ბერბაკის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Berbak) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრაზე, ჯამბის პროვინციაში. მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ჭაობის ტყესა და ტორფიანი ჭაობის ტყეს,[1] ისევე როგორც დიდი რაოდენობით პალმის სახეობებს.[2] დაცულ ტერიტორიად 1935 წელს, ჰოლანდიური კოლონიალიზმის ხანაში გამოცხადდა, მოგვიანებით კი ეროვნულ პარკად. არეალი ასევე აღიარებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიად.
ეროვნულ პარკს უჭირავს აღმოსავლეთ სუმატრის ვრცელი ალუვიური ვაკე, რაც კუნძულის დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო