უილიამ ლორენს ბრეგი დაიბადა 1890 წლის 31 მარტს ადელაიდაში, სამხრეთ ავსტრალიაში. მან ადრეულ ასაკშივე გამოავლინა მეცნიერებისადმი ინტერესი. მისი მამა, უილიამ ჰენრი ბრეგი იყო უფროსი პროფესორი ადელაიდის უნივერსიტეტში. სკოლაში შესვლიდან მალევე ლორენსი გადმოვარდა საკუთარი ტრიციკლიდან და ხელი მოიტეხა. მისი მამა ამ პერიოდში ეცნობოდა ვილჰელმ რენტგენის ექსპერიმენტებს, რომლებსაც ევროპაში ახორციელებდა. აგრეთვე უილიამ ჰენრი ბრეგი საკუთარ ექსპერიმენტებს აწარმოებდა და სწორედ საკუთარი შვილის მოტეხილ ხელზე ჩაატარა ერთ-ერთი ექსპერიმენტი — ანუ გამოსცადა მის მიერ შექმნილი აღჭურვილობა. ეს ფაქტი იყო ავსტრალიაში X-სხივების პირველი ქირურგიული გამოყენება.
ბრეგიმ წმინდა პიტერის კოლეჯიში სწავლის დაწყების შემდეგ (1905) იგი შევიდა ადელაიდის უნივერსიტეტში ,სადაც სწავლობდა მათემატიკას, ქიმიასა და ფიზიკას. ეს სასწავლებელი მან 1908 წელს დაასრულა. ამავე წელს მისმა მამამ ლიდის უნივერსიტეტში მიიღო ქავენდაშის მდივნის თანამდებობა და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში. ბრეგი აქ უკვე შევიდა ტრინიტის კოლეჯში (კემბრიჯში) და 1909 წლის შემოდგომაზე მიიღო სტიპენდია მიუხედავად იმისა, რომ მან გამოცდა პნევმონიის გამო მწოლიარემ ჩააბარა. 1914 წელს ბრეგი აირჩიეს ტრინიტის კოლეჯის „ამხანაგად“ — კემბრიჯიში „ამხანაგობა“ გულისხმობდა დისერტაციის წარდგენას და მის დაცვას.[25][26]
პირადი ცხოვრება
უილიამ ლორენს ბრეგის ცოლი იყო ალისი ჰოპკინსონი (1899-1989). მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: სტივენ ლოურენსი (1923–2014), დევიდ უილიამი (1926–2005), მარგარეტ ალისი (დაიბადა 1931 წელს) და მერი (დაიბადა 1935 წელს).
ბრეგის ჰობებში შედიოდა: ხატვა (ოჯახის წერილები ილუსტრირებულია ცოცხალი სკეტჩებით), ლიტერატურა და მებაღეობა, რომლის მიმართაც ინტერესს მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენდა.[27]
↑See Fred Hoyle's remarks regarding Hutchinson in 1965 Galaxies, Nuclei and Quasars p. 38 London:Heinemann and also R J N Phillips 1987 "Some Words from a Former Student" in Tribute to Paul Dirac, Bristol:Adam Hilger, p. 31.