დარყა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს იმერეთის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მ-ზე. საჩხერიდან დაშორებულია 13 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 415 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
540 |
266 |
274
|
2014[1] |
415 |
218 |
197
|
დარყის ჭაბუკმთის ძეგლები
სოფლის ტერიტორიაზეც არის ჭაბუკმთის ნამოსახლარი. შუა საუკუნეებში ჭაბუკმთა დიდი დაბა იყო, რასაც ადასტურებს მის ტერიტორიაზე შემონახული 3 დარბაზული ეკლესია. მათგან ძლიერ დაზიანებულია „ბერეკლესია“, შედარებით უკეთ შემონახულია წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (ვარაუდით VIII-IX სს.). მესამე ეკლესია, „საღმრთო საყდარი“, ერთიანად დანგრეულია, მის ტერიტორიაზე გადარჩენილია მოჩუქურთმებული სვეტები.
ლიტერატურა
სქოლიო