მერჯევი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ივანწმინდა). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 8 კილომეტრი. მერჯევი სიდიდით მეორე სოფელია საჩხერის მუნიციპალიტეტში. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1449 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1834 |
906 |
928
|
2014[1] |
1449 |
716 |
733
|
ისტორია
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია „ანგაროული“, რომელზედაც ლაპიდარული წარწერაა.
ლიტერატურა
სქოლიო