ტურიზმისინგაპურის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ქვეყანას 17.4 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, რაც სინგაპურის მოსახლეობაზე სამჯერ მეტია.[1] სინგაპურის ტურიზმისთვის გარემოსადმი მოფრთხილებაა დამახასიათებელი, რასაც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის პროგრამებით უზრუნველყოფს. ამასთან ერთად სინგაპურში კრიმინალური შემთხვევების მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.ქვეყნის ოთხ ოფიციალურ ენას შორისაა ინგლისურიც, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონტაქტის დამყარებას ამარტივებს. მსოფლიო მასშტაბით სინგაპური მეხუთე ადგილზეა ყველაზე მონახულებად ქალაქებს შორის, ხოლო აღმოსავლეთ აზია-ოკეანეთის ქალაქებს შორის - მეორეზე.[2]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსენების მიხედვით სინგაპურს საუკეთესო მაჩვენებლები შემდეგ სვეტებში აქვს: საერთაშორისო ღიაობა (პირველი ადგილი), ბიზნეს გარემო(მე-2 ადგილი), მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაცია (მე-2 ადგილი) და სახმელეთო და საზღვაო იფრასტრუქტუა (მე-2 ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით ბუნებრივი რესურსებისა (103-ე ადგილი) და ფასების კონკურენტუნარიანობს (91-ე ადგილი) სვეტებში აქვს.[3]
ტურიზმის სტატისტიკა
სინგაპურის ტურიზმის ფორუმის მონაცემებით 2014 წელს სინგაპურს 15 085 152 ვიზიტორი ეწვია,[4] თუმცა ამ მონაცემებში ის მალაიზიელი ტურისტები არ არის გათვალისწინებული, რომლებიც სინგაპურში ჯაჰორი-სინგაპურისა და მალაიზია-სინგაპურის დამაკავშირებელი ხიდებით ჩავიდნენ. ეს მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 3%-ით ნაკლებია, რაც ჩინეთიდან ჩამოსულ ტურისტთა კლებითაა გამოწვეული.
ვიზიტების საერთო მაჩვენებელმა 56 მილიონი დღე, 3%-იანი მაჩვენებელი შეადგინა, ანუ თითო ტურისტმა საშუალოდ 3.7 დღე გაატარა ტურიზმში. ტურისტთა 21% ერთდღიანი ტურის მონაწილეები იყვნენ, 79% კი ერთ დღეზე დიდხანს დარჩა სინგაპურში. ვიზიტორთა 78% საჰაერო ტრანსპორტით ჩამოფრინდა, 10% საზღვაო ტრასპორტით, ხოლო 12% - სახმელეთოთი. ვიზიტორთა ყველაზე დიდ ჯგუფს (მთლიანი რაოდენობის 23%) 25-დან 34 წლამდე ასაკის ტურისტები შეადგენდნენ. ტურისტთა 21% 35-44 , ხოლო 17% 45-54 წლის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
2014 წელს ტურიზმის სექტორის შემოსავალმა 23.6 მილიარდი სინგაპურული დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის შემოსავალთან შედარებით 4.7 მილიარდი სინგ. დოლარით მეტია. შემოსავლების 24.7% გართობისა და სათამაშო ტურიზმის სექტორზე მოდის, განთავსების საშუალებებზე 22.5%, შოპინგზე - 17.4%, სასმელებისა და საჭმლის სექტორზე - 9.6%, ხოლო სამედიცინო საშუალებებზე (სამედიცინო ტურიზმი) - 4.2%.
მოზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მონაცემებით 136 ქვეყანას შორის 4.9 ქულით სინგაპური მეცამეტე ადგილზე იმყოფება (2015 წელს 141 ქვეყანას შორის სინგაპური მეთერთმეტე ადგილზე იყო, თუმცა კონკურენტუნარიანობის ინდექსი მაშინაც 4.9 ჰქონდა). სინგაპურში 12 051 929 საერთაშორისო ტურისტი ჩავიდა. საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებმა 16 743 400 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითო ტურისტის მიერ მოგზაურობის პერიოდში დახარჯულ 1 389,3 დოლარს უდრის. ამავე წლის მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 158 381 სამუშაო ადგილია შექმნილი (მთლიანი სამუშაო ადგილების 4.3%).[6]
ბრიტანეთის ყოფილ კოლონიის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული და კულტურული ღრისშესანიშნაობა მდებარეობს. არქიტექტურაში ბრიტანული და რეგიონული გავლენა იგრძნობა. კულტურულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: სულთანის მეჩეთი, სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეჩეთი, რომელიც 1826 წელს აიგო; ზეციური ბედნიერების სასახლე (Thian Hock Keng) - სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარი, რომელიც 1839 წელს აიგო და შრი მარიამანის ტაძარი, რომლის მშენებლობაც 1827 წელს დასრულდა და სინგაპურში მდებარე ყველაზე ძველი ინდუისტური ტაძარია. სხვა ისტორიულ ძეგლებს შორისაღსანიშნავია კრანჯის ომის მემორიალი, სამოქალაქო ომის მემორიალი, ვიქტორიას თეატრი და საკონცერტო დარბაზი და Istana Kampong Glam -ყოფილი მალაიური სასახლე.
სინგაპურში ქვეყნისა და რეგიონის ხელოვნებისა და ისტორიის ამსახველი ოთხი მთავარი მუზეუმი მდებარეობს. აზიური ცივილიზაციების მუზეუმშიჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიისა და დასავლეთი აზიის მატერიალური ისტორიის ნიმუშებია წარმოდგენილი. პერანაკანის მუზეუმში პერანაკანის კულტურისა და მალაკაში, პენანგსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებული პერანაკანის თემების კულტურის ნიმუშებია გამოფენილი.[10]სინგაპურის ეროვნული მუზეუმი ქვეყნის ყველაზე ძველი მუზეუმია, რომლის ისტორიაც 1849 წლიდან იწყება და ქვეყნის ერადქმნადობისა და სინგაპურის ისტორიის შესახებ ნიმუშებს მოიცავს.[11] სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომელიც სინგაპურისა და სამზრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელოვნებაზე ფოკუსირდება. სხვა მცირე მუზეუმებს შორის აღსანიშნავია ჩანგის მუზეუმი, რომელშიც მხატვრობის, ფოტოგრაფიისა და იაპონელების მიერ სინგაპურის ოკუპაციის ამსახველი სხვა ნიმუშების კოლექციებია წარმოდგენილი.[12] მინტის სათამაშოების მუზეუმში კი 3000 სათამაშოს კოლექციაა წარმოდგენილი, რომელიც XIX-XX საუკუნეების ბავშვობის პერიოდს ასახავს.
↑ 9.09.1Excludes Malaysian citizens arriving by land.
↑„Singapore’s Newest Museum Opens: showcasing the finest and most comprehensive Peranakan collection in the world“ (პრეს-რელიზი). Asian Civilizations Museum. 2008-04-17.
↑Clara Chow, "National Museum opens after $132m makeover", The Straits Times, 8 December 2006