შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი (დ. 26 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 29 დეკემბრიდან.[1]
ბიოგრაფია
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე. 1998-1999 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2000-2001 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „Heimes&Muller“-ის ადვოკატის თანაშემწე. 2000-2002 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი. 2005-2006 წლებში – სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში. 2007-2015 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012-2015 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015-2017 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017-2020 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2021 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე აირჩიეს ახალ თავმჯდომარედ. მის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.[1]
2022 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პაპუაშვილმა 18 საგარეო ვიზიტი განახორციელა და 37 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეებს შეხვდა. [3]
მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[4]
2024 წლის არჩევნებისთვის პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრად წარადგინეს. [5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე | |
---|
| საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე | |
---|
| დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე | |
---|
| პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|
| უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები | |
---|
| სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები | |
---|
| პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|
| პარლამენტის სპიკერი | |
---|
| პარლამენტის თავმჯდომარეები |
- ზურაბ ჟვანია (25 ნოემბერი, 1995 – 20 ნოემბერი, 1999)
- ზურაბ ჟვანია (მეორეჯერ) (20 ნოემბერი, 1999 – 1 ნოემბერი, 2001)
- ნინო ბურჯანაძე (9 ნოემბერი, 2001–22 აპრილი, 2004)
- ნინო ბურჯანაძე (მეორეჯერ) (22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008)
- დავით ბაქრაძე (7 ივნისი, 2008–21 ოქტომბერი, 2012)
- დავით უსუფაშვილი (21 ოქტომბერი, 2012–18 ნოემბერი, 2016)
- ირაკლი კობახიძე (18 ნოემბერი, 2016–21 ივნისი, 2019)
- არჩილ თალაკვაძე (25 ივნისი, 2019–24 აპრილი, 2021)
- კახა კუჭავა (27 აპრილი, 2021–24 დეკემბერი, 2021)
- შალვა პაპუაშვილი (29 დეკემბერი, 2021 – დღემდე)
|
---|
|
|
|