პორტ-პირი (ინგლ. Port Pirie) — ქალაქი ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13 819 ადამიანს[1]. პორტ-პირი 224 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას. დაარსდა 1845 წელს. გაშენებულია სპენსერის ყურის ნაპირებზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 344,4 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო