ქორეთის ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის ღვთაების ეკლესიიდან. წარწერა სამშენებლო ხასიათისაა. იგი მიკვლეულ იქნა 1958 წელს გ. გაფრინდაშვილის მიერ[1].
წარწერა
წარწერა ექვსსტრიქონიანია:
†. სმ~ბო წო შე დ
ა ადიდე მ~რმ დე
ოფალი და შვილნი მ
ისნი გ~ი და ხურსი ესე ბ
ლჰ ... დაიდვა ქრნ~კნ
სა სკ–სა
ანუ:
†. სამებაო წმიდაო, შეიწყალე დ–
ა ადიდე მარიამ დე–
ოფალი და შვილნი მ–
ისნი: გიორგი და ხურსი. ესე ბ–
ლაჰ[ვარი] დაიდვა ქრონიკონ–
სა სკ (=220)–სა
დახასიათება
ენობრივი თავლსაზრისით საყურადღებოა დეოფალ < დედოფალდ–ს დისიმილაციური დაკარგვა. ასევე საყურადღებოა ანთროპონიმი ხურსი.
დათარიღება
წარწერა თარიღდება 1000 წლით (780+220=1000).
ლიტერატურა
კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997
სქოლიო
↑გ. გაფრინდაშვილი, 1000 წლის სამშენებლო წარწერა ქორეთის ეკლესიაზე, ძეგლის მეგობარი, 21, თბ., 1970, გვ. 54–61