ქორეთი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ქორეთი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1348 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1942 |
985 |
957
|
2014[1] |
1348 |
672 |
676
|
ეკლესია
სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს, წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე, ხოლო მეორე არის ღვთაების ეკლესია. ეკლესიაზე არის სამშენებლო ხასიათის წარწერა, შესრულებულია ასომთავრულით 1000 წელს.
სამაროვანი
1945 და 1955 წლებში ქორეთის ერთ-ერთ უბანში, პასიეთში, გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა მწერალი აკაკი ბელიაშვილი.
ლიტერატურა
სქოლიო