიდან ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ავსტრალიაში. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ამ უნივერსიტეტის ხუთი კამპუსი. სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს სამხრეთ-ავსტრალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და პოსტ-დიპლომური სწავლების სამხრეთ-ავსტრალიის კოლეჯის შეერთების შედეგად. მისი ხუთიდან ოთხი კამპუსი მდებარეობს ქალაქის ტერიტორიაზე, ორი ცენტრში. ბედფორდ პარკის (Bedford Park) რაიონში, რომელსაც სახელი ეწოდა ბრიტანელი პირველი გზამკვლევის და მკვლევარის მეტიუ ფლინდერსის პატივსაცემად, მდებარე ფლინდერსის უნივერსიტეტი დაარსდა 1966 წელს. ეს პატარა სასწავლო დაწესებულებაა, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამედიცინო ინსტიტუტი და ფლინდერსის სამედიცინო ცენტრი (Flinders Medical Centre). წამყვანმა ამერიკულმა კერძო კარნეგი-მელონის უნივერსიტეტმა 2006 წელს ადელაიდაში გახსნა ორი კამპუსი და იძლევა ავსტრალიურ და ამერიკულ სამეცნიერო ხარისხებს. ჰაინცის სკოლა სპეციალიზებულია საინფორმაციო ტექნოლოგიის და სახელმწიფო მართვის შესწავლაში. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში — ვიქტორია-სკვერში. ამ სასწავლო დაწესებულების მეორე კამპუსი სპეციალიზირდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და გართობის ინდუსტრიის შესწავლაზე. ეს სასწავლო დაწესებულებები იზიდავენ სტუდენტთა დიდ რაოდენობას ავსტრალიიდან და უცხოეთიდან, რითაც ადელაიდას აქვს «განათლების ქალაქის» რეპუტაცია[23].

SABRENet — ოპტიკურ ბოჭკოვანი საინფორმაციო ქსელი აერთიანებს ადელაიდის ყველა უნივერსიტეტებს, ტექნოლოგიურ პარკებს, საკვლევ ცენტრებს, კოლეჯებს და ზოგიერთ სკოლებს ერთიან საინფორმაციო სივრცეში.

დამეგობრებული ქალაქები

ქალაქ ადელაიდასთან დამეგობრებულია შემდეგი ქალაქები:[24]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-04.
  2. Adelaide Council Naming Practices, courtesy Catholic University
  3. South Australian Place Names. courtesy Government of South Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2015-02-05.
  4. Blair, Robert D.. (2001)Events in South Australian History 1834-1857 (HTML). Pioneer Association of South Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2006-05-10.
  5. Adelaide Street Circuit. Formula 1 Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2007-06-13.
  6. "All-round country", The Australian: p14, 2004-09-29
  7. Adelaide (Statistical Division), courtesy Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-30. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  8. Adelaide’s Inner and Outer Ring Routes, courtesy South Australian Department of Transport
  9. Adelaide's Freeways - A History from MATS to the Port River Expressway. Ozroads. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  10. South Australia Fact Sheet: Automotive, courtesy Business South Australia (.pdf)
  11. South Australia’s Credit Rating the Highest, courtesy Business South Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-01. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  12. South Australia’s Economic Performance Update, courtesy Business South Australia (.pdf)
  13. The Fleet — Royal Australian Navy
  14. South Australia: The Defence Industry Choice, courtesy Defence SA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-09. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  15. Adelaide (Statistical Division), courtesy Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-30. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  16. Adelaide, courtesy Labour Market Information Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-04. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  17. SA Regional Labour Force Data, courtesy Australian Bureau of Statistics Labour Force Survey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-19. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  18. Metro Malcontent - The Twenty Minute City No More. Royal Automobile Association, South Australia (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-15. ციტირების თარიღი: 2020-12-31. (1.18 MB PDF)
  19. South Road Upgrade
  20. Innes, Stuart (2005-01-10), "Super airliner cleared to land at our new airport", The Advertiser
  21. Owen, Michael (2007-06-07), "800 beds, helipad and train station: Our 'Marj' hospital", The Advertiser: p5
  22. 'News: New $1.7 billion hospital spearheads health reform'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-15. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
  23. Home — Adelaide City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-04-11. ციტირების თარიღი: 2004-04-11.
  24. Sister Cities - Adelaide City Council დაარქივებული 2012-01-11 საიტზე Wayback Machine. Retrieved 10 October 2013

Read other articles:

Universitas Negeri SurabayaLambang UNESAMotoGrowing with CharacterJenisPerguruan Tinggi NegeriDidirikan19 Desember 1964; 59 tahun lalu (1964-12-19)[1][2]Lembaga indukKementerian Pendidikan, Kebudayaan, Riset, dan TeknologiRektorProf. Dr. H. Nurhasan, M.Kes.Staf akademik-Jumlah mahasiswa-AlamatKampus Lidah Wetan Jl. Rektorat Unesa, Lidah Wetan, Kec. Lakarsantri, 60213 Kampus KetintangJl. Ketintang, Ketintang, Kec. Gayungan, 60231 Kampus MagetanJl. Maospati - Barat. No.357-...

 

Raidió Teilifís Éireann (RTÉ)JenisKorporasi hukumIndustriSiaranDidirikan1 Juni 1960KantorpusatDonnybrook, Dublin, IrlandiaWilayah operasiRepublik Irlandia,Irlandia Utara (melalui analog dicurahkan dari RoI, layanan satelit dan kabel),Seluruh dunia (melalui layanan internet, satelit, digital dan analog)TokohkunciTom Savage, Ketua Noel Curran, Direktur-Umum[1]JasaLayanan televisi dan radio Penerbitan transmisi dan penerbitan elektronik (teleteks dan web) layanan telekomunikasi komer...

 

Poaceae Secale cereale, le seigle (illustration botanique planche extraite de Flora von Deutschland, Österreich und der Schweiz d'Otto Wilhelm Thomé, 1885, Gera).Classification APG III (2009) Règne Plantae Clade Angiospermes Clade Monocotylédones Clade Commelinidées Ordre Poales FamillePoaceae(R.Br.) Barnh., 1895[1] Taxons de rang inférieur Sous-familles(selon Soreng et al., 2015)[2] Anomochlooideae Pilg. ex Potztal, Aristidoideae Caro Arundinoideae Dumortier Bambusoideae Luerss. Chlor...

City in Tehran province, Iran For the administrative division, see Varamin County. For the village in Kerman province, see Varamin, Kerman. City in Tehran, IranVaramin Persian: ورامينCity From top to bottom Courtyard of Jameh Mosque of Varamin، Imamzadeh Yahya، Aladdin Tower، Sugar factoryVaraminCoordinates: 35°21′03″N 51°38′09″E / 35.35083°N 51.63583°E / 35.35083; 51.63583[1]CountryIranProvinceTehranCountyVaraminDistrictCentralElevation915...

 

追晉陸軍二級上將趙家驤將軍个人资料出生1910年 大清河南省衛輝府汲縣逝世1958年8月23日(1958歲—08—23)(47—48歲) † 中華民國福建省金門縣国籍 中華民國政党 中國國民黨获奖 青天白日勳章(追贈)军事背景效忠 中華民國服役 國民革命軍 中華民國陸軍服役时间1924年-1958年军衔 二級上將 (追晉)部队四十七師指挥東北剿匪總司令部參謀長陸軍�...

 

2017 single by Reba McEntire Back to GodSingle by Reba McEntirefrom the album Sing It Now: Songs of Faith & Hope ReleasedJanuary 20, 2017[1]GenreChristian countryLength4:50LabelNash IconBig MachineCapitol ChristianSongwriter(s)Randy HouserDallas DavidsonProducer(s)Doug SisemoreReba McEntire]]Reba McEntire singles chronology Softly and Tenderly (2016) Back to God (2017) God and My Girlfriends (2017) Lauren Daigle singles chronology Come Alive (Dry Bones)(2016) Back to God(2017)...

American baseball player (born 1981) Baseball player Josh WilsonWilson with the Seattle Mariners in 2009InfielderBorn: (1981-03-26) March 26, 1981 (age 43)Pittsburgh, Pennsylvania, U.S.Batted: RightThrew: RightMLB debutSeptember 7, 2005, for the Florida MarlinsLast MLB appearanceOctober 4, 2015, for the Detroit TigersMLB statisticsBatting average.229Home runs10Runs batted in84 Teams Florida Marlins (2005) Washington Nationals (2007) Tampa Bay Devil Rays (200...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Environment of Idaho – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2010) (Learn how and when to remove this message) The environment of Idaho is rich in ecological diversity. Major forest ecosystems include grand fir-Douglas fir forest, cedar-hemlock-pine forest, Dougla...

 

Climatic conditions of Minnesota, US Köppen climate types of Minnesota, using 1991-2020 climate normals. Minnesota has a humid continental climate, with hot summers and cold winters. Minnesota's location in the Upper Midwest allows it to experience some of the widest variety of weather in the United States, with each of the four seasons having its own distinct characteristics. The area near Lake Superior in the Minnesota Arrowhead region experiences weather unique from the rest of the state....

This article is written like a personal reflection, personal essay, or argumentative essay that states a Wikipedia editor's personal feelings or presents an original argument about a topic. Please help improve it by rewriting it in an encyclopedic style. (October 2021) (Learn how and when to remove this message) 1688 Germantown Quaker Petition Against SlaveryThe petition was the first American public document to protest slavery. It was also one of the first written public declarations of univ...

 

Fictional character Fictional character Ginny FieldFriday the 13th characterSteel portraying GinnyFirst appearanceFriday the 13th Part 2Created by Ron Kurz Phil Scuderi Portrayed byAmy SteelIn-universe informationFull nameVirginia Ginny FieldOccupationCamp counselor (former)PsychologistStatusAlive Ginny Field is a fictional character in the Friday the 13th series. She first appears in Friday the 13th Part 2 (1981) as a child psychology student working as a camp counselor assistant trainer, in...

 

The All-American RejectsNama lainAARAsalStillwater, Oklahoma, Amerika SerikatGenreAlternative rockPower popTahun aktif1999–sekarangLabelDGC / Interscope (2004-sekarang)[1][2]Doghouse (2001-2009)[3]DreamWorks (2002-2004)Situs webAllAmericanRejects.comAnggotaTyson RitterNick WheelerMike KennertyChris GaylorMantan anggotaJesse TabishTim Campbell The All-American Rejects 2006 The All-American Rejects adalah sebuah grup musik asal Amerika Serikat yang dibentuk pada 1999 d...

Античная философияПредфилософская традиция(VIII—VII вв. до н. э.) Акусилай Гомер Гесиод Лин Мусей Орфей Ферекид Эпименид Натурфилософия(VII—V вв. до н. э.) Милетская школа Фалес Анаксимандр Анаксимен Пифагорейцы Пифагор Алкмеон Кротонский Архит Тимей Локрский Филолай Элеаты...

 

Charles-Ferdinand de Bourbon-Siciles Le prince de Capoue.Titre Prince héritier des Deux-Siciles 8 novembre 1830 – 16 janvier 1836(5 ans, 2 mois et 8 jours) Données clés Prédécesseur Ferdinand de Bourbon-Siciles Successeur François de Bourbon-Siciles Biographie Titulature Prince de Capoue Dynastie Maison de Bourbon-Siciles Maison de Bourbon-Deux Siciles Naissance 10 novembre 1811Palerme Décès 22 avril 1860 (à 48 ans)Turin Père François Ier des Deux-Siciles Mè...

 

Questa voce sull'argomento strade degli Stati Uniti d'America è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. U.S. Route 83LocalizzazioneStato Stati Uniti DatiClassificazioneAutostrada InizioWesthope (Dakota del Nord) FineBrownsville (Texas) Lunghezza3.048 km DirezioneNord-sud Data apertura1926 PercorsoPrincipali intersezioniManitoba Highway 83 a Westhope (ND) Interstate 94 da Bismarck (ND) a Sterling (ND) U.S. Route 14 a Pierre (SD) Interstate 9...

Municipality in Lower Saxony, GermanyRhumspringe Municipality Coat of armsLocation of Rhumspringe within Göttingen district Rhumspringe Show map of GermanyRhumspringe Show map of Lower SaxonyCoordinates: 51°34′59″N 10°18′00″E / 51.58306°N 10.30000°E / 51.58306; 10.30000CountryGermanyStateLower SaxonyDistrictGöttingen Municipal assoc.GieboldehausenGovernment • MayorFranz Jacobi (CDU)Area • Total9.36 km2 (3.61 sq mi)El...

 

日本の政治家和泉照雄いずみ てるお生年月日 1921年8月20日出生地 鹿児島県垂水市没年月日 (1986-04-28) 1986年4月28日(64歳没)出身校 陸軍士官学校所属政党 (公明政治連盟→)公明党称号 正五位勲三等旭日中綬章 参議院議員選挙区 全国区当選回数 1回在任期間 1977年7月10日 - 1983年7月9日 鹿児島県議会議員選挙区 鹿児島市区当選回数 3回在任期間 1963年4月23日 - 1972年11月&#...

 

هذه المقالة بحاجة لصندوق معلومات. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة صندوق معلومات مخصص إليها. مسافات رياضية دوال دالة مسافة دالة مسافة متجهة مسافة شبشفية مسافة إقليدية مسافة هاوسدورف مسافة سيارة الأجرة مسافة مسافات بين كائنات رياضية بين نقطة وخط بين نقطتين بين نقطة و...

National Labor Union Stato Stati Uniti Fondazione1866 Dissoluzione1873 SedeBaltimora AbbreviazioneNLU Modifica dati su Wikidata · Manuale La National Labor Union (NLU, Unione Nazionale del Lavoro)[1] è stato il primo sindacato nazionale degli Stati Uniti. Fondato nell'agosto del 1866 a Baltimora[1][2] e sciolto nel 1873, aprì la strada alla formazione di altre organizzazioni simili, come la Knights of Labor e la American Federation of Labor. Il presidente ...

 

Ca' Vendramin CalergiLa facciata di Palazzo Vendramin Calergi.LocalizzazioneStato Italia RegioneVeneto LocalitàVenezia Indirizzosestiere Cannaregio Coordinate45°26′32″N 12°19′47″E45°26′32″N, 12°19′47″E Informazioni generaliCondizioniIn uso Costruzione1481 - 1509 StileVenetian Renaissance architecture RealizzazioneArchitettoMauro Codussi ProprietarioCasinò di Venezia SpA Committentefamiglia Loredan Modifica dati su Wikidata · Manuale Palazzo Vendramin Calergi i...