თენგიზი, დენგიზი (ყაზახ. Теңіз) — მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ცელინოგრადის ოლქში. მდებარეობს ყაზახეთის წვრილგორაკების ჩრდილოეთ ნაწილში. განლაგებულია ტექტონიკურ ქვაბულში. ფართობი 1590 კმ². სიგრძე 75, სიგანე 40 კმ, სიღრმე 8 მ-მდე. ნაპირები უმეტესად დაბალი აქვს. აღმოსავლეთ სანაპირო ძლიერ დანაწევრებულია, რომლის გასწვრივ რამდენიმე კუნძულია; ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალმარჩხი ყურეა.
საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. ფსკერი სწორია, თიხოვანი, ზოგან დაფარულია შავი ლამით, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ. ტბის წყალი შეიცავს მირაბილიტს. მარილიანობა 3,12,7 ‰, ყურეში — 18,2 ‰.
იყინება დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია. ერთვის მდინარეები ნურა და ყუნალუთფესი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა