Mitsubishi Group (იაპონ.三菱グループმიცუბიში გურუპუ?, აგრეთვე ცნობილია, როგორც Mitsubishi Group of Companies ან Mitsubishi Companies, არაოფიციალურად Mitsubishi Keiretsu) — იაპონური მრავალნაციონალური კომპანიების ავტონომიური ჯგუფი[1]. კომპანიები მოიცავენ Mitsubishi-ს ბრენდის, სავაჭრონიშნისა და მემკვიდრეობის გამზიარებელი ბიზნესების მთელ რიგს.
Mitsubishi-ს კომპანიების ჯგუფი წარმოადგენს თავისუფალ იურიდიულ პირს, Mitsubishi Keiretsu-ს, რომელიც ხშირად მოიხსენიება იაპონური და აშშ-ის მედიის ოფიციალურ შეტყობინებებში; ყველა ეს კომპანია ზოგადად წარმოადგენს იმავე სახელწოდების მქონე Zaibatsu-ს. „ტოპ“ 25 კომპანია ასევე Mitsubishi Kinyokai-ს ან „პარასკევის კლუბი“-ს წევრიცაა, რომელნიც შეხვედრებს ყოველთვიურად ატარებენ. დამატებით Mitsubishi.com-ის კომიტეტს ევალება Mitsubishi-ს ბრენდის კომუნიკაციისა და ხელმისაწვდომობის გაიოლება ოფიციალური საიტის მეშვეობით[2].
ისტორია
Mitsubishi-ს კომპანია ივასაკი იატაროს (1834–1885) მიერ, 1870 წელს თავდაპირველად დაარსდა, როგორც საზღვაო ტვირთგადაზიდვის კომპანია. 1873 წელს კომპანიის სახელი შეიცვალა Mitsubishi Shokai-თ . სახელი Mitsubishi (三菱 შედგება ორი ნაწილისგან:„მიცუ“ ნიშნავს „სამს“ ხოლო „ჰიში„ (რომელიც რენდაკუს ქვეშ „ბიში“-თ იკითხება) ნიშნავს „წყლის კაკალს“, აქედან მოდის „რომბის“ ფორმაც, რომელიც კომპანიის ცნობილ ლოგოშია ასახული. სახელი ასევე ითარგმნება, როგორც „სამი ბრილიანტი“[3].