ბუკიტ-ტიგაპულუჰი (ინდონ. Taman Nasional Bukit Tiga Puluh - ცამეტი ბორცვის ეროვნული პარკი) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს 143 223 ჰექტარს. ძირითადად შედგება დაბლობის ტროპიკული ტყეებისაგან. გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი სახეობა, მათ შორის სუმატრის ორანგუტანი, სუმატრის ვეფხვი, სუმატრის სპილო, სუმატრის მარტორქა და აზიური ტაპირი, ისევე როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი ფრინველი. ტერიტორია დასახლებულია ორანგ რიმბას ხალხებით.
ეროვნულ პარკს დიდ საფრთხეს უქმნის ხე–ტყის უკანონო ჭრა და ზეთის პალმის პლანტაციები.[1]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო