სხვიტორი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის თემი). მდებარეობს ნაურცევის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 815 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[3] |
689 |
|
|
2002[4] |
914 |
431 |
483
|
2014[1] |
815 |
403 |
412
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო