ჩიხა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დუნთა, ზედა ორღული, სხვიტორი, ქვედა ორღული). მდებარეობს ჩიხის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 520 მეტრი, საჩხერიდან 6 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1981 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
2137 |
1075 |
1062
|
2014[1] |
1981 |
978 |
1003
|
ისტორია
IX საუკუნეში აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე გიორგი I-მა ჩიხაში მიუჩინა რეზიდენცია ერისთავს, რომელსაც ქართლის გამგებლობა ევალებოდა. სოფელში დგას XII საუკუნის ციხე და ეკლესია.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო