ჯოზეფ ჯონ თომსონი

ჯოზეფ ჯონ თომსონი
ინგლ. Joseph John Thomson
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1856(1856-12-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ჩითემ-ჰილი[10] [2] [11]
გარდ. თარიღი 30 აგვისტო, 1940(1940-08-30)[12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [13] (83 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[14] [2] [15]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[16]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მანჩესტერის უნივერსიტეტი, ტრინიტის კოლეჯი, მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი[17]
განთქმული მოსწავლეები რობერტ ოპენჰაიმერი, ჩარლზ გლოვერ ბარკლა, ჩარლზ ვილსონი, ფრენსის ასტონი, უილიამ ჰენრი ბრეგი, მაქს ბორნი, ჯონ ტუნსენდი, ბალთაზარ ვან დერ პოლი, ჯონ ზელენი, დანიელ ფროსტ კომსტოკი, ტომას ჰაუელ ლები და ჰერბერტ სტენლი ალენი
მეუღლე Rose Thomson[18]
მამა Joseph James Thomson
დედა Emma Swindells
შვილ(ებ)ი ჯორჯ პაჯეტ ტომსონი[18] და Joan Paget Thomson[18]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[19] [20] , კოპლის მედალი[21] , სამეფო მედალი, ჰიუზის მედალი, ფარადეის მედალი, ჰოდკინსის მედალი, ალბერტის მედალი[22] და ფრანკლინის მედალი
ხელმოწერა

ჯოზეფ ჯონ თომსონი (ინგლ. Sir Joseph John Thomson; დ. 18 დეკემბერი, 1856 — გ. 30 აგვისტო, 1940) — ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. თომსონმა პირველი სუბატომური ნაწილაკი (ელექტრონი) აღმოაჩინა. იგი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი და შემდგომ მისი პრეზიდენტი 1915-1920 წლებში. თომსონს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ელექტრონის მამა“.

ბიოგრაფია

ჯოზეფ ჯონ თომსონი დაიბადა დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ ჩითემ-ჰილში, მანჩესტერთან ახლოს, 1856 წლის 18 დეკემბერს ბუკინისტის ოჯახში. ბავშვობაში თომსონი ფიზიკით და ფეხბურთით იყო დაინტერესებული, მაგრამ ბოლოს ჯოულისა და სტუარტის გავლენით ფიზიკამ დასძლია. მეცნიერულ აღმოჩენებზე იგი ბავშვობიდან ოცნებობდა. გააჩნდა ერთი თავისებურებაც: ბავშვობიდანვე უყვარდა ყვავილები, განსაკუთრებით კი ზამბახი. დამოუკიდებელი თეორიული შრომების საფუძველზე 14 წლის თომსონი მანჩესტერის კოლეჯის მისაღებ გამოცდებზე დაუშვეს. ასეთი ასაკის შეგირდი ჯერ არავინ მიეღოთ. სწორედ მის გამო კოლეჯის ლექტორმა განაცხადა: „მალე ჩვენ სტუდენტებს საბავშვო ეტლებით მოიყვანენ“. საბჭომ მალევე გადაწყვიტა, რომ „თომსონის შემთხვევა პირველი და უკანასკნელი იყოსო“. შემდგომში ეს კოლეჯი მანჩესტერის უნივერსიტეტად გადაკეთდა. თომსონი თავიდანვე გამოირჩეოდა სტუდენტებს შორის თავისი მომზადებით და უნარით. ამით აიხსნება, რომ ორი უდიდესი ფიზიკოსი - ჯოული და რელეი განსაკუთრებით დაინტერესდნენ მისით და ბუკინისტის შვილს ხშირად ბინაზე იწვევდნენ სასაუბროდ. თომსონის მოგონებებით ფიზიკოსებმა მის შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს. ძალიან საინტერესოა ამ მოგონების მცირე ფრაგმენტი:

ვიკიციტატა
„„...ჩემი პატარაობისას არ იყო ველოსიპედები, ავტომობილები, თვითმფრინავები, ელექტროდენი, რადიო, გრამოფონები, ელექტროტექნიკა, რენტგენოგრამები, კინო და არ იყო ბაქტერიები, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელნიც ექიმების მიერაა აღიარებული... მე მყავდა კარგი მშობლები, კარგი მასწავლებლები, კარგი ამხანაგები, კარგი მოწაფეები. ეს იყო ხელშემწყობი დამთხვევა... მე ცუდად დავიწყე, ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არავის ეგონა, რომ ცოცხალი დავრჩებოდი. მაგრამ მე გადავრჩი და ძალზე იშვიათად ვავადმყოფდები. უკანასკნელი სამოცი წლის მანძილზე მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ავადმყოფობის გამო ჩემი მუშაობა ერთი დღით მაინც შეჩერებულიყო“.“

1876 წელს თომსონი საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა. სწორედ იქ დაამთავრა უნივერსიტეტი და მეცნიერული მუშაობაც 1880 წელს ქვენდიშის განთქმულ ლაბორატორიაში დაიწყო (ლაბორატორიას რელეი მართავდა). იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა პროფესორი, ხოლო რელეის წასვლის შემდეგ ლაბორატორიას ჩაუდგა სათავეში. 1918 წელს თომსონი ტრინიტი კოლეჯის პრეზიდენტის თანამდებობაზეც დანიშნეს, ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან ქავენდიშის ლაბორატორიის დერექტორის პოსტი თავის მოწაფეს, გამოჩენილ ფიზიკოსს რეზერფორდს დაუთმო და თვითონ კონსულტანტად დარჩა.

მოღვაწეობა

პირველი თმეცნიერული ნაშრომები თომსონმა ფარადეი-მაქსველის ელექტრომაგნიტური თეორიის დაფუძნებასა და მის შემდგომ განვითარებას მიუძღვნა. 1881 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში („დაელექტროებულ სხეულების მოძრაობით გამოწვეული ელექტრული და მაგნიტური ეფექტის შესახებ“) იგი ძირითად აღმოჩენამდე მიდის: „დაელექტროებული მოძრავი სხეულების ინერციული მასა უნდა აღემატებოდეს მის უძრავ მასას, რადგან მას ემეტება ასეთი სხეულის მოძრაობის დროს აღძრული ელექტრომაგნიტური მასა“. აღსანიშნავია, რომ სწორედ თომსონდა შემოიღო პირველად „ელექტრომაგნიტური მასის“ ცნება. 1889 წელს გამოქვეყნდა თომსონის მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი — მან აღმოაჩინა კავშირი მოძრავი დამუხტული სხეულის მასასა და მის ენერგიას შორის (2). იგივე ფორმულა შემდგომში სხვა მეცნიერებმაც მიიღეს, თუმცა ამ საკითხში პირველობა საბოლოოდ ალფრედ აინშტაინს დარჩა. აინშტაინმა შეძლო და შეაჯამა კერძო შემთხვევებისათვის ადრე გამოთქმული მოსაზრებები და მოგვცა ზოგადი დამოკიდებულება ნივთიერების მასისა და მის ენერგიას შორის.

30 წლის განმავლობაში თომსონი ცდილობდა ფიზიკურ მოვლენათა ერთიანი მექანიკური სურათის შექმნას, მაგრამ ვერ მოახერხა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი სცადა სინათლის კვანტის გრიგალური მოდელის შექმნა. აღსანიშნავია შემდეგი ფაქტი: იგი პლანკის კვანტთა თეორიას და აინშტაინის ფარდობითობის თეორიას გულგრილად შეხვდა. თუმცა აქვე აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„„აინშტაინმა დაამუშავა ფარდობითობის თეორიის სახელწოდებით ცნობილი მეორე თეორია. იგი შეიცავს მიზიდულობის თეორიასაც. ეს თეორია მოითხოვს მეტად რთულ და ძნელ მათემატიკას; გამოვტყდები, რომ ამ მათემატიკიდან მე ბევრი რამ არ მესმის. მაგრამ დიდ აღფრთოვანებას განვიცდი იმ ოსტატობის წინაშე, რომელთაც აინშტაინი ტრაბსცენდენტული სიძნელის ამოცანებს სწყვეტს“.“

1884 წელს მან დაიწყო გაზებში ელექტრული განმუხტვის შესწავლა. ამ დარგში მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო რენტგენის სხივების აღმოჩენის შემდეგ (1895), ვინაიდან ეს სხივები გაზის ძლიერ იზონიზაციას იწვევდა.

თომსონი იკვლევდა კათოდური სხივების ბუნებას და თვისებებს, რაც ადრე ნაწილობრივ უკვე იყო შესწავლილი. საკუთარი გამოკვლევების შედეგად იგი მივიდა პირველი ელექტრონული ნაწილაკის - ელექტრონის აღმოჩენამდე. თომსონს სურდა აეხსნა თუ რატომ იქცევა სხვადასხვანაირად კათოდური სხივები მაგნიტურსა და ელექტრულ ველებში. ასეთი ექსპერიმენტებით მან დაამტკიცა, რომ მაგნიტური ძალები კათოდურ სხივებს ისევე ხრიან, როგორც უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს.

თომსონმა შემოიღო მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება გაზომოს კათოდური სხივების შემადგენელი ნაწილაკების სიჩქარე და ფარდობა, სადაც ნაწილაკების მასაა, ხოლო — მისი ელექტრული მუხტი. ელექტრონის ექსპერიმენტული აღმოჩენის შემდეგ თომსონმა ლონდონის სამეფო საზოგაოებას 1897 წლის 29 აპრილს მოახსენა. ეს იყო დიდი ტრიუმფი ფიზიკაში. ეს თარიღი შევიდა თანამედროვე ფიზიკის ისტორიაში როგორც პირველი ელემენტარული ნაწილაკის დაბადების დღე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ თომსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რენტგენის სხივები წარმოიშობა სწრაფი ელექტრონების ანტიკათოდზე დამუხრუჭების დროს. იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ახსნა ლითონების მაღალი ელექტროგამტარობა და მრავალი სხვა თვისება, მათში თავისუფალი ელექტრონების არსებობით.

ელექტრონის აღმოჩენის შემდეგ თომსონს დაებადა აზრი, რომ ატომი იყო რთული აღნაგობის და ელექტრონი იყო მისი ნაწილაკი; რომ გაკრკვეულ პირობებში ისინი შეიძლება ატომებს მოწყდნენ, დამოუკიდებლად არსებობდნენ ან სხვა ატომს შეუერთდნენ. 1903 წელს თომსონმა გამოაქვეყნა ატომის საკუთარი მოდელი, რომელიც წარმოადგენდა დადებითად დამუხტული მატერიის ღრუბელს, სიმეტრიულად დაწინწკლული ელექტრონებით. რადიოაქტიურობის შემდგომი კვლევის პროცესში თომსინის მოდელმა ვერ ახსნა რიგი მოვლენები, რის გამოც თომსონი იძულებული გახდა ათი წლის შემდეგ ადგილი დაეთმო რეზერჰორდ-ბოილის ატომის მოდელისათვის.

ფილოსოფიური შემეცნებით თომსონი მექანიკური მატერიალისტი იყო. იგი დარწმინებული იყო ბუნების შეცნობის უსაზღვრო შესაძლესაძლებლობაში და თვით შემეცნების პროცესის უსასრულობაში. „ელექტრონი ნივთიერების აგებულების მართლა უკანასკნელი საფეხურია?“ — წერდა თომსონი. 1926 წელს მან პირველად დასვა საკითხი ელექტრონის შინაგანი აგებულების შესახებ, ხოლო 1930, 1934, 1936 წლებში მან ელექტრონის აგებულების მოდელიც კი წამოაყენა. თომსონი თავის ერთ-ერთ წიგნში წერდა:

ვიკიციტატა
„ შეიძლება რომელიმე მკითხველმა დასვას საკითხი, ძალიან შორს ხომ არ შევდივართ, როცა ელექტრონის მიღმა არეში ვიყურებით, სადღაც ხომ უნდა არსებობდეს საზღვარი? მაგრამ ის ფაქტი, რომ არ არსებობს მტკიცე და მკვეთრი დემარკირებული ხაზები, წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავისებურებას ფიზიკაში. ყოველი ახალი აღმოჩენა არ არის საზღვარი, რომლის იქით სიარული აღარ შეიძლება, პირიქით იგი წარმოადგენს შარაგზას, რომელსაც ჯერ კიდევ გამოუკვლევ ქვეყნებთან მივყარავთ. და ვიდრე არსებობს მეცნიერება, იარსებებს გადაუწვეტელ პრობლემათა სიმრავლეც. ის საშიშროება, თითქმის ოდესმე დადგება ფიზიკოსთა უმუშევრობის ეპოქა, გამორიცხულია““

.

ჯოზეფ ჯონ თომსონი გარდაიცვალა 1940 წლის 30 აგვისტოს კემბრიჯში.

ლიტერატურა

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 144-150, თბ. 1980.
  • А. К. Тимирязев, Жизнь в труды Дж. Дж. Томсона (1856 - 1940), Успехи химии, 1941, т. 10, вип. 1.
  • А. И. Еремеева, Джозеф Джон Томсон, в кн.: Выдающиеся физики мира, М., 1958.
  • Дж. Дж. Томсон, Материя, энергия, эфир, пер. С. Т. Конобеевского - в кн.: Философия науки. Естественнонаучные основы материализма, ч. 1. Физика. Вып. 2, М.-Л., 1924.
  • Дж. Дж. Томсон, По ту сторону электрона, М., 1930.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Thomson G. P. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 KNAW Past Members
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 , Joseph John Thomson / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  10. https://www.nobelprize.org/prizes/physics/1906/thomson/biographical/
  11. https://nationalmaglab.org/magnet-academy/history-of-electricity-magnetism/pioneers/joseph-john-thomson/
  12. Томсон Джозеф Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. Base biographiqueBIU Santé.
  14. Czech National Authority Database
  15. https://www.phy.cam.ac.uk/history/electron/autobiography
  16. Find a Grave — 1996.
  17. Mathematics Genealogy Project — 1997.
  18. 18.0 18.1 18.2 Kindred Britain
  19. The Nobel Prize in Physics 1906Nobel Foundation.
  20. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  21. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  22. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners

Read other articles:

Huruf KirilDje Bahasa Komi Penggunaan Fonetis:ɟAlfabet KirilHuruf SlaviaАА́А̀А̂А̄ӒБВГҐДЂЃЕЕ́ÈЕ̂ЁЄЖЗЗ́ЅИИ́ЍИ̂ЙІЇЈКЛЉМНЊОŌПРСС́ТЋЌУУ́ У̀У̂ӮЎФХЦЧЏШЩЪЫЬЭЮЯHuruf non-SlaviaӐА̊А̃Ӓ̄ӔӘӘ́Ә̃ӚВ̌ҒГ̑Г̣Г̌ҔӺҒ̌ӶД̌Д̣Д̆ӖЕ̄Е̃Ё̄Є̈ӁҖӜҘӞЗ̌З̱З̣ԐԐ̈ӠӢИ̃ҊӤҚӃҠҞҜК̣ԚӅԮԒӍӉҢԨӇҤО́О̀О̆О̂О̃ӦӦ̄ӨӨ̄Ө́Ө̆ӪҨԤР̌ҎҪС̣С̱Т̌Т̣ҬУ̃Ӱ Ӱ́Ӱ̄Ӳ�...

 

Cet article est une ébauche concernant l’eau et le Royaume-Uni. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Gorge d'Ironbridge *  Patrimoine mondial de l'UNESCO Le pont Iron Bridge Coordonnées 52° 37′ 35″ nord, 2° 28′ 22″ ouest Pays Royaume-Uni Subdivision Shropshire, Angleterre Type Culturel Critères (i) (ii) (iv) (vi) Numérod’identification 371 Ré...

 

A typical printing press of the 18th century. Religious enthusiasm and the great demand for bibles and other religious works is largely what promoted the first printing efforts in the American colonies. Before and during the American Revolution colonial printers were also actively publishing newspapers and pamphlets expressing the strong sentiment against British colonial policy and taxation. Early American publishers and printers played a central role in the social, religious, political and...

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

Renewable Energy in Germany (from top left to bottom right): Biogas fermenter in Hornstet Wind park in Bernburg Geothermal power plant in Neustadt-Glewe German wind and solar in Rhineland-Palatinate Gross generation of electricity by source in Germany 1990–2020 showing the shift from nuclear and coal to renewables and fossil gas Jobs in the renewable energy sector in Germany in 2018 Renewable energy in Germany is mainly based on wind and biomass, plus solar and hydro. Germany had the world...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Multi Interface Shoe – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2014) (Learn how and when to remove this template message) Sony mi accessory shoe The Multi Interface Shoe (a.k.a. MI Shoe or MIS) is a proprietary camera hotshoe introduced by Sony in 2...

Cet article est une ébauche concernant une localité italienne et le Trentin-Haut-Adige. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Telve di Sopra Administration Pays Italie Région Trentin-Haut-Adige  Province Trentin   Code postal 38050 Code ISTAT 022189 Code cadastral L090 Préfixe tel. 0461 Démographie Population 612 hab. (1er janvier 2023[1]) Densité 36 hab./km2 Géographie Coord...

 

Шалфей обыкновенный Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:РастенияКлада:Цветковые растенияКлада:ЭвдикотыКлада:СуперастеридыКлада:АстеридыКлада:ЛамиидыПорядок:ЯсноткоцветныеСемейство:ЯснотковыеРод:ШалфейВид:Шалфей обыкновенный Международное научное наз...

 

WWE pay-per-view and livestreaming event series This article is about the event series. For the match type, see Hell in a Cell. Professional wrestling pay-per-view event series WWE Hell in a CellWWE Hell in a Cell logoPromotionsWWEBrandsRaw (2009–2010, 2016, 2018–2022)SmackDown (2009–2010, 2017–2022)ECW (2009)First event2009Last event2022Signature matchesHell in a Cell match WWE Hell in a Cell was a professional wrestling event produced annually by WWE, a Connecticut-based professiona...

1985 science fantasy film by Joe Dante ExplorersTheatrical release posterDirected byJoe DanteWritten byEric LukeProduced byDavid BombykEdward S. FeldmanStarring Ethan Hawke River Phoenix Jason Presson CinematographyJohn HoraEdited byTina HirschMusic byJerry GoldsmithDistributed byParamount PicturesRelease date July 12, 1985 (1985-07-12) Running time109 minutes[1]CountryUnited StatesLanguageEnglishBudget$20–25 million[2][3]Box office$9.9 million[4&#...

 

BrioncomuneBrion – Veduta LocalizzazioneStato Francia Regione Borgogna-Franca Contea Dipartimento Saona e Loira ArrondissementAutun CantoneAutun-2 TerritorioCoordinate46°54′N 4°12′E46°54′N, 4°12′E (Brion) Superficie16,32 km² Abitanti366[1] (2009) Densità22,43 ab./km² Altre informazioniCod. postale71190 Fuso orarioUTC+1 Codice INSEE71062 CartografiaBrion Modifica dati su Wikidata · Manuale Brion è un comune francese di 366 abitanti situato ne...

 

American video game developer This article is about the video game studio. For the type of elastic cord, see Bungee cord. Bungie, Inc.FormerlyBungie Software Products Corporation (1991–2000)Bungie Studios (2000–2007)Bungie, LLC (2007–2011)Company typeSubsidiaryIndustryVideo gamesFoundedMay 1991; 33 years ago (1991-05) in Chicago, Illinois, U.S.FoundersAlex SeropianJason JonesHeadquartersBellevue, Washington, U.S.[1]Key peoplePete Parsons(Chairman and CEO)J...

The District of Columbia, slave market of America. Includes Alexandria slave dealers. American Anti-Slavery Society, 1836. In the District of Columbia, the slave trade was legal from its creation until it was outlawed as part of the Compromise of 1850. That restrictions on slavery in the District were probably coming was a major factor in the retrocession of the Virginia part of the District back to Virginia in 1847. Thus the large slave-trading businesses in Alexandria, such as Franklin &...

 

شبه جزيرة لبرادور   الإحداثيات 55°N 69°W / 55°N 69°W / 55; -69   تقسيم إداري  البلد كندا  التقسيم الأعلى نيوفندلاند ولابرادوركيبك  خصائص جغرافية  المساحة 1400000 كيلومتر مربع  تعديل مصدري - تعديل   شبه جزيرة لبرادور (كما تُعرف باسم شبه جزيرة كيبك-لبرادور) �...

 

Questa voce o sezione sugli argomenti sportivi e sport invernali è priva o carente di note e riferimenti bibliografici puntuali. Sebbene vi siano una bibliografia e/o dei collegamenti esterni, manca la contestualizzazione delle fonti con note a piè di pagina o altri riferimenti precisi che indichino puntualmente la provenienza delle informazioni. Puoi migliorare questa voce citando le fonti più precisamente. Segui i suggerimenti dei progetti di riferimento 1, 2. Michail VasilʹevNazi...

Questa voce o sezione sull'argomento computer non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Commento: Nessuna fonte Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. IBM Personal Computer ATcomputerProduttoreIBM Inizio vendita1984 Fine vendita1987 CPUIntel 80286 Frequenza6 o 8 MHz ROM64 kB RAM di serie256 kB (versione base);512 kB (versione avanzata) RAM massima16 MB Slot internisei ISA a 16 bit (bus ...

 

Voce principale: Vicenza Calcio. AC Lanerossi VicenzaStagione 1966-1967 Sport calcio Squadra L.R. Vicenza Allenatore Aldo Campatelli (1ª-8ª) Antonio Pin (9ª-29ª) Umberto Menti (30ª-34ª) Presidente Delio Giacometti Serie A13º Coppa ItaliaTerzo turno Maggiori presenzeCampionato: Volpato (33) Miglior marcatoreCampionato: Gori, Maraschi (8) StadioRomeo Menti 1965-1966 1967-1968 Si invita a seguire il modello di voce Questa voce raccoglie le informazioni riguardanti l'Associazione...

 

ドイツの送電線 送電(そうでん、英語: power transmission)とは、 電力(電気)を送ること。 発電所で発電した電力(電気)を配電網に供給するため、送電網システムの構築とその運用を行うこと(電気事業における送電)。電線路の一部を形成する。 概説 送電とは、ある長さの電線(伝導体)の両端に電圧差を発生させて電流を流すこと(通電)であり、電力を供給...

Structure d'un bassin molassique Une molasse désigne un ensemble de roches sédimentaires, essentiellement détritiques, et post-orogéniques, s'accumulant dans un bassin d'avant-pays, en périphérie des chaînes de montagnes. Ce terme s'est initialement développé dans les Alpes puis s'est progressivement répandu à travers le monde. Il est aussi fréquemment utilisé pour désigner des pierres de construction et d’ornementation. Étymologie L'origine du terme molasse est discutée[1]....

 

La Diócesis de Tiberíades fue un importante obispado católico latino en el estado cruzado del Principado de Galilea , un importante vasallo directo del Reino latino de Jerusalén, con sede en Tiberíades, después de lo cual el principado también se conocía como Principado de Tiberíades o Tiberiad. Ahora es una sede titular.[1]​[2]​ Contexto cruzado Edificio histórico restaurado en Tiberíades Durante la Primera Cruzada, Tiberíades fue ocupada por los francos poco después...