ტაკა-ბონე-რატე (ინდონ. Taman Nasional Taka Bonerate) — საზღვაო პარკი ინდონეზიაში, ფლორესის ზღვაში, კუნძულ სულავესის სამხრეთით; მოიცავს ტაკაბონერატეს ატოლებს.
არეალი, რომელიც მოიცავს ატოლ კუნძულებსა და მიმდებარე ზღვას, 1992 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[1][2]
ატოლი შედგება განცალკევებული მაგიდა რიფებისა და გარსშემორტყმული ლაგუნებისაგან. სულ შედის 20 ატოლი, რომელთაგან ექვსი დასახლებულია. მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს ბონერატეს ხალხი.[3]
განსაკუთრებულია ატოლის ეკოლოგიური მნიშვნელობა; გამოირჩევა მდიდარი ზღვისა და ფრინველთა სამყაროთი. ეროვნული პარკი მიჩნეულია მსოფლიოში ერთ–ერთ უმაღლეს საზღვაო ბიომრავალფეროვან ადგილად.[4]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო