ბეტუნგ-კერიჰუნი (ინდონ. Taman Nasional Betung Kerihun) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ბორნეოზე, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს შიდა ნაწილში, მალაიზიის საზღვრის გასწვრივ. შეიქმნა 1995 წელს. მოიცავს 8 000 კმ²-ს.[1] მალაიზიის მხარეს მდებარე ლანჯაგ-ენტიმაუს ველური ბუნების ნაკრძალთან ერთად, შეთავაზებულ იქნა იუნესკოსთვის, რათა შეიტანოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სახელით „ბორნეოს ტრანსსასაზღვრო წვიმის ტყეების მემკვიდრეობა“.[2]
ეროვნული პარკი გორაკ–ბორცვიანი და მთიანია. სიმაღლე 150 მეტრიდან 1 800 მეტრამდე მერყეობს. ტოპოგრაფია ხასიათდება ციცაბო მწვერვალებით, უმაღლესი მწვერვალია კერიჰუნის მთა (1 790 მ). პარკში მდებარეობს მდინარე კაპუასის სათავე.[2]
პარკის მემკვიდრეობა მოიცავს ორ ეკორეგიონს — ბორნეოს წვიმის ტყეებს, რომელიც ტერიტორიის 2/3-ს ფარავს და ბორნეოს დაბლობის წვიმის ტყეებს.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო