ორინ-ნური, ნგორინგ-ცო (ჩინ.: 鄂陵湖) — ტბა ჩინეთში, ცინხაის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით. გაწოლილია ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 4268 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 610,7 კმ², მაქსიმალური სიღრმე 30,7 მ. ტბაზე გაედინება მდინარე ხუანხე. პირველად გამოიკვლია მოგზაურმა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ 1884 წელს. ტიბეტურ ენაზე ტბის სახელწოდება ითარგმნება როგორც „გრძელი ლურჯი ტბა“. მდიდარია თევზით.
რესურსები ინტერნეტში